#26134088 · 24 Jun 2011, 10:20 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გეთანხმები, მაგრამ ტვინის ვარჯიში თანაბრად არ სჭირდება ყველა პროფესიის ადამიანს. არ შეიძლება ყველას ერთიან ქვაბში მოხარშვა. უნდა იყოს დიფერენციაცია, ანუ მათემატიკოსს, ფიზიკოსს და ა.შ. ტექნიკურ განათლებას ყველაზე მეტად სჭირდება, ჰუმანიტარულს ცოტა განსხვავებული პროგრამა სჭირდება (მაგალითისთვის, ფილოლოგს უნდა ტვინი უმუშავებდეს თავის სპეციალობისკენ, რომ კარგი სპეციალისტი იყოს და არა ქიმიის მიმართულებით, ხაზვის, ფიზიკის და ა.შ.) გამოდის რომ ესენი მან რომც ისწავლოს, ზერელედ ეცოდინება და თავისი სპეციალობისთვისაც დრო და ნერვებიც არ დარჩება და პროფესიონალები არ გვეყოლება. ესაა ძველი, კომუნისტური მიდგომაა, ყველა რომ "ყველაფერს სწავლობდა" და საბოლოოდ იშვიათად ვინმეს რამე რომ სცოდნოდა რამე სფეროში. ბოლოს და ბოლოს, თუ ადამიანი კარგი მომღერალი, მხატვარი, მსახიობი და პიანისტია, ქიმიის, გეოგრაფიის, ენების, ბიოლოგიის და ათასი სხვა მომართულებით ტვინის გავარჯიშება რაში სჭირდება?
|