სეთურის 10 მცნება
1. წააგეთ ომი? - იზეიმეთ, წიგნი დააწერინეთ, ფილმი გადააღებინეთ და თქვით, რომ მოიგეთ!
2. ყულფმოჭერილი ბიზნესი სულ უფრო ღაფავს სულს? - მოუჭირეთ კიდევ უფრო მაგრად და გადაიხადეთ 1 მილიონი სარეკლამო სტატიებში "ფაინენშელ ტაიმსში" და "ეკონომისტში"!
3. ლტოლვილები არ არიან კმაყოფილი? - გადაასახლეთ და ათქმევინეთ მინისტრს, რომ ლტოლვილების ბედნიერებისთვის მოხდა მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფა, მერე რა, რომ დასაკარგავში!
4. ხალხი შიმშილობს? - გააძვირეთ პროდუქტები, რომ მიხვდნენ, უნდა უხაროდეთ, უარესი - წინაა!
5. ბიუჯეტში გარღვევაა? - დაიჭირეთ ყველა, ვინც თავის რჩენას ახერხებს და შეაწერეთ ფული! ვინც გადაიხდის, გამოუშვით და დაიჭირეთ ორი იმდენი!
6. ხალხი უკმაყოფილოა? - მერე აგერ არაა "იმედი" და "ერორი"! მოიტყუეთ, მოიტყუეთ, მოიტყუეთ და არ გაწითლდეთ!
7. მიტინგი დაარბიეთ და ხალხი დახოცეთ? - დამალეთ გვამები, მორეცეხეთ სისხლი და სასწრაფოდ მოიყვანეთ წმინდა შერონი! შერონი აღადგენს თქვენს რეპუტაციას, როგორც ვიაგრა - იმპოტენტისას!
8. ქვეყანა იქცევა? ხალხი წყალმა წაიღო? - გადაკეტეთ წყალი ონკანებში და უთხარით ყველას, რომ წყლისგან იცავთ!
9. ფული გაგითავდათ? - გაყიდეთ, გაყიდეთ, გაყიდეთ... - მუზეუმები, ტყეები, მდინარეები, პარლამენტი, სამცხე, აჭარა, ადამიანები... მხოლოდ სინდისი არ გაყიდოთ, რომ ვერავინ მიხვდეს, სინამდვილეში რა ტუფტა იყო თქვენი სინდისი!
10. წვიმაა თუ ღვარცოფია - მიშა მაგარია!
პოლიქრონიონ! პოლიქრონიონ! პოლიქრონიონ! მომძღვნელმან სტინგისამ ჩუენისამ...
http://www.tribuna.ge/index.php?option=com...3538&Itemid=169ლიცემერი: მიუხედავად ყველაფრისა , აბსოლუტურად ყველაფრისა, მიშისტებს ძლიერ უყვართ მიშა . არის ამ გრძნობაში რაღაც დედობრივი, ამაღლებული და ნაზი, რომელიც ნაყოფის სიმახინჯეზე, შვილის მანკიერ ქმედებებზე თვალს დაგახუჭვინებს, ე.წ. "უმაღლესი სახელმწიფო იდეალების" რომელსაც საზოგადოების უდიდესი ნაწილი ბოლომდე ვერ ჩასწვდა და რომელიც მხოლოდ რწმენის სფეროა.
მიშას ფანებო! დაეწყეთ, ჩადექით მწყობრში, სწორება მიშასკენ, მარჯვნივ და მარცხნივ გახედვა დაუშვებელია, მეტიც ქვეყნის ღალატია. ჰო-და, ნაბიჯით იარ! ჯანდაბამდე გზა გქონიათ ( "შუტკა

), ოღონდ საქართველოს ნუ გაიყოლიებთ თან, გეთაყვა
This post has been edited by licemer on 22 Jun 2011, 19:40
პოლიტიკოსი არ გახლავართ, მაგრამ ხანდახან მეც კარგი მამაძაღლი ვარ.
დაე, მე მოვკვდე ღია თვალებით...
მიგელ დე უნამუსო ლიც-დონ-გიჟ-ჟუანი.