vertrigo local server - წარმოადგენს პროგრამას, რომელიც განკუთვნილია საკუთარ კომპიუტერზე ლოკალური სერვერის დასაყენებლად, რომელზეც შესაძლებელია სხვადასხვა სამართავი ძრავების თუ სისტემების ინსტალაცია. ზოგს გაუჩნდება კითხვა, რაში გვჭირდება ვერტრიგოს ლოკალური სერვერი როცა არსებობს უამრავი ჰოსტინგ პროვაიდერი და საქმის გაკეთება უკვე ნაქირავებ სერვერზეც შეიძლება. სანამ პასუხს მოვისმენდეთ, მანამდე კარგად უნდა დავფიქრდეთ იმ გარემოებაზე რომ ყოველთვის როდი გვიწყობს ფინანსები საქმეში ხელს. ვთქვათ არ გვაქვს ჰოსტის დასაქირავებლად საჭირო თანხა, მაგრამ გვაქვს შესანიშნავი გეგმა და გვჭირდება სერვერი, რომელზეც დავაინსტალებთ სამართავ ძრავს და ჩავატარებთ ტექნიკურ სამუშაოებს, ისე რომ არავინ შეგვიშლის ამაში ხელს. სწორედ ასეთი შემთხვევისთვისა შექმნილი ვერტრიგოს ლოკალური სერვერი. მოგეხსენებათ ბიზნესში დრო დიდი მნიშვნელობისაა.
ვერტრიგოში ინტეგრირებულია სხვადასხვა კომპონენტები, რომლებიც ერთმანეთზე ჯაჭვურადაა დაკავშირებული, რომლებიც უზრუნველყოფენ პლატფორმის სტაბილურ და უწყვეტ ფუნქციონირებას. თუ რომელიმე კომპონენტი გამოვა მწყობრიდან ამ შემთხვევაში მთელი სერვერი გამოდის მწყობრიდან და საჭიროებს შეკეთებას.
ვერტრიგო შეიცავს უამრავ კომპონენტს, მაგრამ მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია შემდეგი კომპონენტები:
- Apache 2.0.63
- PHP 5.2.6
- MySQL 5.0.51b
- SQLite 3.5.9
- Smarty 2.6.19
- PhpMyAdmin 2.11.7
- ZendOptimizer 3.3.3
- SQLiteManager 1.2.0
იხილეთ სხვადასხვა კომპონენტების არასრული ჩამონათვალი, რომლებიც უზრუნველყოფენ ამა თუ იმ ფუნქციების მუშაობს:








ვერტრიგოს ინსტალაცია ძალზედ მარტივია და წარმოადგენს სტანდარტული პროგრამის ინსტალაციას. ხოლო ინსტალაციის შემდგომ საჭიროა კონფიგურაცია. რა არის კონფიგურაცია? მაგალითად დავაინსტალეთ ვერტრიგოს ლოკალური სერვერი, შემდეგ მასზე დავაყენეთ რომელიმე სამართავი ძრავი და აღმოჩნდა რომ კონკრეტული ფუნქცია არ მუშაობს. რას ვაკეთებთ ამ დროს? შევდივართ ვერტრიგოს
ოფიციალურ საიტზე ან პრობლემის მიზეზს ვეძებთ თვით ვერტრიგოს სეთინგებში. გარკვეული ძებნა ძიების შემდგომ ჩვენ აუცილებლად მივაკვლევთ პრობლემას, რომელიც შეიძლება იყოს რომელიმე php ფუნქციის გამორთული მდგომარეობიდან გამომდინარე. როგორც კი ამ ფუნქციას ჩავურთავთ ვერტრიგოს, მაშინვე ამუშავდება ჩვენს ძრავზე პასიური ფუნქციები. სწორედ ეს არის ვერტრიგოს ინსტალაციის შემდგომი კონფიგურაცია, რომელიც როგორც ასეთი ყველას უწევს ვინც კი სისტემატიურად იყენებს მას.
