Audi A4 ეს არის ერთ ერთი ღირსეული კლასის ავტომობილი Audi-ს სამოდელო რიგში, რასაც 2011 წელს დამყარებული მისი გაყიდვების რეკორდიც ამტკიცებს. A4-ის ისტორია 1994 წლიდან იწყება, მაგრამ თუ ჩავურღმავდებით და დავუფიქრდებით მივხვდებით რომ ამ კლასის ისტორიის ფუძემდებელი Audi-ში Audi 80 B1 გახლავთ რომელიც 1972-1976
წლებში იწარმოებოდა.
2007-წლიდან დღემდე იწარმოება ყველაზე სრულყოფილი A4, რომელიც ოთხიანის მე-8 თაობას წარმოადგენს. როგორც Audi-ს შეეფერება ეს ავტომობილიც ერთ ერთი საუკეთესოა თავის კლასში. მანქანა არის საოცრად დინამიური და სასიამოვნო სამართავი, რადგან მისი წონის გადანაწილება წინა მხარე უკანასთან 55/45-ია. ახალი A4 B8-ის თვლების ბაზა წინა თაობასთან შედარებით, სიგანეში 160 მილიმეტრით ხოლო სიგრძეში 117 მილიმეტრით გაიზარდა, ასევე გაიზარდა ავტომობილი მოცულობაშიც თუმცა მისი ჯამურო წონა წინა თაობასთან შედარებით 10%-ით ნაკლებია. რაც ძალიან მნიშვნელოვანია გაიზარდა ავტომობილის სალონის უკანა ნაწილი, რაც მეტ კომფორტს გვთავაზობს და ჯამში სალონის მოცულობა 500 ლიტრს უტოლდება. ეს ყველაფრი როგორც მძღოლს ასევე მგზავრებსაც კომფირტს და სიამოვნებას ანიჭებს.
Audi AG A4-ისთვის 10 სახის ძრავს და 4 განსხვავებულ ტრანსმისიას გვთავაზობს, რადგან ავტომობილი მაქსიმალურად იყოს მორგებული მყიდველის ხასიათზე. ათ პროგრესულ ძრავთაგან პირველი 1.8T FSI ძრავია რომელიც გამოიმუშავებს 160 ცხენისძალას და 250 ნ*მ-ს, ეს ძრავი მიერთებულია 6 სიჩქარიან მექანიკურ ან 8 სიჩქარიან Multitronic CVT ტრანსმისიასთან , ასეთი მონაცემებით კი ავტომობილი 100 კმ/ს-ს 10.5 წამში ხოლო Quattro სისტემის შემთხვევაში 8.5 წამში ავითარებს და მისი მაქსიმალური სიჩქარე 209 კმ/ს Quattro სისტემის შემთხვევაში კი 225 კმ/ს შეადგენს ხოლო Multitronic CVT ტრანსმისიის შემთხვევაში მისი მაქსიმალური სიჩქარე 250 კმ/ს უტოლდება. ეს ძრავ იძირითადად გვხვდება 2007-2008 წლის მოდელებში.
მეორე არის 2 ლიტრის მოცულობის მეტად დახვეწილი ტურბინირებული FSI ძრავი რომელიც 211 ცხენისძალას და 350 ნ*მ ს გამოიმუშავებს და მიერთებულია ასევე 6 სიჩქარიან მექანიკურ, 8 სიჩქარიან Multitronic CVT ან 7 სიჩქარიან S Tronic (რომელიც მხოლოდ Quattro სისტემით აღჭურვილ A4 B8 ზეა დამონტაჟებული) ტრანსმისიებთან. ავტომობილი ამ ტიპის ძრავით რომელიც მიერთებულია 6 სიჩქარიან მექანიკურ ტრანსმისიასთან 100 კმ/ს-ს 6.9 (Quattro 6.6) წამში ანვითარებს ხოლო მისი მაქსიმალური სიჩქარე ელეკტრონულად ლიმიტირებული 250 (Quattro 246) კმ/ს-ია. ამავე ძრავს 8 სიჩქარიანი Multitronic CVT ტრანსმისიით შეუძლია განავითაროს 241კმ/ს და 100კმ/ს-მდე აჩქარდეს 7 წამში. როგორც ზემოთ ვახსენე არსებობს 2.0T FSI ძრავისთვის მესამე თავის კოლეგებზე მეტად აგრესიული და სპორტული ხასიათის ტრანსმისია 7 სიჩქარიანი S Tronic რომლის დახმარებითაც ავტომობილი პირველ ასეულს 6.4 წამში ხოლო მაქსიმალურ 245 კმ/ს ანვითარებს.
