სავარაუდოდ პირველი ივლისიდან ამოქმედდება ნაგვის გადასახადის ახალი ტარიფი,რაც ბიუჯეტს საშუალებას მისცემს რომ კარგად აკრიფოს გადასახადი,დანაკარგების გარეშე.
დანაკარგებს იმიტომ ვახსენებ,რომ როგორც ცნობილია ძალიან ბევრი ხალხია ჩვენს დედაქალაქში ვინც არ არის ჩაწერილი არცერთ მისამართზე.ამის გამო იკრიბება ბევრად ნაკლები თანხა ვიდრე არის თბილისში მცხოვრები.დღესდღეობით ტარიფი არის ერთ სულ მოსახლეზე 2.40 ლარი.რაც მემგონი არ არის ცოტა.მეტსაც ვიტყვი,სრულიად უნდა აკმაყოფილებდეს მსგავს მომსახურებას.მაგრამ ვინაიდან და რადგანაც ჩაუწერელი ხალხი არის საკმაოდ ბევრი და მათაც აქვთ გადასაყრელი ნაგავი,ეს თანხა არ არის საკმარისი.
ძალიან ბევრისგან მოვისმინე,რომ იხდიან 50-100 ლარს ელექტროენერგიის საფასურს.
100 ლარის გადამხდელს თვეში უწევს 27.77 ლარის გადახდა.შესაბამისად 50 ლარის გადამხდელს ამის ნახევარის.
თუ გაინტერესებთ რამდენის გადახდა მოგიწევთ,გადასახდელი თანხა გაყავით 18 თეთრზე და გაამრავლეთ 5 თეთრზე.
საშუალოდ ვიანგარიშოთ 4 სულიანი ოჯახი რომელსაც უწევდა 9.60 ლარის გადახდა.
100 ლარიან გადამხდელს უძვირდება დაახლოვებით სამჯერ.
ეხლა ჩამოგიწერთ თანხების მიხედვით რამდენის გადახდა მოგიწევთ
20 ლარი - 5.55
30 ლარი - 8.33
40 ლარი - 11.10
50 ლარი - 13.88
60 ლარი - 16.66
70 ლარი - 19.44
80 ლარი - 22.22
90 ლარი - 25.00
100 ლარი - 27.77
ჩემი აზრით კატასტროფა არ არის ეს.
ის ვერც მე ვერ გავიგე რა ლოგიკით მოხდა ამ გადასახადის დენზე მიბმა.(ალბათ ევროსტანდარტი 2012-ია

)
ჩემი ვერსია:
მე გთავაზობთ შემდეგნაირ გადახდის სისტემას.
ნაგვის გადასახდელი თანხა დაანგარიშდეს საცხოვრებელი ფართის მიხედვით.
1 კვადრატული მეტრი 10 თეთრი(სახოვრებელი ფართი)
კერძო ბინებსაც იგივე.უბრალოდ ეზო 5 თეთრი
ასევე მოხდეს ხელმოკლე ოჯახების გამოყოფა და მათთვის შეღავათების შემოღება.
არასაცხოვრებელ ფართებზე(ორგანიზაციები,მაღაზიები და ა.შ.) დაწესდეს გადასახადი 40-60 თეთრი მათი ფართების მიხედვით(საწყობი/მუშა ფართი).
ისეც ითქვა ოპოზიციის მხრიდან რომ 2010 წლის არჩევნებში ასობით ხალხი ყავდათ ჩაწერილი და რომ არ ამოეწერათ იმიტომ მიაბეს დენის ტარიფსო(გადასახადი უწევდათ დიდი).მალადეც მაგათ თუ 240 ლარს იხდიდნენ თვეში ნაგვის ფულს.იქ ლაპარაკი იყო 400-500 კაცზეც რომელთაც დიდი გადასახადი უწევდათ ყოველთვიურად.
არ მგონია რომ ეს იყოს რეალური იმიტომ,რომ 500 კაცის შემთხვევაში 1200 ლარის გადახდა მოუწევდათ ყოველთვიურად და ამას ფიზიკურად ვერ შეძლებდნენ.
გთხოვთ დადოთ თქვენი ვერსიებიც
This post has been edited by SPLIYVI on 22 Jun 2011, 02:16