nikanikolaმეც აღარ მახსოვდა, ეხლა გადავხედე სხვადასხვა საიტებზე და გამახსენდა, მართლა ძალიან მაგარი სერიალია


ამ ნოველის სიუჟეტი აგებულია მამის-შვილის დაპირისპირებაზე;
ვალდომირო სერკეირა, სამი ქალიშვილის მამა, როგორც ეძახიან-„მარმარილოს მეფე“, უზარმაზარი სიმდიდრე დააგროვა, გულის სიღრმეში კი დარჩა უხეშ და პირდაპირ, უბრალო მშრომელ ადამიანად, რაც მის ყოფილ მეუღლეს და ქალიშვილებს ბევრ უსიამოვნებას უქმნის, განსაკუთრებით მარია რეჟინას, რომელმაც დაისახა მიზნად გაანადგუროს მამა და მიისაკუთროს მისი კომპანია „მერმორიალი“, მას მიაჩნია, რომ უფრო მეტი უფლებები აქვს ამ კომპანიაზე.
ერთხელ ვალდომირუ გაიცნობს ინესს, შეუყვარდება, მიატოვებს ოჯახს, მეგობრებს , კომპანიას და დაქორწინდება მასზე, მაგრამ მალე ინესი გაქრება მისი ცხოვრებიდან და თან გაიყოლებს ვალდომირუს ბრილიანტებს. როგორც მერე გაირკვევა, ეს არის ვალდომირუს უკანონო შვილის კლარისის შურისძიება.
გავა დრო და ვალდომირუ შემთხვევით შეხვდება ქალს- ლავინიას, რომელის ძალიან გავს ინესს, თანდათანობით გაირკვევა, რომ ინესი და ლავინია ერთი და იგივეა. ვალდომირუს სურს დაიბრუნოს თავისი ბრილიანტები, თუმცა ეს არც ისე ადვილი აღმოჩნდება, რადგან კლარისი, ვისაც ჰქონდა ეს განძი დაიღუპება და ყველა დაიწყებს ამ დაკარგული ბრილიანტების ძებნას...
მთავარი მოქმედი გმირები:

ვალდომირუ სერკეირა (ჟოზე ვილკერი) -კორპორაცია „მარმორიალის“ მფლობელი, მას მიიჩნევენ უხეშ და ცივ ადამიანად, სინამდვილეში უბრალო და კეთილია, იგი დაშორდა მეუღლეს -ელეონორს, რვა წლის წინ, მათ ჰყავთ სამი ქალიშვილი მარია რეჟინა , მარია ანტონია და მარსია ედუარდა.
ერთხელ იგი ოფისიდან გამოსული დაინახავს ქალის დაჟინებულ მზერას.......

ინესი/ ლავინია (გლორია პირესი) იგი ქარიშხალივით შემოიჭრება ვალდომირუს ცხოვრებაში. მას შეუყვარდება ეს ქალი, თუმცა ვერ ხვდება, რომ ეს არის კლარისის ვერაგული გეგმის ნაწილი.

მარია რეჟინა (ლეტიცია სპილლერი) მამამისის კომპანიაში უკავია კომერციული დირექტორის თანამდებობა, ცივი და ანგარებიანი ქალია. იგი დიდი ხანია უმიზნებს პრეზიდენტის (მამის) სავარძელს,ჰყავს მეუღლე- ფიგეირუ და ორი შვილი:პატი და რაფაელა.

მარსია (ლუანა პიოვანი) -ვალდომირუს უმცროსი და ყველაზე საყვარელი ქალიშვილი. ისიც მამის ფირმაში მუშაობს, თავის პრობლემებს ჟენინიას უყვება, რადგან დედამისს მისთვის არასოდეს არ სცალია.

კლარისი ( პატრისია ფრანსა) ვალდომირუს უკანონო შვილი. მან მომაკვდავი დედის წინ ფიცი დადო, რომ შურს იძიებდა ვალდომირუზე და გამოიყენებს ლავინიას თავისი გეგმის შესასრულებლად.

ელეონორი (ირენი რავაში) - ვალდომირუს ყოფილი მეუღლე. მდიდარი და გავლენიანი ოჯახის შვილი,მან გაიცნო ვალდომირუ 30 წლის წინ, როცა ის ღარიბი იყო, მშობლების დაუკითხავად გაჰყვა და ყველანაირად ეხმარებოდა.
* * *

ადელმუ (ანჟელო ანტონიო) ლავინიას ძმა. იჯდა ექვსი წელი ციხეში დანაშაულისთვის, რომელიც არ ჩაუდენია, ლავინია კლარისის სთხოვს დაიხსნას ძმა ციხიდან, თუმცა კლარისის შეუყვარდება ადელმუ, შემდეგ ადელმუ მუშაობას დაიწყებს მარია რეჟინას მძღოლად., და რეჟინასაც შეუყვარდება. ბოლოს მას აბრალებენ კლარისის მკვლელობას.

ელიზეუ ( როდრიგუ სანტორუ) - ახალგაზრდა მხატვარი. ელეონორი იხსნის მას თვითმკვლელობისგან და მის მეგობართან ერთად დააბინავებს თავისი დეიდაშვილის ცარიელ ბინაში, ერთხელ შემთხვევით მარსია მივა ამ ბინაში და იგი ერთი ნახვით შეუყვარდება . აქ წარმოიქმნება სერიალის მთავარი სასიყვარულო სამკუთხედი: ელეონორი, ელიზეუ და მარსია.

მარინა (დებორა სეკუ) - თავქარიანი ქალიშვილი, მისი ოცნებაა სიღარიბეს დააღწიოს თავი და გათხოვდეს მდიდარ კაცზე. მას ჰყავს სამი ძმა უალბერი, ლეო და ივანი.

მარია ანტონია (ვანესსა ლოესი) ვალდომირუს შუათანა ქალიშვილი და ივანის მეუღლე, ის არ მუშაობს მარმორიალში,მის მაგივრად იქ ივანი მუშაობს, მარია ანტონია არაფერს არ აკეთებს მთელი დღეები, დადის მოწყენილი სახით, იმის გამო, რომ მუდამ ცუდათ გრძნობს თავს.

ალვარუ ფიგეირა (კადუ მოლიტერნუ) -მარია რეჟინას მეუღლე და მისი შვილების მამა, მუდმივად ღალატობს ცოლს, რადგან დაიღალა „ცივი და ნერვიული„ ცოლისაგან. ერთხელაც რეჟინა გაიგებს და ცუდათ წაუვა საქმე.

ივანი (ტარსიზიუ ფილიუ) -ვალდომირუს სიძე, უყვარს ცოლი, თუმცა ღალატობს მას, გახსნილი აქვს ჩუმათ ანგარიში საზღვარგარეთ და იპარავს კომპანიის ფულს. ბოლოს იღუპება, რომლის შემდეგაც გაირკვევა, ვინ არის კლარისის მკვლელი.