#27588304 · 28 Sep 2011, 17:15 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
საფუძველშივე მცდარი კონცეფციაა. სამთოსათხილამურო კურორტების კონცეფცია უნდა იყოს აეროპორტიდან უსწრაფესად "სოფელში" მოხვედრა, სადაც ტურისტს დახვდება განვითარებული ინფრასტრუქტურა და მომსახურე პერსონალი. გუდაურის შენება ასეთად არის ძირეულად მცდარი. ყველაზე გამართული იქნებოდა ფასანაურის განვითარება, სადაც მთელი დღის თხილამურებზე სრიალის შემდეგ, ტრურისტი ჩატოვებდა ფულს რესტორნებში, ბარებში და სხვა გასართობ დაწესებულებებში, დასვენების ამ ნაწილს "აფთერ სკი" ჰქვია და ადგილობრივი შემოსავლის მთავარი წყაროა, თორე ფერდობებზე და ჰელი სკითი, ექსტრემალები ცენტს არ დაგიტოვებენ. მაგ კატეგორიის ხალხს ფეხზე ჰკიდია ბარებში და მაღაზიებში გრიალი. ფასანაურიდან გუდაურის ფერდობებამდე უნდა გაკეთდეს საბაგირო გზა, რომლის ვაგონი 100-150 მოთხილამურეს იტევს და ძალიან სწრაფია. ასეთი გზით ხდება დამსვენებლების სწრაფი ასროლა ფერდობებზე, სადაც უკვე პატარა ლიფტები დაანაწილებენ მოთხილამურეებს. თბილისის აეროპორტიდან ფასანაურამდე ავტობანი რომ დაიგოს, 1,5 საათში ალბათ უკვე ფასანაურში იქნები. მერწმუნეთ, ბევრი ევროპული სათხილამურო "სოფელი" ვერ დაიტრაბახებს ასეთი სიახლოვით აეროპორტთან. აღარას ვამბობ სოფლის ინფრასტრუქტურის მომარაგებას ყოველდღიური მოხმარების საგნებითა და საკვებით- ფასანაურის მომარაგება შეუფერხებლად მოხდება. აბა წარმოიდგნეთ ქარბუქის დროს გუდაურის მომარაგება. ცალკე საკითხია მომსახურე პერსონალი- ფასანაურში სულ ადვილად მოხერხდება ადგილობრივების დასაქმება, საიჯახო სასტუმროები და სხვ. გუდაურის მომსახურე პერსონალი კი უნდა აწოწიალო აღმა-დაღმა.
|