რატომღაც დასახურად განწირული მეჩვენება ეს თემა.გამახსენდა ცხონებული თემურ მამიანი("პელე").მან მითხრა:"თუ აგდარჩი ერთ თვეს ცოცხალი,ომი ყველაფერს გასწავლის"...იმას იქეთ რეალურ ომში ათასი რამ ხდება,რისი აღწერაც პრინციპში არა მგონია ვინმეს რამეს შემატებს.ზოგი რაღაცეები თავად უნდა გამოცადო,რომ იცოდე რაზე როგორ რეაგირებ.ალბათ იგივე უნდა იცოდეს მეთაურმაც.არის შიშითა და დაძაბულობით დასველებული "ხე-ბე",ჭურვი რომ მოდის ზუზუნით და არ იცი სად ჩამოვარდებამყოველ ბუჩქში ან ჩაბნელებულ ფანჯარაში რომ ჩასაფრებული მტერი გელანდება და ა.შ. ნელ ნელა თითქოს ეჩვევეი.უფრო ზუსტად ვერ გრძნობ რაღაცეებს.თითქოს ეს ყველაფერი ხდება ნორმა.
ძალიან დიდი როლს თამაშობს ჩემი აზრით თითოეული ჯარისკაცის ინდივიდუალური მომზადების დონე,გარდა მისი ფიზიკური და ფსიქიკური მონაცემებისა.რამდენად კარგად ფლობს იარაღს,რამდენად კარგად იცის თავისი იარაღი და ა.შ. რამდენადაა თავის შესაძლებლობებში დარწმუნებული.ეგ არ ვიცი ახლა ექსტრემალურ სიტუაციაში როგორ უნდა ასწავლო ჯარისკაცს მშვიდად დამიზნება და სროლა.ვიდეო კადრებშიც გვინახაბს და ბევრს რეალურ ცხოვებაშიც,რომ ალალ ბედზე ტყვიამფრქვევვით მიაყრიან ხოლმე ტყვიებს მტრის სავარაუდო მიმართულებით.ხშირად საფარიდან თავის აუწევლად

ან ხშირად საერთოდ ვერ ხედავენ მიზანს რეალურად და არც იციან ვის და რას ესვრიან.
მაინც არსებობს მგონი ზღვარი წვრთნასა და რეალობას შორის.წვრთნაზე ყველაფერი გარკვეული სცენარითაა გაწერილი.თან "მტერიც" ვერ გიშლის ხელს შენი საქმის კეთებაში.აუცილებლად იქნება რაღაც დაბნეულობა ჩემი აზრით ნასწავლის პრაქტიკულად გამოყენების პირველ მომენტში.წვრთნას მაინც არ აღიქვამ ისე სერიოზულად და პრაქტიკაში ხშირად ეჭვი გეპარება მოქმედებათა მართებულობაში
უბრალო მაგალითს მოვყვები.გავიდა ხომალდი ზღვაში.ხშირი იყო განგაშები ვთქვათ,როცა უახლოვდებოდა ხომალდს მოწინააღდეგის ხომალდი ან თვითმფრინავი.ჰოდა როგორც წესი საბრძოლო მზადყოფნა არ იყო მართლაც საბრძოლო მზადყოფნა.ესეიგი არ იყო გამზადებული საბრძოლო ჭურვები და ხშირად არც ჰქონდათ ხოლმე ჩამოხსნილი ჩიხოლი ქვემეხის ლულიდან(მე არტიერისტი არ ვიყავი,უბრალოდ სეირის მაყურებელი ვიყავი უფრო მაგ მომენტში).ჰოდა ერთხელ გაიცა ბრძანება ცეცხლის გახსნის.ჰოდა არტილერისებმა უბრალოდ...ვერ დაიჯერეს,რომ ეს არ იყო რამე პირობოთი ბრძანება!და სანამ გაიცა ბრძანება გასაგებად(შესაბამისი გინება-შემკობებით),გვიანი იყო.არ ვიცი ახლა კარგი იყო თუ ცუდი რაც მოხდა,მაგრამე ს იყოს უბრალოდ მაგალითი.ახლა როცა უბრძანებ ჯარისკაცს სიტყვაზე არ წამოეგო მტრის პროვოკაციას და ა.შ. ძნელად აიღებს თავზე ინიციატივას და სიტუაციის მიხედვით მოქედება შეიძლება არ დაიწყოს.