7903251
SVO-DME-VKO

    
ჯგუფი: Members
წერილები: 3053
წევრი No.: 96811
რეგისტრ.: 29-July 09
|
#26317918 · 5 Jul 2011, 22:00 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
BLeK
ბინადრობის მოწმობასთან დაკავშირებულ კითხვებზე გპასუხობ:
========================================================================
ბინადრობის ნებართვა:
ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად განცხადების წარდგენის უფლება აქვს 18 წელს მიღწეულ ქმედუნარიან პირს. 18 წლამდე პირთა საკითხი განიხილება მათი კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია მშობლების ან კანონიერი წარმომადგენლების ნოტარიალურად დამოწმებული წერილობითი თანხმობა.
დროებითი ბინადრობის ნებართვის მოპოვების პირობები:
საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვა გაიცემა არა უმეტეს 6 წლით საქართველოში 90 დღეზე მეტი ვადით დარჩენის მსურველ იმ უცხოელზე, რომელიც:
ა) საქართველოში ახორციელებს შრომით საქმიანობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, მათ შორის, თავისუფალი პროფესიის ადამიანზე; ბ) საქართველოში ჩამოსულია სამკურნალოდ ან სასწავლებლად; გ) მოწვეულია შესაბამისი დარგობრივი სამთავრობო დაწესებულების მიერ, როგორც მაღალკვალიფიციური სპეციალისტი ან ხელოვნების მოღვაწე, და მისი მოწვევა უკავშირდება სახელმწიფო ინტერესებს; დ) არის საქართველოს მოქალაქის მეურვე ან მზრუნველი; ე) იმყოფება საქართველოს მოქალაქის მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ; ვ) არის საქართველოს მოქალაქის ან ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის მეუღლე, მშობელი, შვილი, მშვილებელი, შვილობილი, და, ძმა, პაპა ან ბებია. ზ) რომლის შესახებ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ის შეიძლება იყოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის მსხვერპლი, დაზარალებული „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში; თ) რომელიც მონაწილეობს რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიის ან კომისიის კომიტეტის მიერ მისი განცხადების განხილვაში.
დროებითი ბინადრობის ნებართვის მოპოვების საკითხის განხილვისათვის საჭირო საბუთები:
1. უცხოელისთვის, რომელიც საქართველოში ახორციელებს შრომით საქმიანობას (მათ შორის თავისუფალი პროფესიის ადამიანებს): ა) უცხოელის პასპორტის ან სამგზავრო დოკუმენტის ასლი; ბ) საქართველოში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი საბუთის ასლი, თუ პირი განცხადების წარდგენისას იმყოფება საქართველოში (საქართველოს ვიზა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთის დამადასტურებელი თარიღდამღა ან სხვ.); გ) საქართველოში მუშაობის დამადასტურებელი საბუთი (შრომითი ხელშეკრულება ან სამუშაოზე მიღების სხვა რაიმე დამადასტურებელი დოკუმენტი); თავისუფალი პროფესიის ადამიანებისთვის ცნობა ბანკიდან, რომელიც ასახავს მათ პირად ანგარიშზე ბოლო ერთი წლის მანძილზე თანხის ბრუნვას; დ) ლეგალური შემოსავლის დოკუმენტი ე) მომსახურეობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი; ვ) 2 ფოტო 3X4
2. უცხოელისთვის, რომელიც საქართველოში ჩამოსულია სამკურნალოდ ან სასწავლებლად; ა) უცხოელის პასპორტის ან სამგზავრო დოკუმენტის ასლი; ბ) საქართველოში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი საბუთის ასლი, თუ პირი განცხადების წარდგენისას იმყოფება საქართველოში (საქართველოს ვიზა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთის დამადასტურებელი თარიღდამღა ან სხვ.); გ) საქართველოს სამკურნალო დაწესებულების ცნობა იმის თაობაზე, რომ პირს ესაჭიროება მკურნალობა საქართველოში ან სასწავლო დაწესებულების ცნობა უცხოელის სასწავლებელში ჩარიცხვის ან სწავლის გაგრძელების თაობაზე (მკურნალობის ან სწავლის სავარაუდო ხანგრძლივობის მითითებით); დ) ლეგალური შემოსავლის დოკუმენტი ე) მომსახურეობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი; ვ) 2 ფოტო 3X4
