გთავაზობთ ფრაგმენტებს ცესკოს ყოფილი თავმჯდომარის და სახალხო დამცველის , ნანა დევდარიანის სტატიიდან
მეც ქართველი პრეზიდენტი მინდა!
ოთხშაბათი, 22 ივნისი 2011 15:35 ნახვების რაოდენობა: 8 + 0+ 0
18 ივნისს ბოსტონში 88 წლის ასაკში გარდაიცვალა ელენა ბონერი, აკადემიკოს სახაროვის ქვრივი. წყალბადის ბომბის შემქნელი და შემდეგ განთქმული დისიდენტი ანდრეი სახაროვი საქართველოში 90-იანი წლებიდან მოიძულეს, როცა მან საქართველოს “მცირე იმპერია” უწოდა. ელენა ბონერის გავლენა სახაროვზე უზარმაზარი იყო. აწ გარდაცვლილი ჩემი ერთი უფროსი მეგობრის აზრით, რომელიც პირადად იცნობდა ელენა ბონერს, სახაროვმა მხოლოდ გაახმიანა ის უარყოფითი განწყობა, რომელიც მის მეუღლეს საქართველოს მიმართ ჰქონდა.
იყო სხვა ეპიზოდიც: 1991 წლის სექტემბერში, როდესაც საქართველოში სიტუაცია დაიძაბა, რუსეთის უმაღლესი საბჭოს ერთბაშად სამმა კომიტეტმა ერთობლივი განცხადება გააკეთა, რომელშიც საქართველოში ადამიანის უფლებათა დარღვევების გამო შეშფოთება იყო გამოთქმული. საკუთარი დამოკიდებულება პერსონალურად გამოხატა ელენა ბონერმაც, რომელმაც საქართველოს მოსახლეობას მიმართა და ფაშისტური რეჟიმის ჩამოყალიბების საფრთხის შესახებ გააფრთხილა. სახაროვმა შიგნიდან – პარლამენტიდან, ხოლო მისმა მეუღლემ გარედან ერთობლივი შეტევა განახორციელეს გუშინდელ თავის თანამოაზრეზე – ზვიად გამსახურდიაზე.
დღეს თბილისშიც კი ბევრს აღარ ახსოვს, რომ ელენა ბონერის ნამდვილი სახელია ლუსიკ ალიხანიანი, თუმცა არც ეს არის სრული სიმართლე; თბილისელმა სომეხმა გევორქ სარქისის ძე ალიხანიანმა გოგონა იშვილა, ხოლო მისი ნამდვილი მამა, ლევონ სარქისის ძე ქოჩარიანი, ყარაბაღელი დაშნაკი იყო.
“თბილისელი სომხის” ხსენებაზე ბოკერიას ცოლი რომ არ მომედავოსაქვე დავაზუსტებ, რომ ეს გამოთქმა თავად ელენა ბონერის მოგონებიდან არის აღებული
ელენა ბონერის ვერცხლისმოყვარეობაზე ბევრი თქმულა და დაწერილა, მაგრამ ყველაზე ფენომენალური მაინც ის არის, რომ ამ ქალმა თვით ბორის ბერეზოვსკის “გადაგდება” მოახერხა! როდესაც სახაროვის მუზეუმს უსახსრობის გამო გაუჭირდა და თანამშრომლების ხელფასებსაც კი ვერ იხდიდა, ბორის ბერეზოვსკიმ გულმოწყალება გამოიჩინა და 3 მილიონი დოლარი გამოუყო. ბონერმა ეს თანხა შეერთებულ შტატებში გადარიცხა, თუმცა სახაროვის ფონდი რუსეთშიც არის რეგისტრირებული. მუზეუმს ეს თანხა არ მოხმარებია.
