ვალე-ყარსი-ერზურუმი და მერე ჩამოვედით კაიზერში. კარგია იმით, რომ ეს გზა ნაკლებად გადატვირთულია. ტრაილერები არ გხვდება. ზოგავ 6 საათს დაახლოებით
გავედით ვალეს საზღვრიდან (ნუ 10ზე იხსნება ეს საზღვარი)
ეს ტრაპიზონი და ბლაბლაბლა - ბევრი მანქანები, გაიწიე-გამატარეა
შენი დადებული მარშუტითაც ვართ ნამყოფი, ასევე ანკარა-სამსუნიდანაც.
ბევრი ცალმხრივია, ყოველ გასვლაზე რაღაც ადგილები გადაკეტილია - გზებს აკეთებენ და ა.შ.
კილომეტრაჟი მგონი მთლად კარგად არ გაქვს დათვლილი.... თითქოს 1500-2000 უნდა იყოს. (თბილისში არ ვარ, ამობეჭდილ რუქებთან ხელი არ მიმიწვდება)
სასტუმროს რაც შეეხება, აქ შეიძინო საგზური ჯობია (და რამდენიმე ატეულ ტურისტულშI დარეკვაც არ დაგეზაროს

). ადგილზე მისულს (წესით) უფრო ძვირი ფასი დაგხვდება, და დიდი ალბათობაა საერთოდ არ იყოს ადგილი - აგვისტო ყველაზე მაღალი სეზონია.
პ.ს. ისე ალანიაშI ძალიან ცხელა აგვისტოში
კარგ დასვენებას გისურვებ