წუხელ ღამე შემთხვევით ვიპოვე ეს ჩანაწერი და რომ გავაანალიზე ტანში გამბურძგლა...
ვინც არ იცის, ე.წ. "თეთრი ხმაური" არის აუდიო ან ვიდეო ჩანაწერი, რომელზეც შემთხვევით არის დაფიქსირებული ხმა ან ვიდეო "იმ სამყაროდან".
აუდიო ჩანაწერში ისმის წინადადებები, სიტყვები, სახელები.
ხშირად სიცილი და დაყვირების ხმა, მკაცრი ხმა. ამ ყველაფერს ისიც დაუმატეთ რომ ადგილ-ადგილ ქართული სიტყვებიც ისმის.
მოკლედ მაგარი დაბნეული ვარ, ვისაც გესმით ეს საქმე ერთად გავაანალიზოთ რა ხდება.
ჩანაწერის სანდოობას რაც შეეხება.
გუშინ ვუყურებდი ავოედან გადმოწერილ ტიტანიკს და მეორე ნაწილში შემთხვევით დავიჭირე ეს ხმები, ფილმი გახმოვანებულია საშინლად სამოყვარულო დონეზე. თარგმანის ფონზე ისმის შიშინი, რაც მიკროფონის უხარისხობით უნდა იყოს წარმოქმნილი, ამ შიშინის ქვეშ კი ისმის სწორედ ის ხმები, რაზეც ზემოთ დავწერე.
თავიდან ვიფიქრე მეთქი გახმოვანების დროს ალბათ ტელევიზორის ხმა ისმოდა, მაგრამ ჩანაწერში მოხვედრილი ხმები არის ასწრაფებული დაახლოებით 100%-ით ან ცოტა მეტით; თან ეს ხმები მთელი ფილმის განმავლობაში ისმის.
გამხმოვანებელი რომ საშინლად დამწყებია ამაზე ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ ტიპი სავარაუდოდ ვერც მიხვდა რომ ჩვეულებრივ შიშინთან ერთად სხვა რამეც მიჰყვა ჩანაწერზე.
ეს არის ჩემს მიერ გაწმენდილი სემფლი(მიმაგრებული ფაილი), ისმის ქართული სიტყვები:"არ უნდა გამოიღოს(გაგვიგოს?) სად? სულელო!"
ხმა რამდენჯერმეა გაფილტრული და გარკვევით არ იმის.
პ.ს. ფილმს თუ მოუსმენთ, ჩვეულებრივ დინამიკებში შეიძლება ვერ დააფიქსიროთ, მოუსმინეთ ყურსასმენებში.
ფილმის ბმული
http://avoe.ge/movies/download.php?id=4805...vi&dir=movies4/
მიმაგრებული ფაილი ( Number of downloads: 137 )
1.zip