#28380561 · 19 Nov 2011, 15:46 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
საინტერესოა საზოგადოებაში არსებობს ტუ არა პლურალიზმი (სხვადასხვა შეხედულებების არსებობა და ტოლერანტობა ურთიერთმიმართებისას)? თანამედროვე ქართველი ადამიანი წარმოადგენს ინდივიდს თუ მასის ნაწილს, რომელიც სტერეოტიპებით, ანუ მასის მიერ აღიარებულ წესებს ემორჩილება? ანუ გვაქვს თუ არა თავისუფალი აზრის კრიზისი?
1. ვინც მართლმადიდებელი არ არის ის ჩვენი მტერია; 2. ვინც ქალიშვილი არ არის ის მსუბუქი ყოფაქცევისაა; 3. ვინც ჩვენნაირად არ აზროვნებს ის ჩვენი მტერია;
და ასე შემდეგ. საზოგადოებაში ძალიან მრავლადაა შტამპი და მოდა: ანუ როგორც აზროვნებს სხვა ისე ვიაზროვნებ მეც რათა არ გავირიყო მათგან. შესაბამისად არსებობს თუ არა საზოგადოებაში შიში?
როგორც ჩანს ჯერჯერობით არა. არ შეუძლია ჩვენი საზოგადოების დიდ ნაწილს მიიღოს განსაკუთრებული, ვიღაც "სხვა". მაგრამ იგი დგას საოცარი საფრთხის წინაშე და ეს ზემოქმედებაა: ბრბოს ფსიქოლოგია ისეთია, რომ იგი მუდმივად განსხვავებულს ეძებს და მას ან ანადგურებს ან აღმერთებს. შეიძლება ჯერ ერთი მოხდეს და შემდეგ მეორე, ან პირიქით (ჯერ სძულდეთ შემდეგ გააღმერთონ).
შესაბამისად რეალურია თუ არა რომ ინდივიდუალიზმის კრიზისი თანამედროვე ქართულ რეალობაში ცხადია?
--------------------
რუსეთის მიზანი საქართველოს დაჩლუნგება, დამონება და საბოლოოდ რუკიდან გაქრობაა. ყველა, ვისაც რუსეთის სჯერა და რუსეთისაკენ მიისწრაფვის ან მიზანმიმართულად აკეთებს ამას და მტრობს თავის სამშობლოს ან რუსეთის მიერ მართული ბრიყვია.
საქართველოსათვის ევროპა ისტორიულ-ცივილიზაციური არჩევანია.
|