3. უცხოელისთვის, რომელიც მოწვეულია შესაბამისი დარგობრივი სამთავრობო დაწესებულების მიერ, როგორც მაღალკვალიფიციური სპეციალისტი ან ხელოვნების მოღვაწე, და მისი მოწვევა უკავშირდება სახელმწიფო ინტერესებს: ა) უცხოელის პასპორტის ან სამგზავრო დოკუმენტის ასლი; ბ) საქართველოში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი საბუთის ასლი, თუ პირი განცხადების წარდგენისას იმყოფება საქართველოში (საქართველოს ვიზა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთის დამადასტურებელი თარიღდამღა ან სხვ.); გ) საქართველოს შესაბამისი სამთავრობო დაწესებულების მოწვევა; დ) ლეგალური შემოსავლის დოკუმენტი ე) მომსახურეობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი; ვ) 2 ფოტო 3X4
4. უცხოელისთვის, რომელიც არის საქართველოს მოქალაქის მეურვე, მზრუნველი ან იმყოფება საქართველოს მოქალაქის მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ; ა) უცხოელის პასპორტის ან სამგზავრო დოკუმენტის ასლი; ბ) საქართველოში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი საბუთის ასლი, თუ პირი განცხადების წარდგენისას იმყოფება საქართველოში (საქართველოს ვიზა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთის დამადასტურებელი თარიღდამღა ან სხვ.); გ) მეურვეობის ან მზრუნველობის დამადასტურებელი ცნობა; დ) ლეგალური შემოსავლის დოკუმენტი ე) მომსახურეობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი; ვ) 2 ფოტო 3X4
5. უცხოელისთვის, რომელიც არის საქართველოს მოქალაქის ან ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის მეუღლე, მშობელი, შვილი, შვილიშვილი მშვილებელი, შვილობილი, და, ძმა, პაპა ან ბებია. ა) უცხოელის პასპორტის ან სამგზავრო დოკუმენტის ასლი; ბ) საქართველოში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი საბუთის ასლი, თუ პირი განცხადების წარდგენისას იმყოფება საქართველოში (საქართველოს ვიზა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთის დამადასტურებელი თარიღდამღა ან სხვ.); გ) ნათესაური კავშირის დამადასტურებელი საბუთი (დაბადების, ქორწინების, მამობის დადგენის, შვილად აყვანის ან სხვა მოწმობა); შესაბამისი პირის საქართველოს მოქალაქეობის ან საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი მოწმობა; დ) ლეგალური შემოსავლის დოკუმენტი ე) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი; ვ) 2 ფოტო 3X4
• სათანადო საბუთების წარმოდგენის შემდეგ დაინტერესებული უცხოელი სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში, დიპლომატიურ სამსახურში ან საკონსულო სამსახურში ავსებს ელექტრონულ განცხადებას • საზღვარგარეთ გაცემული დოკუმენტები უნდა წარმოადგინოთ ქართულ ენაზე ნათარგმნი, ნოტარიალურად დამოწმებული. საზღვარგარეთ გაცემული დოკუმენტები ასევე უნდა იყოს ლეგალიზებული ან აპოსტილის წესით დამოწმებული. • დროებითი ბინადრობის ნებართვის მოპოვების თაობაზე განცხადების განხილვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში დოკუმენტაციის სრულად წარმოდგენიდან 30 დღეს. • დროებითი ბინადრობის ნებართვის განცხადებაზე გადაწყვეტილებისათვის მომსახურების საფასური მე-10 დღეს გადაიხდევინება 380 ლარი, მე-20 დღეს 300 ლარი და 30-ე დღეს 180 ლარი. საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის გაგრძელება ხდება იმავე პირობების შესაბამისად, როგორითაც მისი გაცემა.
