"- ალო, ირაკლის სთხოვეთ.
- არ ცხოვრობს ირაკლი აქ.
- აა, უკაცრავად.
- ალო, დათო შინაა?
- ვინ დათო, სხვაგან მოხვდით, გენაცვალე.
- კარგი, ბოდიში.
- ალო, გიორგის სთხოვეთ ერთი წუთით.
- სად რეკავ, შვილო?
- ისა... შუბითიძეებთან.
- სხვაგან მოხვდით.
- ალო, ნიკა სახლშია?
- კი, ვინ კითხულობს?
- მეგობარი ვარ მისი, შეგიძლიათ, დაუძახოთ?
- მეგობარი? მოიცა, ნიკა, ნიკააა...
- ალოო.. - გაისმა ტელეფონში წვრილი ხმა, რომლის პატრონიც 12-13 წლის თუ იქნებოდა. ხავსს ჩავეჭიდე... - რამდენი წლის ხარ?
- 12-ის. ვისთან რეკავთ?
ტუუუ.... ტუუუ... ტუ... "
გაგიცნიათ ამ გზით ვინმე...
ან
just ღადაობის და გასართობის მიზნით თუ გაგიკეთებიათ...
დაყარეთ ჰისთორიები სანამ მოდერი მოსულა, მანამ მაინც გავერთობი