მომისმინეთ! ვიცი რომ ლაპარაკი არაა კარგი, ჯობია უბრალოდ მაგალითი მოვიყვანო, უბრალოდ ვთქვა ეგრევე... და ვიტყვი... და ნუთუ მართლა შეიძლება ვინმე უბედური იყოს ამ ქვეყანაში?
რა უნდა დამაკლოს მე ჩემმა წუხილმა თუ მე შემწევს ძალა რომ ბედნიერი ვიყო?
იცით, მე არანაირად არ მესმის როგორ შეიძლება შადრევანს ჩაუარო გვერდით და ბედნიერი არ იყო ამ შადრევანით. შეგეძლოს ახლადდაგებულ გზაზე სიარული და ბედნიერი არ იყო იმით რომ გსიამოვნებს სიარული. უბრალოდ ვერ გამოვხატავ... თორემ რამდენი რაღაცა გაკეთდა, რომელიც ყოველ ნაბიჯზე გვხვდება და რომლის სილამაზესაც ყველაზე თავგზააბნეული ადამიანიც კი ხედავს. უბრალოდ, შეხედეთ თუნდაც ბავშვებს პატრულის ფორმაში, შეხედეთ ღმერთის განთიადს, შეხედეთ პარკებში დაფენილ ბალახს, შეხედეთ თვალებს რომლებიც გიყურებენ და რომლებსაც უყვარხართ:
-- Sir, I'm afraid you've gone mad with power...
-- Of course I have. You ever tried going mad without power? It's boring. No one listens to you!