ძრავის ინსტალაციისას აუცილებლად გვიწევს მონაცემთა ბაზის შექმნა, რომელიც ხდება
http://127.0.0.1/phpmyadmin/ მისამართზე გადასვლით, პროგრამა მოგთხოვთ ლოგინს და პაროლს, რომლის შეყვანის შემდეგაც გადაგიყვანთ phpmyadmin-ის სამართავ გვერდზე. ლოგინი სტანდარტულად ვერტრიგოზე არის - root ხოლო პაროლი - vertrigo. phpmyadmin-ში შესვლისთანავე უნდა შევქმნათ ბაზა, ამისათვის მოვნახავთ შესაბამის ველს და შევიყვანთ სასურველ სახელს. ბაზის შექმნისას დიდი ყურადღება ექცევა კოდირებას. თუ კოდირებას არასწორად მიუთითებთ შეგექმნებათ უამრავი პრობლემა. მაგ: როცა ვიყენებთ სამართავ ძრავებს, რომლებზეც ინგლისური ან რუსული ენის პაკეტებს ჩავანაცვლებთ ქართულით სწორედ ამ დროს იჩენს კოდირების პრობლემა თავს. ასე რომ როცა ბაზას ქმნით არ დაგავიწყდეთ და კოდირება utf8_general_ci -ზე დააყენეთ აუცილებლად, რათა შემდეგში თავიდან აიცილოთ მოსალოდნელი გართულებები. კოდირების გასაწერად არსებობს სხვადასხვა გზები და ხერხები ერთ-ერთ მათგანს წარმოადგენს შემდეგი: ვთქვათ შევქმენით ბაზა და არ ვიცით კოდირება რაზე დავაყენეთ, ასეთ შემთხვევაში მონაცემთა ბაზების ჩამონათვალზე შევალთ იმ ბაზაში რომელსაც ვიყენებთ და გადავდივართ
SQL განყოფილებაზე, სადაც ვწერთ ამ კოდს:
DB_Name - ის ადგილას კი ვწერთ იმ ბაზის სახელს, რომელზეც შეგვაქ ცვლილებები, Go ღილაკზე დაჭერით კოდირების პრობლემა მარტივად და სწრაფად მოგვარდება. გახსოვდეთ კოდირება უნდა გასწორდეს თავიდანვე, ბაზაში არასწორი კოდირებით დატანილ მონაცემებს არაფერი ეშველება და ძრავი იმუშავებს შეცდომებითა და ხარვეზებით.
ახლა კი პატარა ჩანართი იმის შესახებ თუ როგორ ხდება ლოკალური სერვერიდან უკვე მზა სკრიპტის გადატანა ნაქირავებ ჰოსტინგზე. ამისათვის არსებობს უამრავი პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს მონაცემთა ბაზის export-ს ანუ გამოტანას და შემდგომ სასურველ ჰოსტზე import-ს შეტანას. დამატებით გვიწევს config.php, conf.php, global_config.php ან global.php ფაილების რედაქტირება, სადაც ინახება ინფორმაცია, ლოკალური სერვერის მონაცემების შემცველობით(ბაზის სახელი, იუზერი და პაროლი). გახსოვდეთ ბაზის სახელი იდენტური უნდა შექმნათ სასურველ ჰოსტზე, რათა ლოკალური სერვერიდან გადატანილი ბაზა უპრობლემოდ წაიკითხოს არსებულმა ახალმა ცარიელმა ბაზამ.
ბაზის export/import - აციის ერთ-ერთი პროგრამაა Sypex Dumper, რომელიც უფასოდ ვრცელდება ინტერნეტში, ასეთი პროგრამები უამრავია, რომლებიც მძგავს საქმეს აკეთებენ.
წარმატებები თქვენს საქმეში იმედია ჩემს მიერ დაწერილი სტატია რამეში გამოგადგებათ, თუ ეს ასეა მაშინ ჩავთვლი რომ ტყუილად არ მიწვალია.
ვერტრიგოს ოფიციალური საიტი:
http://vertrigo.sourceforge.net- ავტორი: დავით საძაგლიშვილი
- წყარო: სტატიის ლინკი
- საავტორო უფლებები დაცულია - ამ სტატიის სხვა საიტზე გამოსაქვეყნებლად გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლება, მიუთითეთ სტატიის ავტორი და წყარო.
This post has been edited by millionpixel on 25 Jun 2010, 22:16
ადამიანის ფანტაზია ისევე ეწინააღმდეგება და უარყოფს მეცნიერების დოგმებსა და კანონებს როგორც მეცნიერება ღმერთის არსებობას.