თემის სათაური ინგლისურად რომაა არ შეიმჩნიოთ უბრალოდ ქართულად ლამაზად როგორ დამერქმია ვერ მოვიფიქრეე

რახანდაც საქართველოსი არც თუ ისე განებივრებულები ვართ ტუნინგით და სტაილინგით ხშირად გვიწევს ყველაფერი ვაკეთოთ ჩვენი საკუთარი ხელებით ...........
აბა ხალხო ვინ რა იცით ესეთი რამეები

მე მაგალითად ძალიან ძალიან მაგრად მევასება როცა ჩემს მანქანას ჩემი ხელებით ვუკეთებ რამეს და ძალიან ბევრი რამეც მაქვს გაკეთებული არაა აუცილებელი მაინც და მაინც ტუნინგი და სტაილინგი იყოს

აქ დავწეროთ ვინ რა ვიცით ....... მე მაქვს ბევრი რამეები ნანაი უცხოურ საიტებზეე

მაგალითად Angel eyes რომელიც მერე მემგონი BMW Club-ის ფორუმზე ვიღაცამ ქართულად დააგდო ვთარგმნოთ ეგეთი რამეები და ვყაროთ აქ

DIY (
Do
It
Yourself)
ცოტა ხანსი დავაგდებ მე კაი რაღაცეებს

მანამდე იქნებ ვინმემ რამეები დაყაროთ
მაგრად მაინტერესებს და ძალიან დიდი სიამოვნებით და ყურადღებით წავიკითხავ ყველა პოსტს

