მე რომ ვიღებდი მართვის მოწმობას, პრაქტიკულ გამოცდაზე რიგს ველოდებოდი და ახალგაზრდა ქალი იყო ერთი, მაშინებდა ეგრე ადვილად ვერ აიღებო, მე მესამე "კრუგზე" მივდივარო... ვიფიქრე სამჯერ გავიდა პრაქტიკაზე და ჩაიჭრა მეთქი, თურმე უარესი

სამჯერ დაჭირდა თეორიის ჩაბარება, იმიტომ რომ 11-ჯერ ჩაიჭრა პრაქტიკაზე...

ისე ეგეთ ხალხს შავ სიაში შევიყვანდი... და საერთოდ არ მივცემდი ავტომობილის მართვის უფლებას... შემთხვევით რომ გაარტყას და აიღოს "პრავა" საგრძნობლად გაზრდის ავარიების სტატისტიკას საქართველოში

ჩემთვის გასაგებია რატომ არ აქვს 1000-დან 300-ს მართვის მოწმობა...