#26404298 · 11 Jul 2011, 08:17 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
maria_maria
QUOTE | თუ იცით რა იწვევს, ან რა ნიშნებით უნდა მივხდე როდის იწყება |
პირველი ნიშნებია,უგუნებობა,უმადობა,სურდო,ყელის ტკივილი,შემდეგ ვითარდება,ხმის ჩახლეჩა,სუნთქვის გაძნელება,მოხრჩობის შეგრძნება...
QUOTE | რა შეიძლება იყოს ამის შედეგი, ან რა იწვევს ან როგორ ვითარდება.... |
მიზეზი ვირუსული ინფექციის გართულება,რომელიც იწვევს ხორხის ლორწოვანის შეშუპებას რაც ავიწროებს ხორხის გამტარობას და უჭირს ჰაერის ნაკადს სანათურში გავლა(ცრუ კრუპისგან განსხვავებით,ჭეშმარიტი კრუპის დროს კი ფიბრიდული ნალექი წარმოიქმნება რაც ძალიან საშიშია)
QUOTE | ვინმეს რამე შემთხვევა გქონიათ, გთხოვთ დაწეროთ ყველაფერი, რომ მზად შევხვდე შემდეგს, თუ გამეორდა. |
სახლის პირობებში :შეშინებული პატარა პირველ რიგში უნდა დაამშვიდო ,თავადვე არ ჩავარდეთ პანიკაში,(ეს სპაზმს უფრო გააძლიერებს)გამოაღეთ ფანჯარა,თუ ზამთარია უცებ ცივი ჰაერი არ უნდა მოხვდეს(ეს სპაზმს გააძლიერებს)ეცადეთ პატარას კოვზით მაინც დაალევინოთ თბილი რძიანი ბორჯომი.
--------------------
✿⊱╮
"პოლიტიკა კი არ არის ბინძური, კაცობრიობის კულტურის დონეა დაბალი და ამიტომ სუფთა იდეალები და კეთილშობილური მიზნები დამახინჯებულ სახეს იგებენ პოლიტიკაში"
|