კომპანიებისთვის სარეკლამო ნორმები შეიქმნება
ფიჭური კავშირგაბმულობის ბაზარზე კომპანიებს შორის დავები გრძელდება. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განხილვის ობიექტად “მაგთიკომის” საჩივრები იქცა, რომელიც „ბილაინისა“ და „ჯეოსელის“ წინააღმდეგ იყო შეტანილი. “მაგთიკომის“ პრეტენზია “ბილაინის“ სატარიფო გეგმას “ნონსტოპ“-ს ეხებოდა. იმავდროულად “მაგთი” “ჯეოსელის“ ერთ თეთრიანი ტარიფების სარეკლამო რგოლებს აპროტესტებდა. „მაგთიკომის“ ინფორმაციით, ეს სარეკლამო რგოლები მცირე ზომის შრიფტისა და დროის სიმცირის გამო მომხმარებლებისათვის ძნელად აღქმადია და მათ ამ მომსახურების პირობებთან დაკავშირებით სრულ ინფორმაციას არ აწვდის.
მარეგულირებლის გადაწყვეტილებით, “ჯეოსელსა” და “ბილაინს” მოუწევთ, ყველა სარეკლამო რგოლი ადვილად აღქმადი ფორმით დაამზადონ და ისე განათავსონ. კომისია ითხოვს კომპანიებისგან, რომ მათმა სარეკლამო რგოლებმა მომხმარებელს ნათელი წარმოდგენა უნდა შეუქმნას შეთავაზებული მომსახურების პირობებზე. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა კომისიას ერთი ოპერატორი კონკურენტი კომპანიის წინააღმდეგ მსგავსი საჩივრით მომართავს. აქედან გამომდინარე კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის, ირაკლი ჩიქოვანის ინიციატივით, გადაწყდა, რომ ჩამოყალიბდება მუშა ჯგუფი, რომელიც ყველა მოქმედი ოპერატორისთვის მისაღებ სახელმძღვანელო ფორმას შეიმუშავებს, თუ რა ზომის და ხანგრძლიობის უნდა იყოს სარეკლამო რგოლებში ტექსტური ნაწილი.
http://commersant.ge/index.php?id=2497 This post has been edited by desktop on 29 Jun 2011, 17:32