მოდის თბილი ამინდები და დაიწყება ხელების გამაზუთიანტაოტიანება
* * *
აზოტის კომპლექტის დაყენება HONDA CRX-ზე
ეძღვნება ნედვედას
მოდით შევხედოთ სიმართლეს თვალებში..
ბევრ ჩვენგანს არ გააჩნია ათასობით დოლარი რათა გავხადოთ ჩვენი პიპოები უფრო სწრაფი.
იდეალურ სამყაროში ყველა ადამიანს ექნებოდა იმის შესაძლებლობა და სახსრები რომ გაეკეთებინა ყველაფერი რაც თვითონ სურდა პრობლემების გარეშე. რეალობაში კი ჩვენ იძულებული ვართ შევქმნათ რაღაცა იმისგან რაც გაგვაჩნია.
ჩვეულებრივი ადამიანებისთვის აზოტი - საკმაოდ ხელმისაწვდომი გადაწყვეტილებაა ძრავის ფორსირებისთვის.
დღეს ამ CRX-ს ჩვენ მივანიჭებთ მეტ სიმძლავრეს NITRO WORKS-ის აზოტის კომპლექტის მეშვეობით.
როგორც ხედავთ NITRO WORKS კომპლექტი შეიცავს ყველა საჭირო ატრიბუტიკას:
2 სოლენოიდი, ჟიკლიორი, არმირებული მილები, ჩამრთველები, 10 ფუტიანი ბალონი, ამავე ბალონის სამაგრი და სხვა დანარჩენი.
დასაწყისისთვის გამოვრთოთ აკუმულატორის + და განვალაგოთ დეტალები ისე რომ გაგვიადვილდეს მათში ორიენტირება.
პირველ რიგში უნდა ვიპოვოთ ადგილი სად მოვათავსოთ აზოტის ბალონი.
ყველა მანქანაში ეს ადგილი იქნება სხვადასხვა.
აღნიშნულ CRX-ში ჩვენ ის განვათავსეთ საბარგულში მარჯვენა მხარეს.
დასვით სამაგრი და მონიშნეთ მარკერით წერტილები სადაც გაკეთდება ნახვრეტები ბოლტებისთვის.
შემდეგ გახვრიტეთ ეს ნახვრეტები და დააყენეთ სამაგრი.
გაითვალისწინეთ რომ ამაღლებული მხარე ამ სამაგრისა უნდა იყოს მანქანის ცხვირისკენ მიმართული, რათა უეცარი აჩქარებისას მთელი აზოტი იყოს ჩვენს განკარგულებაში.
როგორც კი ამას მორჩებით მიამაგრეთ მილები და გაატარეთ სალონის გავლით ძრავისკენ და დაამაგრეთ ხამუტებით ყველგან სადაც ამის შესაძლებლობა იქნება.
შემდგომი ნაბიჯი უკვე არის სოლენოიდებისა და აზოტის ფარსუნკის დამონტაჟება.
დასაწყისისთვის უნდა დაათვალიეროთ ძრავის მიდამოები, იპოვოთ საუკეთესო ადგილი სოლენოიდების განლაგებისთვის იმის გათვალისწინებით რომ ისინი უნდა იმყოფებოდნენ მოშორებით გამონაბოლქვი ელემენტებისაგან.
ამ შემთხვევაში ნაჩვენებია მშვენიერი ადგილი ძრავის სიახლოვეს, კედელთან მცველების ბლოკთან ახლოს.
ასეთი განლაგების შედეგად არის საკმაო ადგილი საწვავის და აზოტიე მილებისათვისაც.
როგორც კი სოლენოიდებს დაამაგრებთ, საპოვნია ადგილი აზოტის ფარსუნკისთვისაც.
სურათზე ასეთი ადგილი აღმოჩნდა ინთეიქის პირველი მოსახარი.
ეს ადგილი იხვრიტება და დგება სამაგრი ტეფლონის გერმეტიკის დახმარებით.
შემდეგ გადაიკითხეთ ინსტრუქცია და შეარჩიეთ შესაბამისი ჟიკლიორები და ჩაამაგრეთ ისინი ფარსუნკაში.
მერე ჩახრახნეთ ფარსუნკა ადრევე მომზადებულ სამაგრში.
აიღეთ 2 არმირებული მილი და სწორად მიაერთეთ ფარსუნკასთან: წითელი იქნება საწვავის ხოლო ლურჯი აზოტის მილი.
და ყველა მილი შეართეთ შესაბამის სოლენოიდთან.
ამის შემდეგ აზოტის სოლენოიდის მილი მიაერთეთ აზოტის ბალონთან.
ხოლო მოკლე საწვავის მილი ჯერჯერობით დატოვეთ ადგილზევე.
დასასრულისკენ მივხედოთ ელექტროობის მხარეს.
თითოეული სოლენოიდიდან გამოდის მავთულები.
შეართეთ ისინი ისე რომ 1 წყვილი იყოს დამიწება, ხოლო მეორე კვება.
იპოვეთ სადმე ბოლტი კარგი დამიწებით და დაამაგრეთ მასზე 1 წყვილი მავთული.
ხოლო მეორე კი დამატებითი მავთულის მეშვეობით შეიყვანეთ სალონში.
ვინაიდან აზოტის გააქტიურებისათვის ვიყენებთ ჩამრთველს, მივაერთოთ ამ ჩამრთველთან კვების მავთული, ხოლო იქედან მცველების ბლოკთან.
ამ შემთხვევასი ჩამრთველი განალაგეს პანელზე.
იპევეთ + მცველების ბლოკში და შეაერთეთ იქ კვების მავთული.
ამის შემდეგ საწვავის მილი რომელიც ჰაერში დავტოვეტ უნდა შევაერთოთ ბენზინის ფილტრის მერე.
ამით ყველაფერი დასრულდა, სისტემა დაყენებლია. =)
უსაფრთხოების ზომები:
2 ჯერ გადაამოწმეთ თქვენი ნამუშევარი, მოუჭირეთ ყველა მიერთებული ადგილი, გადაამოწმეთ გაყვანილობა და მხოლოდ ამის შემდეგ დაქოქეთ ავტომობილი.
დაქოქვისთანავე ყურადღებით შეამოწმეთ ყველა მილების შეერთების ადგილი ხომ არ აპარებს სადმე ბენზინს.
და თუ ყველაფერი წესრიგშია :stuart: GO GO GOOOOOOOOOOOCopyright @ www.syndicateRacing.net * * *
შემშვები კოლექტორის პორტინგი, უფასო 10WHP+გინდათ მეტი აჩუები?
მე გასწავლით თუ როგორ შეგიძლიათ მოუმატოთ თქვენს მანქანას 10+ ცხენის ძალა უფასოდ. (ან თითქმის უფასოდ)
მაგისთვის დაგჭირდებათ, ნაჟოვკა (ან ელექტრო ლობზიკი), ელექტრო დრელი - სპეციალური სამაგრები, შკურკა და ბოლოს არგონის სვარკა =)ნაბიჯი პირველი:უნდა მოხსნათ შემშვები კოლექტორი (თუ არ იცით როგორ იხსნება მიუყვანეთ მანქანა ხელოსანს)
ნაბიჯი მეორე:ლობზიკით ან ნაჟოვკით ჭრით კოლექტორს ისე როგორც ნაჩვენებია სურათზე.

უნდა გააკეთოთ ისეთი ჭრილი რომ მერე გქონდეთ საშუალება მიუდგეთ ყველაფერს დრელით..
ნაბიჯი მესამე:აქ უკვე უნდა იმუშაოთ დრელით და აი ესეთი სპეციალური სამაგრებით

პროცესის სურათები სამწუხაროდ არ მაქვს, მაგრამ აი ესაა შლიფოვკის, პალიროვკის და მერე ერთი გავლა შკურკის შედეგი:

ნაბიჯი მეოთხე:იღებთ ნულოვან შკურკას და აკეთებთ საბოლოო პალიროვკას.
ბოლოს უნდა მიიღოთ დაახლოებით ესეთი შედეგი:



ნაბიჯი მეხუთე:მიდიხართ სვარშიკთან და კემპით ასვარკინებთ იმ კოლექტორის ნაჭერს..
შედეგი:
ჰო, მე გარედანაც გავუკეთე ცოტა პალიროვკა და გავამზადე შესაღებად.. =)
ნაბიჯი მეექვსე:აყენებთ კოლექტორს მანქანაზე და მიდიხართ გასატესტად..
ეგეთი კოლექტორით და კაი ჩიპით შესაძლებელია მიიღოთ 10+ WHP (ძრავს გააჩნია)
* * *
სპეციალური მადლობები Syndicate Racing Club-ს და Gangsta-ს ინფოსთვის
რა იყო არავის არ გაინტერესებთ ესეთი რამეები?