მალე განთავისუფლება მიგველოცოს მართლმადიდებლობისთვის დაპატიმრებული ახალგაზრდებისთვის!
მაინტერსესებს იმ ადამიანთა კომენტარები, ვინც 2 წლის წინ აქ ღვარძლს ანთხევდა.
შეგახსენებთ საკითხის ისტორიას:
8 სინდისის პატიმარი საქართველოში"კავკასიისა" და მმკ-ს პროცესიმორწმუნეთა პოლიტიკური დევნა საქართველოში და4,5 წელი ციხეში დებატებში მონაწილეობისთვისსასამართლო პოლიტიკური ზეწოლის ქვეშააერთხელ კიდევ "კავკასიის" ინციდენტზე“კავკასიის ინციდენტის” დროს დაკავებული, 8 პიროვნება მათ დაპატიმრებას მართლმადიდებელთა დევნად აფასებს
http://www.epn.ge/?p=41133იანვარი 10th, 2011 10:51 AM |
შობის ღამეს, მაშინ როცა მართლმადიდებლური სამყარო ბრწყინვალე დღესასწაულის მოლოდინში იყო, ეკლესიებში მრევლი და სამღვდელოება დღესასწაულის დასახვედრად ემზადებოდა, თბილისის უზენაეს სასამართლოში ერთი შეხედვით, თითქოს ჩვეული, რიგითი პროცესი მიმდინარეობდა.
თუმცა ამის მიუხედავად, დაკვირვებულ თვალს არ გამორჩებოდა, სასამართლო დარბაზში პირველ რიგში მსხდომი სასულიერო პირები, რომელიც ამ პროცესს სხვებისგან, ალბათ ოდნავ მაინც გამოარჩევდა.
იმ საღამოს, სასამართლოში, ტელეკომპანია “კავკასიაში” მომხდარი ინციდენტის დროს დაკავებული 8 პიროვნების პროცესი მიმდინარეობდა. დაკავებულები მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრები იყვნენ.
ყველაფერი კი ასე დაიწყო, 2010 წლის 7 მაისს ტელეკომპანია “კავკასიაში”, გადაცემა “ბარიერში”, როგორც ყოველთვის ცხარე დებატები მიმდინარეობდა. თემა ირაკლი დეისაძის წიგნი “საიდუმლო სირობა” იყო. ერთამანეთის პირისპირ მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი და წიგნის დამცველები აღმოჩნდნენ, მათ შორის, ერთ-ერთი თეო ხატიაშვილი იყო. სტუდიაში დებატები იმდენად ცხარე აღმოჩნდა, რომ გადაცემის დასასრულს, ტელეკომპანიასთან პოლიციის თანამშრომლები აღმოჩნდნენ და რამდენიმე ადამიანის დაკავებაც მოახრეხეს.
დაკავებულები არიან: დავით შალამბერიძე, ავთანდილ ზუმბაძე, ზვიად ბლიაძე, ლევან ჩაჩუა, გიორგი გაბედავა, რატი მაისურაძე, შოთა აფხაიძე და ჯაბა გურჩიანი.
დაკავებულ 8 პიროვნებას პროკურატურამ ბრალი 154-ე მუხლის II ნაწილით წაუყენა. მათ წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად ხულიგნობასა და ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანანოდ ხელის შეშლაში ედებოდათ ბრალი.
გასაკვირი არც არაფერი იქნებოდა, რომ არა ერთი გარემოება. ლოგიკურია როცა ადამიანს ბრალი ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის მცდელობაში ედება, სულ ცოტა უნდა იყოს დაზარალებული, რომელიც იტყვის რომ მას თავისი საქმიანობის განხორციელებაში ხელი შეუშალეს. ამ ინციდენტის დროს კი ასეთი, გადაცემა “ბარიერის” წამყვანი ნინო ჯანგირაშვილი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ყველაზე საინტერესო, სწორედ ჯანგირაშვილის განცხადება გახლავთ. თუ შეიძლება ასე ვუწოდოთ, მთავარი მოწმე, გადაცემის წამყვანი აცხადებს, რომ მისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა არ მომხდარა.
უფრო მეტიც, როგორც ჯანგირაშვილმა თბილისის საქალქო სასამართლოში, მისი დაკითხვისას განაცხადა, მომხდარი ფაქტის დროს, დაკავებულების დაჭერა რა ლოგიკით მოხდა ვერ ხსნის. მისი თქმით, დაკავებულები ჩხუბის ინიციატორები ვერ იქნებოდნენ, ვინაიდან მათი უმეტესობა ხალხს პირიქით აწყნარებდა.
