თანამედროვე ლექსიკონებში ნაციონალიზმის სხვადასხვა განმარტებაა მოცემული: 1.ეროვნული ხასიათი, ეროვნულობა 2.ეროვნული ინტერესებისადმი, ეროვნული ერთობისა და ეროვნული დამოკიდებულებისადმი ერთგულება და მისი დაცვა. 3. საკუთარი ერისა და მისი პრინციპებისათვის თავდადება; პატრიოტიზმი 4. დოქტრინა რომელიც ამტკიცებს ამა თუ იმ ერის განსაკუთრებულობას და თვლის მას ღვთისაგან რჩეულ ხალხად . . .
გამოყოფენ ნაციონალიზმის შვიდ ბოროტებას: ა) ერის გამორჩეულობის და უპირატესობის რწმენა ბ) აზროვნების, ქცევის, კულტურის ეროვნულობის ნიშნით გაერთფეროვნება გ) მასების მორჩილების ზრდა დ) ხალხის ყურადრების გადატანა ომზე და ომისთვის მზადებაზე, მებრძოლთა იდეალიზაცია ე) ჯინგოიზმი (შოვინიზმი) ანუ სხვა ეროვნებების სიძულვილი და მათ წინააღმდეგ ბრძოლა; ვ) იმპერიული მისწრაფებების, ექსპანსიონიზმისა და ტერიტორიული პრეტენზიების გამოვლინება ზ) შეუწყნარებლობა და არატოლერანტობა . .
ისტორიკოსები ნაციონალიზმში, უპირველეს ყოვლისა ხედავენ ისტორიულ პროცესს, რომელიც ეროვნებების პოლიტიკურ ერთეულებად (ერ-სახელმწიფოებად) ჩამოყალიბებას გულისხმობს ..
სოციოლოგებისათვის ნაციონალიზმი სოციალური მოძრაობაა, რომელიც ეროვნებისათვის არის დამახასიათებელი, ხოლო ეროვნებები და ერები სოციალურ კატეგორიებად მოიაზრება, როგორც "დიდი კოლექტივები" . . .
ფსიქოლოგებს შორის არსებობს მოსაზრება რომ ნაციონალიზმი ინსტინქტია. მაგ: ერთ-ერთი ფსიქოლოგი მიიჩნევს რომ ჯგუფური ცნობიერება ადამიანის 4 ძირითადი ინსტინქტიდან ერთ-ერთია, კვების, სექსის და თავდაცვის ინსტინქტებთან ერთად . . .
ფსიქიატრები ნაციონალიზმს უყურებენ როგორც გადახრას, როგორც საზოგადოების სულიერ ავადმყოფობას. ზოგიერთი მათგანის აზრით სულიერი დაავადებები საზოგადოების ავადმყოფობაა და არა ინდივიდის. ამიტომ საზოგადოება ისევე შეიძლება იყოს "ავად" როგორც ინდივიდი .ნაციონალიზმის გამოვლინება საზოგადოებას აყენებს ისეთივე მდგომარეობაში, როგორშიც არის პიროვნება ნევროზის და ფსიქოზის დროს. ფსიქიატრები ნაციონალიზმში ნევროზის სამ ელემენტს გამოყოფენ: შფოთვა _ რომელიც გამოწვეულია სხვა მტრულად განწყობილი ერების შიშით, ერი სასოწარკვეთილებასა და დემორალიზაციამდე მიჰყავს და ხსნას ნაციონალიზმში ეძებს; არასრულფასოვნების გრძნობა _ რომელიც ჩნდება სხვა ერებთან საკუთარი ერის შედარებისას და მის დასაძლევად საკუთარი უპირატესობის მტკიცებას აქვს ადგილი, კერძოდ, რომ ჩვენი ყველაფერი საუკეთესოა, კლიმატით დაწყებული სამზარეულოთი დამთავრებული; არამდგრადობა_ რაც გამოიხატება ნაციონალიზმის მობილურობაში და მსგავსად ინფექციური დაავადებისა იგი გადამდებია, რადგან ადვილად შეიძლება გავრცელდეს ერთი ქვეყნიდან მეორეში . . ფსიქიატრთა ნაწილი უფრო შორს მიდის და ნაციონალიზმში ფსიქოზის ისეთ სახეებს ხედავს, როგორიც პარანოია და შიზოფრენიაა. სახელდობრ, რ. ბრინკერი გერმანულ ნაციზმში მეგალომანიურ პარანოიას ხედავდა, ხოლო ინგლისელი მწერლის ჯორჯ ორუელის აზრიტ, ზოგიერთი ნაციონალისტური იდეა იმდენადაა რეალურსა და ფიზიკურ სინამდვილეს მოწყვეტილი, რომ თავისუფლად შეიძლება შიზოფრენიულ გამოვლინებად ჩაითვალოს
ალბათ დროა რაღაც-რაღაცები გადავაფასოთ და საკუთარი სახელი დაერქვას ყველაფერს
This post has been edited by ImereTinski on 22 Jun 2011, 19:54
ჯაყო! კიდევ ვიღაც არის ამ ქვეყნად ღმერთის გარდა. ის "ვიღაცა" ურმით დასდევს ფეხმარდ მგლებს... დიდხანს დასდევს. ბოლოს, რაც უნდა მარდად ირბინოს მგელმა, სადაც უნდა გადაიკარგოს, ურმით მდევარი "ვიღაც" იმ მგელს მაინც დაეწევა და კბილებს დააგლეჯს. ასეა მომართული ეს ქვეყანა, ჯაყო! © მ.ჯ