#26106015 · 22 Jun 2011, 17:16 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ეს რომ დავწერე 1 წუთში გაქრა და ვინაა დაინტერესებული, რომ გაქრეს? გავიგებდი შენიშვნას, მაგრამ უკომენტაროდ წაშლა რაღაა?
ვიმეორებ
ვწერ იმედით, რომ ვინმეს გამოადგება... მოყვანილია 899 -> 599 გადაყვანის მაგალითი.
იუნიქსოიდებს:
1. დააექსპორტეთ ტელეფონების წიგნი csv, txt და ა.შ. ან რასაც ტელეფონი საშუალებას გაძლევთ იმ ფორმატში. ფორმატების ერთმანეში გადამყვანები ოხრადაა ამიტომ შემდგომი მუშაობა shell-შია
2. shell-ში
cat /home/ძველი_ნომრები | sed -e 's/\<899/599/' > /home/ახალი_ნომრები
3. მაინც ჩაათვალიერეთ და დააიმპორტეთ
ვინდოუსიკებს
1. დააექსპორტეთ ტელეფონების წიგნი და გახსენით ოფისში, მაგალითად, საყვარელი ვორდით
2. ctr-F -ის მერე გადადით replace-ზე. ჩართეთ Use wildcards, ჩაწერეთ 899 Find what -ში და Special -დან ამოარჩიეთ Beginning of word. გექნებათ <899 ზედა ველში ქვედა ველში Replace with ჩაწერეთ 599. მიეცით Replace all
3. ჩაათვალიერეთ და დააიმპორტეთ
ყველას წარმატებები და მადლობა შენიშვნებისთვის ...
|