თანამგზავრული სატელევიზიო არხი PIK ამტკიცებს, რომ ანტი-რუსული არ არის.
თბილისის ერთ-ერთი მთავარი გამზირის გვერდით პატარა ქუჩაზე ხუთსართულიანი შენობა დგას. ეზოში ახალგაზარდა ჟურნალისტების ხმა ისმის, რომლებიც აქ ამ წვიმიან დღეს საუბრობენ და ეწევიან.
შენობაში პატარა სტუდიაა, ერთ სივრცეში სამი სტუდიაა მოქცეული – ახალი ამბების, სპორტის და თოქ-შოუსთვის და ორი სართული „ნიუს რუმებისა“ და ადმინისტრაციისთვის. PIK („პირველი კავკასიური საინფორმაციოს“ აბრევიატურა) - პატარა თანამგზავრული ტელეკომპანიაა დიდი ამბიციებით, კერძოდ მას რუსულენოვანი ახალი ამბების სეგმენტში მოსკოვის გამოწვევა სურს.
„ჩვენ ანტი-რუსული არხი არ ვართ“ – ამბობს არხის ბრიტანელი ხელმძღვანელი რობ პარსონსი – „არანაირი ნეგატიური გრძნობები არ გვაქვს რუსი ხალხის, რუსული კულტურის, რუსეთის ისტორიის, ან კიდევ რაიმე მსგავსის მიმართ“.
„ჩვენ გვინდა ამ ქვეყანაზე სამართლიანი სურათი ვაჩვენოთ ადამიანებს, რომლებსაც ინფორმაციული შიმშილი აქვთ“ – ამბობს იგი.
სტატია სრულად >>>--------------------------------------------
იმედია ეს არხი შეძლებს კავკასიაში რუსული ინფორმაციული ველის განეიტრალებას