ასლან აბაშიძეს 78 წლის ასაკში მესამე შვილი შეეძინა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილ მეთაურს, ასლან აბაშიძეს ვაჟიშვილი შეეძინა. აბაშიძე თითქმის 15 წელია მოსკოვში ცხოვრობს. მისი მესამე შვილიც სწორედ იქ დაიბადა. როგორც ცნობილია, უმცროსი აბაშიძე აპრილში დაიბადა და მას ალექსანდრე დაარქვეს.
ასლან აბაშიძე 78 წლისაა. მას გარდაცვლილ მეუღლესთან - მაგული გოგიტიძესთან, ორი შვილი - დიანა და გიორგი, ასევე შვილიშვილები ჰყავს. ხოლო იმ ქალბატონის სახელი და გვარი, რომელმაც ასლან აბაშიძეს შვილი გაუჩინა, უცნობია.