"ქრისტიან-დემოკრატები" მერიის თანამშრომლებს გარემოვაჭრეებზე თავდასხმაში ადანაშაულებენ.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საკრებულოს "ქრისტიან-დემოკრატმა" წევრმა ზაზა გაბუნიამ განაცხადა, გუშინ ღამით ისნის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეებს თავს დაესხნენ მიკროავტობუსებით სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული მოქალაქეები; მათ დაარბიეს გარემოვაჭრეების დახლები საქონელი და პირადი ნივთები წაართვეს.
გაბუნიას განცხადებით, ეს მოხდა ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე, რაც სამართალდარღვევაა.
"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" წარმომადგენლები მიმართავენ შინაგან საქმეთა სამინისტროს, გამოიძიოს აღნიშნული სისხლის სამართლის დანაშაული და დაისაჯონ დამნაშავეები.
როგორც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ჯაბა სამუშიამ განაცხადა, აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ ქალაქში გარემოვაჭრეების თემა არ არის დარეგულირებული.
სამუშიას განცხადებით, "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" მოუწოდებს ხელისუფლებას დაიწყოს ფიქრი ამ საკითხის დარეგულირებაზე, რადგან, სამუშიას თქმით, ბაზრების გახსნით ეს თემა არ არის ამოწურული. აღნიშნული ფაქტი არ არის პირველი შემთხვევა და თბილისში სხვადასხვა ბაზრობებზე პერმანენტულად მიმდინარეობს გარემოვაჭრეების დარბევა.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/1...ashauleben.htmlრა არის ეს უფორმოების პარ–პაში?!!! ინტენსივობაშია სხვაობა თორემ მხედრიონელების მოქმედებებს გავს ერთი–ერთზე
ყველა ადამინი მსახიობია….. ცოდვილნი იბადებიან და ხალხის დასანახავად ცხოვრების ბოლომდე ანგელოზებს თამაშობენ, თუმცა მათი როლი სიცოცხლის ბოლოს მთავრდება და თეტრის გულუხვი მაყურებლებისაგან განსხვავებით, უფალი კარგად შესრულებული როლისთვის სამოთხით არავის აჯილდოვებს” (m.d)