ეს თემა მინდა გავხსნა ჩემი პირველი თემის საპასუხოდ(ალბათ მეტს აღარც გავხნი). ამასაც არ გავხსნიდი, უბრალოდ ეს იმან განაპირობა, რომ ძალიან სასაცილო მდგომარეობაში აღმოვჩნდი. იმიტომ, რომ ვერ ჩამოვაყალიბე ჩემი სათქმელი. არ დავმალავ მაგარი ნასვამი ვიყავი.
პრინციპში ზუსტად არც ვიცი რაზე უნდა მესაუბრა მაგრამ რადგან გლობალიზაციას შევეხე განვავრცობ ცოტა რაც ვიგულისხმე. პირველი არის ის, რომ ყველანაირი წარმოდგენები და შეხედულებები, უფრო სწორედ პარალერები მაგალითად დასავლეთსა და რუსეთს შორის სისულელეა. ჩვენ ფაქტიურად არჩევანი არ გვაქვს. ერთ მხარეს არის მთელი ცივილიზებული სამყარო და მეორე მხარეს ყველაფერზე წამსვლელი კრიმინალების ხროვა, ვისი ქმედებებიც არანაირ ლოგიკას არ ექვენდებარება და რომელიც პირდაპირი მნიშვნელობით ჩვენს განადგურებას ცდილობს. გლობალიზაცია კი არანაირი ეროვნული და თვითმყოფადობის წინაარმდეგ მიმართული ქმედება არაა. ასეთი შეკითხვა რო დაგისვათ.. რომელმა ევროპულმა სახელმწიფომ დაკარგა თვითმყოფადობა რას მიპასუხებთ? ან რატო ვართ ჩვენ რაგაც განსაკუთრებული მოვლენა და რატო გვინერგავენ ზოგიერთები რომ ჩვენ თითქოს რაღაც განსაკუტრებული მისია გვაკისრია, (ღვთისმშობლის წილხვედრი და ასე შემდეგ) და რით განვსხვავდებით მაგალითად რუმინელებისგან? წინა თემაში ერთ იუზერს შევეხე(ტანკეს). უბრალოდ ხშირად ვკითხულობ ფორუმს და მისი პოსტებიც მხვდება თვალში. აქ იმის თქმა მინდოდა, რომ დღევანდელი რუსეთი გაიფილტრა ყველაფერი იმ დადებითისგან, ოდნავ მაინც თუ იყო რამე იმ საბჭოთა კავშირში და დღეს მისი ყველაზე უარესი გამოვლინებაა. ასე რომ პარალერები რუსეთის საბჭოთა კავშირთანაც კი უადგილოა. დღეს ყველა კრიმინალური რეჟიმი, ტერორისტული ოგანიზაციები და მსგავსი ლოკალურ–იდეოლოგიური ანკლავების არსებობის მთავარი იდეოლოგიური ქვაკუთხედი არის სწორედ ისეთი მოძღვრება და წარმოდგენები რომ სამყაროში არსებობს შენიანი და სხვისიანი, მე რომ ვიარსებო უნდა არსებობდეს ჩემი საპირისპირო მეორე უკიდურესობა. ჩვენ უბრალოთ ორი პოლუსი სხავანაირად გვესმის. ჩემი აზრით ორ პოლუსში იგულისხმება არა მაგალითად ორი თანაბარი ურთიერმოქიშპე უსასრულო მიმდინარეობა, არამედ დადებითის და უარყოფითის უწყვეტი ბალანსი. გლობალიზაცია კი გულისხმობს ამ ბალანსის დადებითის სასარგებლოთ გადაწონვას.
რა თქმა უნდა ეს ჩემი პირადი მოსაზრებებია და არ ვიძახი აპრიორი დამეთანხმეთ თქო. უბრალოდ ჩემს მოსაზრებას ვაფიქსირებ
თუ არ გაკლია, ესეც ნაკლია....