მუდმივი ბინადრობის ნებართვის მოპოვების პირობები:
საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვა შეიძლება მიეცეს: ა) უცხოელს, რომელმაც საქართველოში კანონიერ საფუძველზე იცხოვრა ბოლო 6 წლის განმავლობაში. ამ ვადაში არ ითვლება საქართველოში სწავლის ან მკურნალობის მიზნით ცხოვრებისა და დიპლომატიურ და მასთან გათანაბრებულ წარმომადგენლობებში მუშაობის პერიოდი; ბ) საქართველოს მოქალაქის მეუღლეს, მშობელს, შვილს, მშვილებელს, შვილობილს, დას, ძმას, პაპას ან ბებიას; გ) მეცნიერების დარგის მაღალკვალიფიციურ სპეციალისტ-ტექნიკოსებს, სპორტსმენებს და ხელოვნების მოღვაწეებს, რომელთა ჩამოსვლა შეესაბამება საქართველოს ინტერესებს. დ) პირს, რომლის მიმართაც რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიამ ან კომისიის კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება ქონებრივი რესტიტუციის, ადეკვატური (სანაცვლო) უძრავი ქონების დაბრუნების ან ქონებრივი ზიანის კომპენსაციის შესახებ.
მუდმივი ბინადრობის ნებართვის მოპოვების საკითხის განხილვისათვის საჭირო საბუთები:
წარსადგენი დოკუმენტები:
1. უცხოელისთვის, რომელმაც საქართველოში კანონიერ საფუძველზე იცხოვრა ბოლო 6 წლის განმავლობაში ა) უცხოელის პასპორტის ან სამგზავრო დოკუმენტის ასლი; ბ) საქართველოში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი საბუთის ასლი, თუ პირი განცხადების წარდგენისას იმყოფება საქართველოში (საქართველოს ვიზა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთის დამადასტურებელი თარიღდამღა ან სხვ.); გ) ჯანმრთელობის ცნობები (კეთრი, აივ-ინფექცია/შიდსი, ტუბერკულოზი); დ) საქართველოში ბოლო 6 წლის განმავლობაში ლეგალურად ცხოვრების ფაქტის დამადასტურებელი საბუთი; ე) ლეგალური შემოსავლის დოკუმენტი; ვ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი; ზ) 2 ფოტო 3X4. 2. საქართველოს მოქალაქის მეუღლეს, მშობელს, შვილს, შვილიშვილს, მშვილებელს, შვილობილს, დას, ძმას, პაპას ან ბებიას; ა) უცხოელის პასპორტის ან სამგზავრო დოკუმენტის ასლი; ბ) საქართველოში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი საბუთის ასლი, თუ პირი განცხადების წარდგენისას იმყოფება საქართველოში (საქართველოს ვიზა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთის დამადასტურებელი თარიღდამღა ან სხვ.); გ) ჯანმრთელობის ცნობები (კეთრი, აივ-ინფექცია/შიდსი, ტუბერკულოზი); დ) ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი; ე) ლეგალური შემოსავლის დოკუმენტი; ვ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი; ზ) 2 ფოტო 3X4.
3. უცხოელი, რომელიც არის მეცნიერების დარგის მაღალკვალიფიციური სპეციალისტ-ტექნიკოსი, სპორტსმენი და ხელოვნების მოღვაწე, რომლის ჩამოსვლა შეესაბამება საქართველოს ინტერესებს.
ა) უცხოელის პასპორტის ან სამგზავრო დოკუმენტის ასლი; ბ) საქართველოში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი საბუთის ასლი, თუ პირი განცხადების წარდგენისას იმყოფება საქართველოში (საქართველოს ვიზა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთის დამადასტურებელი თარიღდამღა ან სხვ.); გ) ჯანმრთელობის ცნობები (კეთრი, აივ-ინფექცია/შიდსი, ტუბერკულოზი); დ) საქართველოს შესაბამისი სამთავრობო დაწესებულების მოწვევა; ე) ლეგალური შემოსავლის დოკუმენტი; ვ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი; ზ) 2 ფოტო 3X4.