“პოლიციისთვის არავის დაჭერა არ მითქვამს. პოლიცია შემთხვევითი პრინციპით იჭერდა ხალხს. ამის მაგალითი კი, ჩემი ძმის დაპატიმრება იყო, რომელიც 2 წუთის მოსული იყო სტუდიაში. მე იმის გამო ვითხოვდი პოლიციის სტუდიაში მოსვლას, რომ შემეშინდა რაიმე დაპირისპირება არ ყოფილიყო. ისეთი შეურაწყოფა კი, რომელიც აზრის გამოხატვის ფარგლებს გასცდებოდა ჩემს მიმართ არ ყოფილა”,- განაცხადა ჯანგირაშვილმა პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩვენების მიცემისას.
კიდევ ერთი, საინტერესო ფაქტი, დაკავებულთა უმრავლესობა გადაცემაში სტუმრის სტატუსით, პირადად ჟურნალისტ ნინო ჯანგირაშვილის მიწვევით იყო მისული.
ერთ-ერთი მოწმის, თეო ხატიაშვილის განცხადებით, სტუდიაში მყოფი ახალგაზრდები, სტუმრების მიმართ აგრესიულობით გამოირჩეოდნენ, თუმცა ფიზიკური შეურაწყოფა არ ყოფილა.
თავად ხატიაშვილიც გადაცემა “ბარიერში” მიწვეულ სტუმარს წარმოადგენდა, რომელმაც სტუდია გადაცემის მსვლელობისას დატოვა.
“როდესაც პროტესტის ნიშნად დავტოვე სტუდია, დაგვხვდა ორი ადამიანი, რომელიც კამერით იღებდა ყველაფერს. ახალგაზრდები თავიდანვე აგრესიული ფორმით გამოირჩეოდნენ, მათ შორის კი ერთ-ერთი იყო ზუმბაძე. ისინი მუდმივად გვეკითხებოდნენ ჩვენი სექსუალური ორიენტაციის შესახებ და ისვროდნენ ისეთ რეპლიკებს, როგორიცაა “ლიბერასტები” და სხვა“, – განაცხადა ხატიაშვილმა პირველი ინსტანციის სასამართლოში.
ადვოკატ მანანა კობახიძის განცხადებით, კი ვინმესთვის ორიენტაციის შესახებ კითხვის დასმა სისხლის სამართლის დანაშაულს არ წამოადგენს.
იმის მიუხედავად, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მთავარი მოწმე ჟურნალისტი, გადაცემა “ბარიერის” წამყვანი ნინო ჯანგირაშვილი ახალგაზრდების მიმართ წაყენებულ ბრალდებას არ ეთანხმებოდა, 8 პიროვნებას თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
მსჯავრდებულებს ბრალი ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეების ჩვენებების გათვალისწინებით წაუყენეს. მოწმეებს კი ათობით პოლიციელი წარმოადგენდა, რომლებიც ინციდენტის დროს, ადგილზე არ იმყოფებოდნენ.
ტელეკომპანია “კავკასიის” გენერალური დირექტორის დავით აქუბარდიასა და გადაცემის რეჟისორის ეკა დათეშიძის განცხადებით, პოლიცია სტუდიაში, მას შემდეგ მივიდა, რაც ტელეკომპანიაში ყველაფერი დასრულებული იყო. ამასვე ადასტურებს ერთ-ერთი მოწმე თეო ხატიაშვილიც, რომლის განცხადებით, პოლიცია სტუდიაში მისი ყოფნის დროს არ ყოფილა, ანუ მაშინ, როდესაც დაკავებული ახალგაზრდები თუ შეიძლება ასე ვთქვათ, ხულიგნობასა და ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლის ცდილობდნენ.
მსჯავრდებულების დამცველის მანანა კობახიძის განცხადებით, მისთვის გაუგებარია თუ პროკურატურამ ნინო ჯანგირაშვილი დაზარალებულად არ სცნო, მაშინ დაკავებულებს ეს ბრალდება რატომ წარედგინათ.
