#26081234 · 21 Jun 2011, 02:34 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
თეატრალურის სტუდენტები ქეთი ჯოხარიძის გადარჩენისათვის დახმარებას ითხოვენ
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ამავე უნივერსიტეტის დრამის ფაკულტეტის სამსახიობო სპეციალობის I კურსის სტუდენტის 18 წლის ქეთი ჯოხარიძის გადარჩენისათვის დახმარებას ითხოვენ. ამის შესახებ, სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა ნათია ცქვიტაიამ “ექსპრენიუსს” სპეციალური თხოვნის წერილი გამოუგზავნა. ჩვენ მას უცვლელად გთავაზობთ. “ლადო ათანელის ფონდის “თანადგომა” თავმჯდომარეს ქ–ნ ციალა ჯაფარიძეს. მოგახსენებთ, რომ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დრამის ფაკულტეტის სამსახიობო სპეციალობის I კურსის სტუდენტს 18 წლის ქეთი ჯოხარიძეს ა/წ 11 ივნისს შეემთხვა უბედური შემთხვევა– რუსთაველის თეატრის წინ დაეჯახა მანქანა. ავარიის შედეგად დაზარალებული ქეთი ჯოხარიძე იმყოფება უმძიმეს მდგომარეობაში–11 ივნისიდან დღემდე არის კომაში. სამედიცინო დასკვნის მიხედვით სტუდენტს აღენიშნება: კომბინირებული პოლიტრავმა, ქალა ტვინის მძიმე ტრავმა, თავის ტვინის დიფუზური დაჟეჟილობა–შეშუპება. კომა, გულმკერდისა და მუცლის დახურული ტრავმა. ფილტვების დაჟეჟილობა, ბეჭის ძვლის და მენჯის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა, სუნთქვის მწვავე უკმარისობა. ქეთი ჯოხარიძე ამჟამად იმყოფება არამიანცის საავადმყოფოში. მისი ოჯახში არის მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობა და ვითარებას კიდევ უფრო ტრაგიკულს ხდის ის ფაქტი რომ მკურნალობისთვის საჭირო თანხის 40 000 (ორმოცი ათასი) ლარის დაფარვა ოჯახის ფინანსური ხელმოკლეობის გამო ვერ ხერხდება. ჩვენი მხრიდან, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, სტუდენტური თვითმმართველობას და თითოეული სტუდენტი ძალ–ღონეს არ ვიშურებთ რაიმე გზის გამოსანახათ. მე–3 დღეა უკვე დგას საქველოქმედო ყუთები, გავაგზავნეთ მხარდაჭერის თხოვნის წერილები სხვადასხვა სახელმწიფო თუ არა სამთავრობო ორგანიზაციებში, 25 ივნისს სტუდენტების ინიციტივით ვმართვათ საქველმოქმედო აქცია–კონცერტს მერაბ ბერძენიშვილის სახელობის კულტურის საერთაშორისო ცენტრი ”მუზა”–ს მხარდაჭერით, ამავე დაწესებულების ბაზაზე. თუმცა დღესდღეისობით ჩვენი რესურსები ძალზედ მცირე და მინიმალურ ფინანსურ დახმარებას წარმოადგენს. როგორც უკვე მოგახსენეთ ქეთი ჯოხარიძე უმძიმეს მდგომარეობაში–კომაშია დღემდე. მოგმართავთ თხოვნით, რათა გაითვალიწინოს არსებული ვითარების სიმძაფრე და თქვენი მხრიდან გამოხატოთ ფინანსური მხარდაჭერა 18 წლის ახალგაზრდა მსახიობის ქეთი ჯოხარიძის გადასარჩენად. იმედს ვიტოვებთ, რომ სათანადოდ განიხილავთ აღნიშნულ შემთხვევას და მხარდაჭერას აღმოუჩენთ 18 წლის ქეთი ჯოხარიძეს.” ურჩიეთ:
--------------------
შესაშურად იასპარეზა ჭეშმარიტმა ოსტატმა მაიკლ ჯორდანმა...
|