მესამე ძრავი მსგავსად წინა ორი ძრავისა ბენზინს მოიხმარს, ეს არის 3.2 ლიტრის მოცულობის ატმოსფერული FSI (Fuel Sport Injector) ტექნოლოგიით აღჭურვილი V6 ძრავი რომელიც გამოიმუშავებს 265 ცხენისძალას და 330 ნ*მ-ს. ამ ძრავისთვის Audi სამ სხვადასხვა ტიპის ტრანსმისიას გვთავაზობს, ესენი არის : 6 სიჩქარიანი მექანიკური და 6 სიჩქარიანი Tiptronic ტრანსმისიები რომლებიც მხოლოდ Quattro სისტემაზეა გათვლილი და მათი ტექნიკური მონაცემები ერთმანეთის იდენტურია, 3.2 FSI ძრავს ამ ტრანსმისიებით შეუძლია 100კმ/ს აჩქარდეს 6 წამში და განავითაროს მაქსიმალური ეკეკტრონულად ლიმიტირებული 250 კმ/ს. მესამე Multitronic CVT ტრანსმისია გათვლილია წინა წამყვან A4 B8-ზე და ამ შემთხვევაში ავტომობილის მონაცემები ასეთია: აჩქარება 100 კმ/ს-მდე 6.5 წამი, მაქსიმალური სიჩქარე ელეკტრონულად ლიმიტირებული 250კმ/ს.
გადავიდეთ დანარჩენ 6 ძრავზეც რომლებიც აღჭურვილია ცნობილი TDI ტექნოლოგიით. პირველი დიზელის აგრეგატი რომელიც A4 B8-შია მოთავსებული არის 2 ლიტრის მოცულობის ტურბინირებული დიზელის ძრავი რომელიც გამოიმუშავებს 120 ცხენისძალას და 290 ნ*მ-ს ეს ძრავი მიერთებულია მხოლოდ 6 სიჩქარიან მექანიკურ ტრანსმისიაზე, ასეთი მონაცემების საფუძველზე ავტომობილი 100კმ/ს 10.7 წამში ანვითარებს ხოლო მისი მაქსიმალური სიჩქარე 210 კმ/ს უტოლდება.
მეორე დიზელის აგრეგატი იდენტურია წინა ძრავის მაგრამ შედარებით დახვეწილი და ძლიერია. ეს არის 2.0 ლიტრის მოცულობის TDI E ძრავი რომელიც 136 ცხენისძალას და 320 ნ*მ გამოიმუშAვებს ამ ძრავისთვის გამოყოფილია ორი ტიპის 8 სიჩქარიანი Multitronic CVT და 6 სიჩქარიანი მექანიკური ტიპის ტრანსმისიები. Multitronic CVT-ის ტიპის ტრანსმისიასთან ერთად ამ ძრავს შეუძლია 100 კმ/ს 9.4 წამში განავითაროს და მაქსიამლურ 215 კმ/ს მიაღწიოს. მექანიკური ტრანსმისიის შემთქხვევაში ავტომობილი მეტად სწრაფია, იგი 100 კმ/ს-მდე 8.3 წამში ჩქარდება და მაქსიმალურ 230 კმ/ს ანვითარებს.
Quattro სისტემა მეტ სიმძლავრეს მოითხოვს ამიტომ პირველ ორ დიზელის აგრეგატს ჩაუტარდა მოდიფიკაცია რის შედეგადაც მივიღეთ მათი 145 ცხენისძალიანი და 170 ცხენისძალიანი ვერსიები, შესაბამისად ავტომობილის მონაცემებიც პროგრესულად შეიცვალა.
შემდეგი არის 2.7 ლიტრის მოცულობის TDI ძრავი, ეს ძრავი გამოიმუშავებს 190 ცხენისძალას და 400 ნ*მ-ს და მიერთებულია 8 სიჩქარიან Multitronic CVT ტრანსმისიასთან. სწორედ ასეთი ტექნიკური მონაცემების დამსახურებაა რომ ავტომობილი პირველ 100 კმ/ს 7.6 წამში ავითარებ ხოლო მაქსიმალური სიჩქარე 230 კმ/ს უტოლდება.
ბოლო ძრავი ეს არის A4 B8-ის ყველაზე მძლავრი დიზელის ძრავი რომელიც თავისი შესაძლებლობებით ამავე ავტომობილის 3.2 ლიტრიან FSI ძრავს არაფრით არ ჩამოუვარდება. ეს ძრავი მიერთებულია 6 სიჩქარიან მექანიკურ და Tiptronic-ის ტიპის ტრანსმისიებთან, შედეგად ავოტმობილი 100 კმ/ს 6.1 წამში ანვითარებს ხოლო მისი მაქსიმალური სიჩქარე ელეკტრონულად ლიმიტირებული 250 კმ/ს არის.
რაც შეეხება ახალი A4-ის ტექნოლოგიებს, ამ მხრივ ავტომობილი ძალზედ დახვეწილი და თანამედროვეა. ავტომობილში გამოყენებულია რმაოდნეიმე სახის ტექნოლოგია რომელთაგან ყველაზე თანამედროვე MMI (Multi Media Interface), 'Servotronic' (ელექტროუნულად მგრძნობიარე საჭე) და ეგრედ წოდებული LED ტექნოლოგია რომელიც გულისხმობს ახლა დიოდურ მაშუქებს.
კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორე ის რომ A4 ყოველთვის ერთ ერთი საუკეთესო იყო არის და იმედი ვიქონიოთ რომ იქნება თავის კლასში.
ამ ავტომობილის საორიენტაციო ფასი 38 000$-დან 80 000$-მდე მერყეობს.


http://news.drive.ge/?m=44&newsid=2825
Vorsprung Durch Technik...