აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილებააა.

(ცხადია, თუ მართალია)
საერთოდ, ეროვნული უმცირესობებისათვის მთელი ქვეყნის მასშტაბებით საკუთარ ენაზე (რუსული, სომხური, აზერბაიჯანული) გახსნილი სკოლების და უნივერსიტეტების სექტორები არის მთლიანად საბჭოთა ფენომენი.
მსგავსი რამ არ არსებობს ევროპაში.
წარმოუდგენელია მაგ. საფრანგეთში, რომ სახელმწიფო სკოლა, გაიხსნას არაბულ ენაზე. (ან უნივერსიტეტი).
თანამედროვე დემოკრატია არ კრძალავს ეროვნული უმცირესობების ენებზე განათლების მიღებას, მაგრამ ეს მთლიანად ადგილობრივი დიასპორის კერძო ფინანსებით უნდა მოხდეს. შეიკრიბონ რუსებიც, აზერბაიჯანელებიც, სომხებიც და კიდევ ქურთებიც და საკუთარი ხარჯებით გახსნან კერძო სკოლები. ცხადია განათლების სამინისტრო ატესტაციას მისცემს, მაგრამ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული უმცირესობების სკოლები არის რაღაც მოვლენა, რომელსაც ანალოგი არ გააჩნია.
ეს არ ვრცელდება თუ ამ სუბეთნოსს აქვს ავტონომია და თანასახელმწიფო ენის სტატუსი. (ცხადია ტერიტორიული პრინციპით)
ანუ საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია გახსნას სკოლები აფხაზურ ენაზე, ისიც მხოლოდ და მხოლოდ აფხაზეთის ტერიტორიაზე.
დანარჩენი - მორჩა.
თუ უნდათ რუსული კი არა უნგრული სკოლები გახსნან შესაბამისი დიაპორის წარმომადგენლებმა, მაგრამ ბიუჯეტის ხარჯზე ამგვარი რამ წარმოუდგენელია.
რუსებს საქართველოს ტერიტორიაზე ავტონომია არ აქვთ. ამით ყველაფერი ნათქვამია.
This post has been edited by გ ი ო რ გ ი on 29 Jun 2011, 18:08
"We come from our childhood" (A. De Saint-Exupéry)