ახალი პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილებები იზრდება - პარლამენტში შესული ინიციატივის მიხედვით, ვანო მერაბიშვილი მთავრობის კანცელარიასაც უხელმძღვანელებს.
ცვლილება "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონში შედის.
კანონპროექტის მოკლე ანოტაციის მიხედვით, ცვლილებების თანახმად, მთავრობის კანცელარიას, მისი უფროსის ნაცვლად, პრემიერი უხელმძღვანელებს.
ასევე, მთავრობის მიერ გადაწყვეტილებების მიღების წესი, ნაცვლად კანონისა, მთავრობის რეგლამენტით განისაზღვრება.
ცვლილებების მიხედვით, განისაზღვრება იმ უფლებამოსილებათა სახეები, რომელთა დელეგირების უფლებით გადაცემის უფლებამოსილებაც პრემიერ-მინისტრს ექნება.
ინიციატივა საქართველოს მთავრობას ეკუთვნის. კანონპროექტის განხილვა დღესვე დაიწყება. ხვალინდელ რიგგარეშე სხდომაზე კი, უკვე მეორე და მესამე მოსმენით დაამტკიცებენ.
http://fortuna.ge/news_inner.php?news_id=2...cJM330.facebook