ასევე განმარტეთ თქვენი "რეალობის" ან "არარელობის" გამომწვევი მიზეზები.
ჩემი აზრით ბევრი მომხმარებელი ნიკის და ავატარის მიღმა მალავს თავის რეალურ სახეს.
ზოგი მრისხანე პოსტების მიღმა მალავს თავის რეალურ ხასიათს და ზოგიც კი მხიარული პოსტების მიღმა. ზოგი ალბათ სევდიანი და ზოგიც კი ბრძნულის მიღმა.
მარა ფქტია რო მომხმარებელთა 80% მაინც მეტი თუ არა ყალბია ! ! !
მე ესეთი შთაბეჭდილება შემექმნა ჩემს "ხანმოკლე მოღვაწეობის პერიოდში"

...
რაც შემეხება მე ვცდილობ ყოველთვის ის დავწერო რასაც ვფიქრობ მარა ჩემი ნაწერებიდან გამომდინარე ადამიანი ნამდვილად ვერასდროს ვერ აღმითქვამს იმად რაც რეალობაში ვარ.
არანაირად არ ვარ არც ნაგლი , არც უზდელი და არც კიდე ზედმეტად გონებამხიარული პიროვნება.
ვარ საკმაოდ "შუბლშეკრული" და "ჩაკეტილი" ადმაინი .. მყავს ძაან ცოტა ნაცნობები ( ბევრი მყავს მარა დავიკიდე და დავივიწყე წარსულიდან 95% ) და ახლებს კიდე არ "ვიახლოებ" რადგან ცხოვრებამ ერთგვარ "შიზოფრენიკად" მაქცია ეტყობა და საკმაოზე მეტად ფრთხილი და დაკვირვებული გავხდი.
ნუ მეტის დაწერას მგონი აზრიც არ აქ ჩემზე და ესეც საკმარისია რო გაიგოთ რა სახის "ეგზემპლიარი" გახლავართ და ეხლა კი დროა თქვენზე გადავიდეთ ვინც ამ პოსტ კითხულობ!
არ გაბედო და პასუხის გარეშე არ გახვიდე თორე ხო ხედავ ვიცი რო აქ ხარ და ღამით უსაშინლეს კოშმარად მოგევლინები და ძილში გულს გაგიხეთქავ 
პ.ს დავამატებ ამ თემაში პასუხებს პირადად მე ნუ გამცემთ უბრალოდ დაწერეთ .
ნუ პირადად ჩემთან თუ იქნება მომართვა რამე შეკითხვა ან ამდაგვარი ეს სხვა საკითხია მარა უბრალოდ ისე ნუ მიუგებით თემას რო პასუხი გასცეთ მომხმარებელს , არამედ პასუხები საკუთარ თავს გაეცით აქ დაწერილი პოსტით!
This post has been edited by CyBeR DaViD on 17 Jun 2011, 01:48