ART studio შექმნილია საქართველოს ახალგაზრდა ჟურნალისტთა პრეს კლუბ ,,მულტიმედიას” ბაზაზე და წარმოადგენს ორგანიზაციასთან არსებულ ფოტო სტუდიას, რომელიც ემსახურება ფოტოს გადაღების მსურველ, ნებისმიერი სოციალური ჯგუფის წარმომადგენელს როგორც ჟანრული, ასევე სტუდიური და სხვა მრავალი ფორმატის ფოტოების გადაღებით და დაბალ ფასებში ფოტო ალბომების დამზადებით. ჩვენს სერვისებშია, მომსახურება სამოდელო სააგენტოებისთვის. ასევე ვასრულებთ, სარეკლამო შეკვეთებს კომერციული და არაკომერციული ორგანიზაციებისთვის.
ჩვენ ვართ გუნდი, რომელმაც გადაწყვიტა შექმნას ის, რაც ვიღაცისთვის art-ია, ზოგისთვის დაუცხრომელი ჟინის შემოქმედებად ქცევა და რავიცი კიდევ ვისთვის რა. ჩვენ ვართ ხალისიანი, ენერგიული და საქმეზე შეყვარებული, გამბედავი და ცოტაოდენ გამოუცდელი გუნდი. ჩვენს ფოტოებს აკვირდებიან პროფესიონალები, მათი შეფასებები კი ხშირად ჩვენი აქტიური მოქმედებების მოტივატორი ხდება.
ზემოთ თქმულმა და არა მხოლოდ, მოგცა ბიძგი შეგვექმნა ფოტო სტუდია, რომელსაც ART studio – დაერქმევოდა და რომელიც მთელი თავისი არსებით, შემოქმედებითი ენერგიით მოემსახურებოდა თანამედროვე ხელოვნების უმნიშვნელოვანესი დარგის, ფოტოხელოვნების განვითარებას. ვაცნობიერებთ წამოწყებული საქმის თანმხლებ უდიდეს პასუხისმგებლობას და წინასწარ გთხოვთ არ დაიშუროთ ჯანსაღი კრიტიკა და საჭირო რეკომენდაციები.
სტუდიის საიტია :
http://artstudioo.wordpress.com/გთხოვთ დაალაიქოთ Facebook.com-ის გვერდზე :
http://www.facebook.com/pages/Art-Studio/185812538145278წინასწარ დიდი მადლობა ^^
* * *
იმედია დაალაიქებთ და მოგეწონებათ ჩვენი ფოტოკონკურსისა და ფოტოსესიის ნამუშევრები ^^
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)