თავისუფალი უნივერსიტეტის ორგანიზებით და ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორების მონაწილეობით, International Spark Program - ისფარგლებში, 2011 წლის
9-19 აგვისტოს ბაზალეთზე, თავისუფალი უნივერსიტეტის ტრეინინგ ცენტრში ჩატარდება
საერთაშორისო საზაფხულო სკოლა ლიდერობაზესაზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა სტუდენტს (მიუხედავად იმისა, თუ რომელ უნივერსიტეტში სწავლობს და რა პროფესიისაა), ვინც სწავლობს
პირველ ან მეორე კურსზე ( ანუ სექტემბრიდან მეორე-მესამე

) და ინგლისურ ენაზე შეუძლია თავისუფლად კომუნიკაცია.
საერთაშორისო საზაფხულო სკოლის მონაწილეები ბაზალეთის ტბასთან მდებარე ტრეინინგ ცენტრში, 10 დღის განმავლობაში მოისმენენ ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორების ლექციებს. სკოლის დასასრულს კი ყველა მონაწილე წარმოადგენს თავის პროექტს.
საზაფხულო სკოლაში მონაწილეების რაოდენობა შეზღუდულია, მხოლოდ 80 წარმატებული კანდიდატი შეძლებს მონაწილეობის მიღებას.
მონაწილეების გამოსავლენად ჩატარდება კონკურსი ორ ეტაპად:
პირველი ეტაპი - საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ შეავსოთ
რეგისტრაციის ფორმა 2011 წლის 20 ივლისამდე. გაითვალისწინეთ, რომ უპირატესობა მიენიჭება ადრე გამოგზავნილ აპლიკაციებს
მეორე ეტაპი - თუ წარმატებით გაივლით პირველ ეტაპს, მოგიწვევთ გასაუბრებაზე. გასაუბრება ჩატარდება ინგლისურ ენაზე და მას დაესწრება ჰარვარდის უნივერსიტეტის წარმომადგენელი
ღირებულება:
თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის: 220 ლარი
სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის: 320 ლარი
რეალურად საფასურია 1080 ლარი ,მაგრამ
თავისუფალი უნივერსიტეტის მიერ მიღებული დაფინანსება ფარავს პროგრამაში მონაწილეობის საფასურს, 10 დღის განმავლობაში ბაზალეთის ტერინინგ ცენტრში ცხოვრების, სამჯერადი კვების, ტრანსპორტირების (თბილისი-ბაზალეთი-თბილისი), საკითხავი და სხვა საჭირო მასალების ხარჯებს
100% დაფინანსებასების მოპოვებაც შესაძლებელია!დამატებითი ინფორმაციისთვის გვეწვიეთ თავისუფალი უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე: www.freeuni.edu.ge ან International Spark Program - ის ვებ-გვერდზე: www.inspark.weebly.com
If your actions inspire others to dream more, learn more, do more and become more, you are a leaderსაკონტაქტო ინფორმაცია:
თეონა ოძელაშვილი
საერთაშორისო საზაფხულო სკოლის ორგანიზატორი
t.odzelashvili@freeuni.edu.ge
(+995 77) 79 41 44
პამელა ხიმენეს კარდენაზი
International Spark Program - ის კოორდინატორი
applications@internationalspark.org
This post has been edited by Alice_ on 8 Jul 2011, 22:15
“I want to go places and see people. I want my mind to grow. I want to live where things happen on a big scale.”
♒