არასწორი გარუჯვის გამო სამედიცინო დახმარება 20 პაციენტს დასჭირდა
11:24 06-07-2011
არასწორი გარუჯვის გამო სამედიცინო დახმარება 20 პაციენტს დასჭირდა არასწორი გარუჯვის გამო სამედიცინო დახმარება 20 პაციენტს დასჭირდა.
როგორც ~ინტერპრესნიუსს~ დამწვრობის ცენტრის დირექტორის მოადგილემ გუგა ქაშიბაძემ განუცხადა, მიმდინარე წელს რუჯის მისაღებად ახალგაზრდები უცნაურ და არაორდინალურ მეთოდებს იყენებენ, რის გამოც სხეულის სხვადასხვა კატეგორიის დამწვრობას ქიმიური რეაქციებისგან იღებენ.
მიმიდინარე წელს დამწვრობის სხვადასხვა ხარისხით 20 პაციენტს დასჭირდა სამედიცინო დახმარება. მათ შორის 4 პაციენტის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო, 16 პაციენტს კი ამბულატორიული მკურნალობა დასჭირდა.
გუგა ქაშიბაძის ინფორმაციით, სწრაფი გარუჯვის მიზნით, ახალგაზრდები სხეულზე სტაფილოს წვენს, ლუდს, ლეღვის რძეს, სადილისა და ავტომანქანის ზეთსაც ისმევენ, რის გამოც მათი სხეულები არამარტო თერმულ დამწვრობას, არამედ ქიმიურ დაზიანებასაც იღებენ.
ამჟამად დამწვრობის ცენტრში ახალგაზრდა გოგონაა მოთავსებული, რომელმაც სწრაფი გარუჯვის მიზნით, სხეულზე ლეღვის რძე წაისვა. მას სხეულის 15%-ზე მე-2 ხარისხის დამწვრობა აქვს მიღებული, რის გამოც სტაციონარული მკურნალობა დასჭირდა.
grumbler_girl გაითვალისწინე
This post has been edited by aviaciis moyvaruli on 6 Jul 2011, 23:43