განსაკუთრებული შენიშვნები:
საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მისაღებად სპეციალური ნებართვა არ ესაჭიროება შემდეგი კატეგორიის უცხოელებს: ა) პირებს, რომლებიც 1993 წლის 27 მარტისათვის მუდმივად ცხოვრობდნენ საქართველოს ტერიტორიაზე და საქართველოს მოქალაქეებად არ ჩაითვალნენ, თუ 1993 წლის 27 მარტის შემდეგ არ მოხსნილან საქართველოში მუდმივი რეგისტრაციიდან; ბ) პირებს, რომელთაც შეუწყდათ (მოქალაქეობიდან გასვლის ან მოქალაქეობის დაკარგვის ფორმით) საქართველოს მოქალაქეობა, თუ ისინი მუდმივად საცხოვრებლად რჩებიან საქართველოში.
საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მისაღებად სპეციალური ნებართვა არ ესაჭიროებათ და ამ დებულების მოთხოვნები არ ეხებათ შემდეგი კატეგორიის უცხოელებს: ა) პირებს, რომლებიც 1993 წლის 27 მარტისათვის მუდმივად ცხოვრობდნენ საქართველოს ტერიტორიაზე და საქართველოს მოქალაქეებად არ ჩაითვალნენ, თუ 1993 წლის 27 მარტის შემდეგ არ მოხსნილან საქართველოში მუდმივი რეგისტრაციიდან; ბ) პირებს, რომელთაც შეუწყდათ (მოქალაქეობიდან გასვლის ან მოქალაქეობის დაკარგვის ფორმით) საქართველოს მოქალაქეობა, თუ ისინი მუდმივად საცხოვრებლად რჩებიან საქართველოში.
კონსულტაციისათვის და განცხადების წარდგენისათვის შეგიძლიათ მიმართოთ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო სამსახურებს, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ზუგდიდის, თელავის, წალკის, ნინოწმინდის ახალქალაქის, ახალციხის, მცხეთის, მარნეულის, აფხაზეთის, ბოლნისის, რუსთავის, ქუთაისის, სამტრედიის, ბათუმის და თბილისის ყველა სამსახურს განცხადების ჩაბარების შემდეგ ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ იმ დიპლომატიურ წარმომადგენლობას, საკონსულო სამსახურს ან სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს იმავე სამსახურს, რომელშიც ჩააბარეთ განცხადება.
==============================================================================
მეუღლეს აქვს უფლება მოითხოვოს ორმაგი მოქალაქეობა ან მხოლოდ საქართველოს მოქალაქეობა....
უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება (ორმაგი მოქალაქეობა)
საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეობა შეიძლება იმავდროულად მიენიჭოს უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოს წინაშე აქვს განსაკუთრებული დამსახურება ან მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება გამომდინარეობს სახელმწიფო ინტერესებიდან. პირი, საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების განცხადებით (იხილე განცხადების ფორმა) მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს პირადად ან საკონსულო დაწესებულების მეშვეობით.
განცხადებას თან უნდა ერთვოდეს:
ა) დაბადების მოწმობის ასლი (თუ მოქალაქეობის მიღების მსურველი პირი დაბადებულია საზღვარგარეთ და აქვს აღნიშნული დოკუმენტი);
ბ) პასპორტის ან მოქალაქეობისა და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის დადგენილი წესით დამოწმებული ასლი;
გ) საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის არანაკლებ 2 რეკომენდაცია უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ;
დ) 2 (ორი) ფოტოსურათი;
ე) კანონით დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე რეკომენდაციის გაცემის უფლება არ აქვს ადმინისტრაციული ორგანოს იმ თანამშრომელს, რომელიც მონაწილეობს ან/და უშუალო შეხება აქვს მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებასთან. (14.09.2009 N 608)
4. სააგენტო, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საქართველოს საკონსულო დაწესებულება უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულის გარდა, მოითხოვოს იმ დოკუმენტების წარმოდგენა, რომლებიც ასაბუთებენ მოქალაქეობის მინიჭების მსურველი პირის მიერ განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტაციაში მითითებულ ცალკეულ გარემოებებს. (30.01.2009 N 32)
არასრულწლოვანისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შემთხვევაში კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა და დაბადების მოწმობა(შესაბასმისი წესით დამოწმებული)
|