ბოლო პერიოდია ჩემი ნიკი, პოსტები და მით უმეტეს თემები მავანისთვის, როგორც ხარისთვის კვასკვასა წითელი ნაჭერია, მავანს კი გულზე სალბუნად ედება. ზოგი დაბოღმილ ოპოდ მთვლის, ზოგი კიდე უარესი - საქართველოს მოძულე ოსად, ვისაც არ აქვს მორალური უფლება საქართველო წირ-ვარამზე წეროსო, ასევე გადასწვდნენ ჩემს გაუნათლებლობას
ზოგი კიდევ უფრო შორს წავიდსა ავადმყოფურ წარმოსახვებში და ფიქრობენ, რომ თურმე მე აქ ვაქტიურობ იმიტომ, რომ აქ მუქარები წამოვიდოდა ჩემი მისამართით და ამით შევაცოდებდი თვს კანადის საემიგრაციო სამსახურს, არადა ჩემი მხარდამჭერი იუზერები გაცილებით მეტია და მგონი უზულამ ისიც კი სთქვა, რომ თურმე ჩემი ფან კლუბიც კი შექმნილა

ამ დღეების განმავლობაში ძალიან ბევრი პირადი წერილი მოვიდა ჩემთან, და აბსოლუტური უმეტესობა არის თბილი, მხარდამჭერი და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი, სადაც იუზერები გამოხატავენ ჩემდამი დამოკიდებულებას და საჯაროდაც მინდა მათ ამისთვის მადლობა ვუთხრა!
ძვირაფასო კოლეგებო, არ ვარ მე ჩასაფრებული, არც მტერი საქართVელოსი და მით უმეტეს აქ პოტვით არ მივსდევ რაიმე კონკრეტულ მერკანტილურ გეგმას.
ერთმა იუზერმა, რომელმაც მთხოვა არ გავამხილო მისი სახელი, თუმცა მიგანიშნებთ, რომ არის ძაააალიან დიდი ნაცი

და რომელიც ასევე არის რეალში ჩართული პირადად ნაცების გუნდში, მასთAნ საინტერესო მიმოწერა მქონდა. და გადავწყვიტე, თუ ვინმეს დაგაინტერესებთ და წაიკითხავთ უცვლელად დავდო ეს წერილები.
ვფიქრობ, რომ ამით ბევრ კითხვას ჩემთAნ მიმართებაში გაეცემა პასუხი, მათთვის, ვისაც ჰქონია, რომ მე ამ ხელისუფლების მხოლოდ ცუდ მხარეს ვხედავ და მიხარია
....................
მე - გულწრფელად მითხარი, როგორ ფიქრობ, მე რომ ვხედავდე, მიშას პოლიტიკა არის სწორი და შედეგის მომტანი სახელმწიფოსთვის, იმდენად ახირებული გგონივარ, რომ მაინც არ გამიხარდება?
ის - შეიძლება გულის სიღრმეში გაგიხარდეს, თუმცა ჩემი აზრით მაინც უიმედო ოპოებისკენ უფრო იხრები
მაშინ როცა პრაგმატულ ანალიზში (თან იცი კარგად მე ყოველთვის ცივი გონებით პოსტავ) ხშირად, უკვე რამდენჯერმე ტიპიურ ოპო პიარზე გადახვედი (წიპა მტერი 40 კმ-შია), ეს მარწმუნებს იმაში რომ მაინც უფრო უიმედო ოპოები გევასება
მე - ოკ. დამიდე ხელისუფლების უტყუარი და უკამათო წარმატებული, უკვე შედეგიანი კონკრეტული პროექტი, რომელიც წაადგა ქვეყანას და დედას გეფიცები, საჯაროდ, აქ მე თვითონ გავხსნი თემას და ამას ვიტყვი ხმამაღლა და ქებით!
ის - ეგეთები საკმაოდ ბევრია, კრიმინალთან ბრძოლა (რაც ისტორიული პრობლემის მოგვარებაა, მაგალითად ქურდების ინსტიტუტის ბოლომდე გაბანძება) კორუფციის პრობლემის მოგვარებაში უდიდესი შედეგი...