მართალია, ზურაბ ჟვანიას ქვისლი, ცნობილი რუსი ჟურნალისტი მატვეი განაპოლსკი მიიჩნევს, რომ ელენა ბონერი “ყველა ჩვენგანის თავისუფლებისთვის იბრძოდა” და იგი ხშირად გამხდარა უსაფუძვლო ჭორების ობიექტი, მაგრამ პირადად ჩემთვის ბონერის გვარი ბავშვობაში გახდა ცნობილი. სახლში ლევ შეინინის “გამომძიებლის ჩანაწერებს” გადავაწყდი და ინტერესით წავიკითხე კიდეც. ერთ-ერთ მოთხრობაში აღწერილია ქმრის მიერ მოკლული ფეხმძიმე მეუღლის ისტორია. მკვლელი მხოლოდ მას შემდეგ გამოტყდა, როცა მისი საყვარლისთვის, ლუსია ბონერისთვის მიწერილი მისივე ბარათი აჩვენეს.

(ლიცემერი: წაკითხული მაქვს, მაგრამ ეტყობა ეს მომენტი გავმაზე

)
მინდა მჯეროდეს, რომ უფლებადამცველი, რომლის გვარი, 30 წელია, მესმის, სწორედ 26 მაისის მიტინგის დარბევის გამო გახდა ცუდად. მინდა, მჯეროდეს, მაგრამ არ მჯერა. საზოგადოდ, არ მჯერა იმ უფლებადამცველების, რომლებიც დარღვევებს მხოლოდ მაშინ ხედავენ, როცა ეს ხელს აძლევთ; არც იმ ლიბერალებისა და ჟურნალის რედაქტორების მჯერა, რომლებიც თეატრში არ დადიან, მაგრამ რობერტ სტურუას პროფესიონალიზმში ეჭვი ეპარებათ; არც იმათი, ვისაც ჰგონია, რომ სიტყვები – ქსენოფობია და სექსიზმი მხოლოდ მათ იციან; არც იმათი, ვისაც უცენზურო ლექსიკის გარეშე აზრის გამოხატვა არ შეუძლია; მით უფრო არ მჯერა მათი, ვინც ლიბერალური დემოკრატიის მოკლე კურსი გაიარა და პაწაწა თავი დაზეპირებული ფორმულებით აქვს სავსე.
განმარტებისთვის: რასიზმი, მაგალითად, დიდი ხანია, აღარ ნიშნავს დისკრიმინაციას ოდენ კანის ფერის მიხედვით. იგი ნებისმიერი დისკრიმინაციის აღმნიშვნელი გახდა, მათ შორის, ასაკობრივი, პროფესიული, მსოფლმხედველობრივი თუ ნებისმიერი სხვა ნიშნით. ადამიანების გარჩევა მარტო ეთნიკური ნიშნით კი არ არის სამარცხვინო, არამედ იმ ნიშნითაც, რომ შენზე უფროსია, შენზე მეტი იცის, შენგან განსხვავებით კაცობრიობის წინაშე აქვს დამსახურება. თუმცა... რენი ჰარლინის ფანებს არ შეიძლება რობერტ სტურუა მოსწონდეთ. არც მე მომწონს ჩერგოლეიშვილის ფანები. მეც ქართველი პრეზიდენტი მინდა!
http://geworld.ge/index.php?option=com_con...eoba&Itemid=414ლიცემერი : ვუერთდები უდაბნოსა შინა მღადადებელ სტურუა-დევდარიანის ტანდემს , მეც ქართველი პრეზიდენტი მინდა, თქვენ?
პ.ს. თემასთან არაფერ შუაში არ არის, უბრალოდ სტურუა ვახსენე და შილერის "ფიესკოს შეთქმულებიდან " პასაჟი გამახსენდა
ერთ სცენაში დრამის გმირი ეუბნება მხატვარს: " შე საცოდავო მონა, ტირანებს ამხობ ტილოზე, ფუნჯის ერთი მოსმით ანთავისუფლებ სახელმწიფოებს, მაგრამ იმის ძალა კი არ შეგწევს, გასწყვიტო საკუთარი ბორკილები, მასხარაობაა მთელი შენი საქმიანობა"
ეს ისე, სასხვათაშორისოდ
გამგები გაიგებს
პოლიტიკოსი არ გახლავართ, მაგრამ ხანდახან მეც კარგი მამაძაღლი ვარ.
დაე, მე მოვკვდე ღია თვალებით...
მიგელ დე უნამუსო ლიც-დონ-გიჟ-ჟუანი.