“დაზარალებულად არ სცნეს ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი, მაშინ ისმის კითხვა ვის ჩაუშალეს ამ ახალგაზრდებმა გადაცემა და რატომ წარედგინათ მათ ბრალად, ჟურალისტისთვის ხელის შეშლა. პოლიციას ამ ადამიანების დაკავების საფუძველი არ ჰქონია. მაშინ კი როცა დაკავების ოქმები შედგა, არც ერთი მოწმე არ იყო დაკითხული. 8 მართლმადიდებელი ბიჭის ციხეში გამოკეტვა, იმ ფონზე, რომ მათ დანაშაული არ ჩაუდენიათ დიდი უსამართლობა,”- განაცხადა ადვოკატმა.
ასევე აღსანიშნავია, კიდევ ერთი ფაქტი, ჟურნალისტი დავით აქუბარდია გადაცემის მსვლელობისას, სახლში იმყოფებოდა, თუმცა მას შემდეგ, რაც დებატები ცხარე კამათში გადაიზარდა ის სტუდიაში წავიდა. იქ მისულს კი ტელეკომპანიის ეზოში ვიღაც უცნობი ადამიანი დახვდა, რომელიც მას ხელით შეეხო და მათ შორის ინციდენტი მოხდა. დავით აქუბარდიამ სასამართლოში განაცხადა, რომ იმ პიროვნებას, რომელიც მას ხელით შეეხო არ იცნობდა.
ამ ყველა ფაქტის ერთობლიობით, კი უკვე მეორე ინსტანციამ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მსჯავრდებულთათვის 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გთავაზობთ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას.
“2010 წლის 7 მაისს ტელეკომპანია `კავკასიაში~, გადაცემა `ბარიერის~ მსვლელეობისას, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ილიას სახელმწიფო უნივერიტეტის ადმინისტრაციის, `მართლმადიდებელ მშობელთა კავშირისა~ და `სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის~ წარმომადგენლები, განსასჯელებმა უკანონოდ, მუქარითა და ძალადობით, ხელი შეუშალეს ჟურნალისტ ნინო ჯანგირაშვილს პროფესიულ საქიანობაში, აიძულეს შეეწყვიტა მათთვის არასასურველი ინფორმაციის გავრცელება, უხეშად დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს იქ მყოფ პირებს.
სასამართლომ წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზით დადასტურებულად ჩათვალა განსასჯელთა ბრალეულობა. სასამართლომ მოისმინა დაზარალებულების ჩვენებები, რომლებმაც დაადასტურეს ტელეკომპანია `კავკასიაში~ მომხდარი ფაქტი. აჩვენეს, რომ ადგილი ჰქონდა ჟურნალისტის საქმიანობაში ჩარევასა და ფიზიკურ ძალადობას, თუმცა განაცხადეს, რომ პრეტენზია განსასჯელთა მიმართ არ გააჩნიათ, რადგან არ არიან დარწმუნებულნი ზემოხსენებულ ქმედებაში მათი მონაწილეობის შესახებ,” – ეს ნაწყვეტია სასამართლოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის.
“ექსპრესნიუსს” ადვოკატმა მანანა კობახიძემ განუცხადა, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ, თუმცა ეს ყველაფერი ფორმალურად მოხდება.
ალბათ, თითოეული ჩვენგანი ამ ახალგაზრდებს საკუთარ განაჩენს გამოვუტანთ, შევეცდებით მათ გამართლებასა თუ გამამტყუნებელი განაჩენის დადასტურებას. მაგრამ ერთი რამ შეუძლებელია, 6 იანვარს შობის ღამეს იყო სასამართლოში უყურებდე 8 განსასჯელს, რომელთაგან ერთი-ერთი სკოლის მოსწავლეა და არ ფიქრობდე, რომ სასწაული უნდა ხდებოდეს. შეუძლებელია ემოციის გარეშე დაგეტოვებინათ დარბაზი, მაშინ როდესაც განსასჯელებს საბოლოო სიტყვის თქმის უფლება მისცეს. თითოეული მათგანი მათ დაპატიმრებას მართლმადიდებელთა დევნად აფასებს. მათი განცხადებით, თუ ისინი მართლმადიდებლობისთვის იდევნებიან, მაშინ მზად არიან ეს გზა გააგრძელონ. ბოლოს კი არჩევანი ჩვენზეა, სასამართლოს გადაწყვეტილებების მიუხედავად, საკუთარ განაჩენს თითოეული ჩვენგანი გამოვიტანთ.
თიკა ჩხარტიშვილი
This post has been edited by bochormeli on 20 Nov 2012, 13:42