ამ კორუფციის დამარცხებიდან გამომდინარე უამრავი სხვა პრობლემა მოგვარდა, მაგალითად მისაღებ გამოცდებზე მოსწავლე ვერ ჩააწყობს.. (ჩომბე რომ სიტყვით გამოდის, ერთი ბებერი კორუმპირებული ლექტორი იყო და ენატრება მოსწავლეებისგან ქრთამები)
ინფრასტრუქტურაზე (გზებზე შუქზე და ეგეთ უამრავზე ლაპარაკიც ზედმეტია
ტურიზმის სფეროში დიდი შედეგები, მთელი სასომხეთი ბათუმში ისვენებს და უკვე აზერებიც ბევრნი ჩამოდიან... საერთოდ ქვეყანას უდიდეს სახელმწიფოსთან ჰქონდა პირდაპირი ომი და ამას ეგრევე დაემატა მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი და მერე ეგრევე ძალიან გრძელვადიანი პოლიტიკური კრიზისი (ისევ იმ ღრუსების დაფინანსებული მიტინგებით0 და ეკონომიკა არამც თუ ჩამოიშალა, არამედ კიდევ ვითარდება, გადახედე საბერძნეთის ეკონომიკას, რომელმაც მარტო ეკონომიკურ კრიზისს ვერ გაუძლო...
საკმაოდ ბევრი გაკეთდა თან იმ პირობებში რომ მუდმივი საგარეო საფრთხეებია და პოლიტიკურად სულელი და პრასტიტუტკა ოპოზიცია...
ეხლა შენ მითხარი ჩვენი ოპოებიდან რომელი გააკეთებდა ამის ნახევარს მაინც?
მე - ოკ. ახლა შევთანხმდეთ, ჯერ მე დამაჯერე და მერე გავხსნი თემას
"ეგეთები საკმაოდ ბევრია, კრიმინალთან ბრძოლა (რაც ისტორიული პრობლემის მოგვარებაა, მაგალითად ქურდების ინსტიტუტის ბოლომდე გაბანძება) კორუფციის პრობლემის მოგვარებაში უდიდესი შედეგი..."
...
წლების განმავლობაში სასჯელაღსრულების დეპარტამენტთან მქონდა უშუალო შეხება და დამრჩა კონტაქტები. შესაბამისად ვფლობ ინფორმაციებსაც
ქურდების ინსტიტუტის გაბანძება ნამდვილად მოხდა და ამას ვაღიარებ, მაგრამ კრიმინალი არ შემცირებულა. თუ გადავხედავთ სტატისტიკას დანაშულებების რიცხვი არ შემცირებულა, და განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ გაზრდილია მძიმე დანაშულებების რიცხვი. ერთის მხრივ შეიძლება ეს იმითც აიხსნას, რომ ახლა ხდება მეტი დანაშულის დაფიქსირება, მაგრამ არ ხდება პრევენცი დანაშულისა.
რაც შეეხება კორუფციას - ამას უკვე საერთაშორისო დონეზეც აღიარებენ, რომ ფაქრია, რომ დაბალ დონეზე კორუფცია შეიძლება ითქვას, რომ დაიძლია, მაგრამ ძალიან ცუდია, რომ მასშტაბები კორუფციისა სახელისუფლებო ელიტაში გაცილებით გამსხვილდა
..........
"ამ კორუფციის დამარცხებიდან გამომდინარე უამრავი სხვა პრობლემა მოგვარდა, მაგალითად მისაღებ გამოცდებზე მოსწავლე ვერ ჩააწყობს.. (ჩომბე რომ სიტყვით გამოდის, ერთი ბებერი კორუმპირებული ლექტორი იყო და ენატრება მოსწავლეებისგან ქრთამები)"
......
გეთანხმები, ეს ნამდვილად შედეგია!
.......
"ინფრასტრუქტურაზე (გზებზე შუქზე და ეგეთ უამრავზე ლაპარაკიც ზედმეტია
ტურიზმის სფეროში დიდი შედეგები, მთელი სასომხეთი ბათუმში ისვენებს და უკვე აზერებიც ბევრნი ჩამოდიან... "
............
ესეც შედეგია
.....
"საერთოდ ქვეყანას უდიდეს სახელმწიფოსთან ჰქონდა პირდაპირი ომი და ამას ეგრევე დაემატა მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი და მერე ეგრევე ძალიან გრძელვადიანი პოლიტიკური კრიზისი (ისევ იმ ღრუსების დაფინანსებული მიტინგებით0 და ეკონომიკა არამც თუ ჩამოიშალა, არამედ კიდევ ვითარდება, გადახედე საბერძნეთის ეკონომიკას, რომელმაც მარტო ეკონომიკურ კრიზისს ვერ გაუძლო..."
