#26210461 · 29 Jun 2011, 00:42 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ლიტერატურული საიტი "ურაკპარაკი" სავაჭრო კომპლექს "კიდობანი"-ს თანადგომით აწყობს ლიტერატურულ კონკურსს
"ლიტბუნიობა".
კონკურსი ჩატარდება წელიწადში ორჯერ: პოეზიის - სექტემბრის 22-23-ში და პროზის - მარტის 20-21-ში. კონკურსის ფინალური ეტაპი ემთხვევა შესაბამისად შემოდგომის და გაზაფხულის ბუნიობას.
კონკურსში გამარჯვებული აირჩევა საკონკურსოდ წარდგენილი ნაწარმოებებიდან, რომლებიც არ ყოფილა გამოქვეყნებული რაიმე ფორმით (ინტერნეტ სივრცეში ან ბეჭდური სახით).
“ლიტბუნიობის” პირველი კონკურსის ფინალური ეტაპი შედგება 2011 წლის 23 სექტემბერს.
საკონკურსო პრემიების ოდენობა:
ერთი პირველი პრემია – 1000 ლარი ორი მეორე პრემია – 500 ლარი თითოეულს ოთხი მესამე პრემია – 250 ლარი თითოეულს
საკონკურსოდ ნაწარმოებები მიიღება ელექტრონულ ფოსტაზე: urakparaki@gmail.com 2011 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით
კონკურსზე ნაწარმოების გამოგზავნა ავტომატურად ნიშნავს, რომ თქვენ გაეცანით და ეთანხმებით კონკურსის წესებს.
წესები და მოთხოვნები:
კონკურსის მონაწილეები საკონკურსოდ გამოყოფილ ელექტრონულ ფოსტაზე აგზავნიან გამოუქვეყნებელ საკონკურსო ნაწარმოებს, მონაწილის გვარ-სახელს ( ან ფსევდონიმს ) და საკონტაქტო ინფორმაციას. თითოეულ მონაწილეზე დასაშვებია ერთი ნაწარმოები.
ნაწარმოები მიიღება მხოლოდ ელექტრონული სახით, word –ის ფაილით, უნიკოდში ან აკადნუსხურში ჩაწერილი. მიღების დადასტურება მიღებული ნაწარმოების ასლთან ერთად მონაწილეს გაეგზავნება ელექტრონულ ფოსტაზე.
ობიექტურობის მაქსიმალურად დაცვის მიზნით, მე-2 ეტაპზე გადასული ნაწარმოებების ნებისმიერ ლიტერატურულ სივრცეში განთავსების უფლება ავტორს ექნება დაჯილდოებიდან სამი დღის შემდეგ.
თუ კონკურსის მიმდინარეობისას ან მისი დამთავრების შემდეგ აღმოჩნდება, რომ საკონკურსოდ გამოგზავნილი ნაწარმოები კონკურსამდე ან კონკურსის მიმდინარეობისას სადმე, რაიმე სახით იყო გამოქვეყნებული, ავტორი 2 წლით დაკარგავს კონკურსში მონაწილეობის უფლებას. თუ მსგავსი ფაქტი აღმოჩნდა ჟიურის საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ნაწარმოები მოიხსნება კონკურსიდან. ასეთი ნაწარმოები ავტორისა და წესის დარღვევის ფაქტის მითითებით გამოქვეყნდება საიტზე.
ნებისმიერ ეტაპზე კონკურსში მონაწილე ნაწარმოებების ავტორები უცნობია ყველასთვის, გარდა კონკურსის ორგანიზატორისა.
16 სექტემბრის ჩათვლით, კონკურსის ნებისმიერ მონაწილეს შეუძლია გაითხოვოს თავისი ნაწარმოები უკან. ასეთ შემთხვევაში ნაწარმოები არ გამოქვეყნდება.
კონკურსის დასრულების შემდეგ მხოლოდ ავტორების წერილობით (ელექტრონულ ფოსტაზე) დადასტურებული სურვილის შემთხვევაში: ა) ავტორის ვინაობასთან ერთად გამოქვეყნდება ყველა ნაწარმოები, რომელმაც გაიარა ფინალური ეტაპები. ბ) ავტორის ვინაობასთან ერთად გამოქვეყნდება ნაწარმოები, რომელიც კონკურსიდან მოიხსნა ავტორის სურვილით, ან ვერ გადავიდა მეორე ეტაპზე.
