ეხლა იყო განმეორებით და ვუყურე.
(IMG:
//forum.ge/html/emoticons/up.gif) (IMG:
//forum.ge/html/emoticons/up.gif) (IMG:
//forum.ge/html/emoticons/up.gif)
მევასა, საკაიფო რამეა :) კარგია ახალი სახეები რომ შემოიყვანეთ. კარგი ტიპაჟებია, ქართულ სასტავებში გავრცელებული ტიპაჟები :D
წესით მოშნად უნდა გაქაჩოს, დროც ნორმალურია, მნიშვნელოვანი არაფერი აზის...
პროსტა, აი სიცილები არ ვარგოდა :( საჭიროა ნამდვილად ასეთ სერიალზე, მაგრამ ცოტა ხარისხიანად ჩაწერეთ რა :( ანუ, ძალიან ცოტა ადამიანი იცინის და ამ ცოტადან მინიმუმ 2-3-ის სიცილი აააააშკარად ძალიან ნაძალადევია :rolleyes:
შეკრიბეთ ერთი 15-20 კაცი და აჩვენეთ რამე მართლა სასაცილო...
კიდევ, ძალიან ნუ შეეცდებით, რომ ყველა წინადადებაში ხუმრობა ან სასაცილო რამე გამოერიოს. იგრძნობოდა, რომ საბოლოო სცენარში რამოდენიმე ადგილას ძალით იყო ჩატენილი 1-2 უკბილო ხუმრობა. სცენარს მიაწექით, სიტუაციის სასაცილოობას და არა კონკრეტულ დიალოგებში ბევრ შუტკებს.
ისე, მე პირადად ძალიან არ მომწონს ხოლმე რეალობას რომ ურევენ სერიალებში :rolleyes: ანუ, ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გახმოვანებას ვგულისხმობ. ჩემი აზრით, რაღაც იაფფასიანს ხდის ხუმრობას; ასეთ თემებზე ისედაც ყველა საუბრობს და ხუმრობს, ეს კი სერიალია, სხვა სამყარო, რომელშიც რეალური სამყარო პოლიტიკური ნიუსებით ყველაზე ნაკლებად უნდა აისახოს იმჰო...
მაგალითად, Friends-ში გინახავთ ოდესმე ასეთი სახის გამოხმაურებები? თუნდაც ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენებზე...
მოკლედ, მთავარია სცენარების იდეები არ ამოგეწუროთ, დანარჩენში საკაიფოდ გაქაჩავს.
საპონმა გაქაჩა ბოლობოლო და... :D
უბრალოდ მე ვთვლი, რომ დრუპი, შონზო და საპონ/ლიმონის სხვა სახეები მაქსიმალურად ნაკლებად უნდა გამოაჩინოთ, მიეცით გზა ახალგაზრდებს! :D