.................
ამას აქტივში ნუ ჩიწერთ, ეს უცხოეთიდან შემოდენილი ფინანსების დამსახურებაა
..........
"საკმაოდ ბევრი გაკეთდა თან იმ პირობებში რომ მუდმივი საგარეო საფრთხეებია და პოლიტიკურად სულელი და პრასტიტუტკა ოპოზიცია..."
...............
აქვე გეტყვი, რომ ის აბსოლუტურად უკიდეგანო საერთაშორისო დონეზე მორალური, ფინანსური, მატერიალური დახმარება, რაც მიშას ხელისუფელბაში მოსვლის პირველივე დღეებიდან ჰქონდა, ეს შედეგები არის მიზერული
................
ეხლა შენ მითხარი ჩვენი ოპოებიდან რომელი გააკეთებდა ამის ნახევარს მაინც?
.............
ხო, ეს მტკივენული კითხვაა, რომელზეც ჩემი პასუხი იცი შენ

ის - 1. რაც შეეხება კრიმინალის შემცირებას, აქვე აღნიშნე რომ ეხლა რეგისტრირება ხდება და ადრე არ ხდებოდაო რეგისტრირება, სრულიად გეთანხმები, მე ვიყავი ოპერი ედიკას დროს, შესაბამისად კარგად მახსოვს დანაშაულის გახსნის 90%, ისიც მახსოვს რომ მარტო გახსნილი დანაშაულის რეგისტრაცია ხდებოდა და კიდევ ზემოდან დარეკილი საქმეების, შესაბამისად როგორც ყოფილმა ოპერმა შემიძლია დაგარწმუნო (როგორც შენ კომფლიქტის თემაში ირწუნებოდი რომ უნდა დაგიჯერონ) რომ დანაშაულის რიცხვი რამოდენიმეჯერ შემცირდა და დაუსჯელი დანაშაულის %-იც მკვეთრად დაიწია...
2. საერთაშორისო დახმარება საბერძნეთმა რომ მიიღო იმიტომაც აქვს საქმე ეხლა კარგად...
3. ელიტარული კორუფციის ფაქტები ყველგან არის, აშშ-ში ბევრად მეტია ვიდრე საქართველოში, ამაზე ერთი ფაქტი მახსენდება, შვეიცარიის თავდაცვის სამინისტრომ მთელი არმიისთვის (არმია საკმაოდ დიდი ყავთ) საძილე ტომრები იყიდა 2-ჯერ ძვირად ვიდრე საცალოდ იყიდებოდა იგივე ტომარა მაღაზიაში... ეს პრობლემა საქართველოზე უკეთესად ძალიან ცოტა მაქსიმუმ 7-8 ქვეყანამ თუ მოაგვარა და ეს პოსტ საბჭოთა მენტალიტეტის ქვეყნისთვის ფენომენალური შედეგია
მე - მაძლევ უფლებას ეს მიმოწერა საჯარო გავხადო და თემა გავხსნა? ოღონდ შენზე არ ვიტყვი პირდაპირ, იქნება მინიშნება

ის - ჩემი სახელის გარეშე გახსენი
ჩემო ძვირფასო მელკი მისიტებო და ახირებულო იუზერებო, არ ვარ მე არც ჩასაფრებული, არც დაბოღმილი, მით უმეტეს არც ჩემს პრობლემებზე მოჩალიჩე იუზერი, არ ვარ მე მასე პრაგმატული. ხოდა იქნება გამანებოთ თავი
This post has been edited by ალდე on 29 Jun 2011, 02:18
ჩემთან კამათისას ნუ ეცდებით იმ იდიოტის როლში აღმოჩნდეთ, გამწარებული რომ ეძებს შავ კატას ბნელ ოთახში, და რომ ვერ პოულობს, რადგან ის იქ არ არის, ისევ მე ნუ დამაბრალებთ, შენ თავად რატომ არ ხედავო?
...
არასდროს დახარჯოთ დრო ახსნა-განმარტებებში, რადგან ადამიანებს მხოლოდ ის ესმით, რისი გაგებაც უნდათ