ავტორებს წერილობით ეცნობებათ გავიდა თუ არა მათი ნაწარმოები შემდეგ ეტაპზე.
კონკურსის დასრულების შემდეგ, მეტი გამჭვირვალეობის მიზნით, გამოქვეყნდება ჟიურის ყველა წევრის ყველა შეფასება, ჟიურის წევრთა სახელების მითითების გარეშე.
აუცილებელი მოთხოვნაა, თუკი ჟიურის რომელიმე წევრი ვერ აღმოაჩენს თავისი შეფასების იდენტური შეფასებების ჩამონათვალს, ამის შესახებ საჯაროდ უნდა განაცხადოს კონკურსის გამომცხადებელ საიტზე შესაბამის თემაში, რათა აღმოიფხვრას გაუგებრობა.
კონკურსის მიმდინარეობა:
კონკურსი იყოფა ეტაპებად:
I – კონკურსის ორგანიზატორების მიერ შემოსული ნაწარმოებების გადარჩევა II – 15 სექტემბერს გამოცხადდება კონკურსის ჟიურის ვინაობა, რომელიც გადარჩეული ნაწარმოებებიდან ამოარჩევს 15 საუკეთესო ნაწარმოებს. კონკურსის ჟიური შედგება 5 წევრისგან. III – 15 საუკეთესო ნაწარმოებიდან გამარჯვებულების გამოვლენა IV – კონკურსის ლაურეატების დაჯილდოება.
გამარჯვებული ნაწარმოების გამოვლენის კრიტერიუმები:
1) მეორე ეტაპზე გადარჩეული ჯამურად უმაღლესქულიანი ნაწარმოებებიდან ჟიური 10 ბალიანი შეფასების სისტემით შეარჩევს 15 უმაღლეს ქულიან ნაწარმოებს. ჯამურად ერთნაირი ქულების აღმოჩენის შემთხვევაში, ნებისმიერ ეტაპზე, გარდა პირველი ადგილის გამოვლენისა, უპირატესობა ენიჭება ჯამის შემადგენელ ქულებში მაღალი ქულების რაოდენობას.
2) მესამე ეტაპზე 15 საუკეთესო ნაწარმოებიდან გამარჯვებულთა გამოსავლენად ჟიურის თითოეულ წევრს უფლება ეძლევა დაწეროს: ერთი 10 ქულა, სამი 9 ქულა და ოთხი 8 ქულა. 7 და უფრო დაბალი ქულები - რაოდენობის შეუზღუდავად.
3) პირველ ადგილზე გასული ნაწარმოები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: უნდა ქონდეს მიღებული მინიმუმ ორი 10 ქულიანი შეფასება და საბოლოო ჯამური ქულა არ იყოს 46-ზე ნაკლები.
4) იმ შემთხვევაში, თუ პირველი ადგილის კანდიდატი გახდა ორი თანაბარ ქულიანი ნაწარმოები, პირველი ადგილი დადგინდება ჟიურის მიერ ამ ორი ნაწარმოებისათვის კენჭისყრის გზით.
5) თუ ვერცერთი ნაწარმოები ვერ დააკმაყოფილებს პირველი ადგილის კრიტერიუმებს, პრემია არ გაიცემა და საპრიზო ფონდი დაემატება “ლიტბუნიობის” მომდევნო პოეზიის კონკურსის პირველი ადგილის საპრიზო ფონდს.
6) მეორე ადგილზე ნაწარმოებები გადის ჯამური ქულების მაქსიმალური რაოდენობით. ამასთან, მეორე ადგილზე გასასვლელად, ნაწარმოებს გადასალახი აქვს მინიმუმ 35 ქულიანი ბარიერი (ქულათა ნებისმიერი კომბინაციით).
7) იმ შემთხვევაში, თუ მეორე ადგილის კრიტერიუმი ვერ დააკმაყოფილა ვერცერთმა ან მხოლოდ ერთმა ნაწარმოებმა , გაუცემელი საპრიზო ფონდი დაემატება “ლიტბუნიობის” მომდევნო პოეზიის კონკურსის პირველი და მეორე ადგილების საპრიზო ფონდს.
8) მესამე პრემია მიენიჭებათ შეზღუდვების გარეშე ჯამური ქულების მიხედვით.
This post has been edited by jurnalistka on 29 Jun 2011, 00:43
--------------------
Daisy, if anything should ever separate us, you must think of me at my best, old boy. --♪♫♪♫♪♫♪♫--
ამ ბარში მარტო შენს გოგოს კოცნიან ;)
|