ერთი აბსულოტულად ყველაფრით გაკმაყოფილებთ განებივრებთ საჩუქრებით, გჩუქნით ვარდების თაიგულებს, შურიანი დაქალების თვალწინ გეპატიჟებათ რესტორანში. მასთან ყოფნის არ გრცხვენიათ, პირიქით, გეამაყებათ მასთან ერთად ნებისმიერ ადგილას გამოჩენა. ხართ ამაყი იმით, რომ ზუსტად თქვენ აგირჩიათ ამ მდიდარმა და წარმოსადეგმა მამაკაცმა, მაგრამ...
მასთან ერთად ყოფმის დრო გახსენდებათ ის.. ის სხვა რომელიც გიყვართ!
ის შენი შეყვარებულია, შენი გულის რჩეული, თუმცა არა ისეთი მდიდარი და არა ისეთი მოვლილი, როგორც ეს პირველი. მაგრამ, ღმერთო როგორი მოწყენილი ხართ ამ მდიდართან! უბრალოდ აუტანელია! ამ დროს, პარალელურად კი გახსენდებათ შეყვარებულთან გატარებული გიჟური დღეები....
მეორეს მხრივ, არც მდიდართან გაქვთ ცუდი დამოკიდბეულება. ის კარგი ადამიანია და კარგი მოსაუბრე, ჭკვიანი, პატიოსანი და გულწრფელი. თქვენ საკუთარ თავს ადანაშაულებთ, რომ არ ხართ მასთან გულწრფელი გრძნობებში და არ უთმობთ მას დიდ ყურადღებას. თქვენ ხომ დღითიდღე მისი დახმარებით იცვლებით, უფრო იხვეწებით, თავს გრძნობთ ყველანაირად უზრუნველყოფილად. მაგრამ, ხართ თუ არა ბედნიერი? არა. შეუძლებელია თავს გრძნობდე ბედნიერად - იყო მხოლოდ საყვარელი სხვისთვის, საპასუხოდ ამ გრძნობაზე კი იმ სხვას, ვერაფრით პასუხობდე... გარდა პატივისცემის გრძნობისა. ეს მუდმივი დანაშაულის შეგრძნება კი არასდროს არ გასვენებთ, ფიქრებში ყოველთვის ღალატობთ მას სხვასთან...
როგორ მოიქცევითთ? მკაცრად, რომ ითქვას გამოსავალი გაქვთ ორი: დაუბრუნდეთ ღარიბს, მაგრამ საყვარელ მამაკაცს და მიატოვოთ მდიდარი ან... დატოვოთ ყველაფერი ისე როგორც არის.
თქვენი პრაქტიკული მეგობრები გირჩევენ დაივიწყოთ ის ”გაღლეტილი” და აიწყოთ ოჯახი მდიდართან, ამის საფუძვლად მოყავთ საკმაოდ ღირებული არგუმენტები. რომანტიკოსი დაქალები კი სულ სხვა აზრზე არიან, გირჩევენ, რომ მთავარი არის სიყვარული, სიმდიდრე კი დღეს გაქვთ ხვალ აღარ ან პირიქით... და მაინც როგორ მოიქცევით?
მე გირჩევთ, რომ პირველ რიგში არ მოუსმინოთ არც ერთს და არც მეორეს მოსაზრებებს. არამედ დაჯექით მარტო, იფიქრეთ და გადაწონეთ მარტომ! ოჯახური ცხოვრება - მდიდართან, რომელიც გიქადით მატერიალურ უზრუნველყოფას მიმზიდველი წინაპირობაა. მაგრამ, არის თუ არა ეს ადამიანი სერიოზულად გნწყობილი თქვენთან ოჯახის შესაქმნელად? პირველ რიგში დარწმუნდით, რომ მას თქვენთან აინტერესებს არა მხოლოდ სექსის ფაქტორი. გაცნობთ თუ არა თავის მეგობრებს, ნათესავებს? თუ კი, მაშინ ის სერიოზულად არის თქვენს მიმართ განწყონილი. თუმცა არის კიდევ სხვა ფაქტორიც, დააკვირდით თუ როგორ ხარჯავს ფულს. ამახვილებს თუ არა თქვენთვის მოძღვნილი საჩუქრების ღირებულებაზე ყურადღებას. ყველაზე გავრცელებული სირთულე მდიდარი მამაკაცების ცოლებისთვის არის ფულის უქონლობა ხელზე. იმიტომ, რომ ის შეიძლება აღმოჩნდეს ჩვეულებრივი ძუნწი ადამიანი, გიქმნიდეთ ყველანაირ კომფორტს, თუმცა თავს გრძნობდეთ ოქროს გალიაში.
თუ შევჩერდებით არჩევანის მეორე ობიქეტზე - საყვარელ, მაგრამ ღარიბ ადამიანზე - აქაც ჩნდება უამრავი შეკითხვა. პირველი - რა მიზეზების გამო ვერ მიაღწია მან წარმატებებს ცხოვრებაში? თუ ახალგაზრდაა, შეიძლება საქმე ჯერ კიდევ გამოსწორდეს. მაგრამ თუ გადააბიჯა 30-ს და კვლავ რჩება გახეხილ ჯინსებში მოსიარულე რომანტიკოსად და გულწრფელად თვლის, რომ ხაჭაპურით

გაუმასპინძლდე ქალს, ისეირნო ავტობუსით და ჯიბის ფული ისესხო მეგობრისგან არის საუკეთესო საშუალება დროსტარების საყვარელ ქალთან ერთად.... - მაშინ ღირს სერიოზულად დაფიქრება.
დაფიქრდით! ასეთი სერიოზული არჩევანის გაკეთების დროს, რომელიც ცხოვრებამ დაგისვათ, აჩქარება არ შეიძლება. გადაწონეთ ყველაფერი. მოწყალების გარეშე, არაფერზე არ დახუჭოთ თვალი, არცერთი არ გაამართლოთ, გაიხსენეთ საყურადღებო შემთხვევები ერთის და მეორის მხრიდანაც.
და ისე ამ საკითხვის მოგვარება ერთ დღეში შეუძლებელია..
იგივე შემიძლია ვთქვა ბიჭებზეც.. მდიდარ (მამიკოს გოგოები რომ არიან

და ღარიბ გოგოს შორის არჩევანის გაკეთების დროს..
ცოტა დიდი პოსტი კი გამომივიდა , მაგრამ მაინტერესებს უმრავლესობის აზრი როგორია და რას ურჩევდით ასეთ სიტუაციაში მყოფ ადამიანს?..