morbenaliთუ გეხერხება გაკეთება შენით გააკეთე და 70 ლარში გამოხვალ.
ნავთლუღში არის მაგის ნაჭრები და იქ იყიდი როგორიც გინდა + იყიდე 2 ლიტრი წებო იქვე იყიდება ნაირიტი ქვია ნაბეღლავის ლიტრიან ბოთლებში ასხია.
მოხსენი ჭერი, მოაძვრე ძველი ნაჭერი, გაფხიკე ჭერი ზედმეტი გუბკისგან კარგად. წაუსვი თხელი ფენა წებო. რო შეხედავ რო შეშრა და აღარ იწებება მთლიანი ჭერი გაყავი 4-5 ნაწილად. მიყევი და ჯერ პირველ ნაწილზე წაუსვი თხელი წებოს ფენა და დაადე ნაჭრი და გაასწორე. მერე ესე მიყევი და ნელ-ნელა დანარჩენ ნაწილებსაც წაუსვი და ზევიდან ნაჭერი დაადე და ასწორე. რო მორჩები ზედმეტები სადაც დარჩება საკანცელარიო დანით შემოყევი და მოაჭერი. ლუქიანი თუ არაა შედარებით მარტივია. არც ლუქიანია რთული პროსტა პირველ ჯერზე საჩალიჩოა. მერე ადექი და მიაყენებ ამ ჭერს. ნაჭრის ყიდვისას ეცადე რო არ მოკეცო ისე წამოიღე, ნაპრალებს იკეთებს მარტივად და რო გააკრავ ცუდად რჩება