#26193117 · 27 Jun 2011, 23:58 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მასალა:
ცომი:
კვერცხი 3ც.
მარგარინი 1ც.
შაქარი 2 ჩ/ჭ.
სოდა და ძმრით 1 ჩ/კ.
პურის ფქვილი რასაც შეიზელს.
კრემი:
მოხარშული ზგუშონი 1ც.
მომზადება:
კვერცხისა და შაქრისგან გავაკეთოთ გოგლიმოგლი, დავამატოთ გამდნარი კარაქი, სოდა ძმრით, ავურიოთ და ნელ–ნელა შევაზილოთ ფქვილი რასაც შეიზელს, მიღებული ცომი გავყოთ პატარა ნაწილებად (გამოსაცხობი ფორმის ნაწილებად), გამოსაცხობი ფორმა კარგად გავაცხელოთ, წავუსვათ კარაქი და მოვათავსოთ თითოეულ ფორმაზე (ნიგვზის ფორმაზე) ცომი. გამოვაცხოთ დაბალ ტემპერატურაზე, ოქროსფერი ფერის მიღებამდე. გამოცხობის შემდეგ გავაცივოთ გამომცხვარი ფორმები, ამოვავსოთ მოხარშული ზგუშონით და შევაერთოდ ერთმანეთს. (შეგვიძლია სგუშონში დავამატოთ გატარებული ნიგოზი).
--------------------
Oh lift me from the grass! I die! I faint! I fail! Let thy love in kisses rain On my lips and eyelids pale. My cheek is cold and white, alas! My heart beats loud and fast; Oh press it close to thine again, Where it will break at last!
|