#26507088 · 17 Jul 2011, 20:14 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
შესწორება #1: სწორო ფორმაა "არაცნობიერი" და არა - ქვეცნობიერი;
შესწორება #2: არაცნობიერში არსებული აზრები მიუწვდომელია ცნობიერისთვის.
გამომდინარე აქედან, არაცნობიერად რაიმეს სურვილის ქონა, რომელიც გაცნობიერებული გაქვს, ეწინააღდეგება არაცნობიერის განმარტებას. ის რაც იგულისხმება თემის პირველ პოსტში, გულისხმობს სუპერ-ეგოს-ს მიერ მოთოკვის ხარისხს. მინდა შიშველი სიარული და არ დავდივარ, ეს სულაც არ არის არაცნობიერში მიკარგული ბობოქარი აზრი. ის რომ არ დადიხარ შიშველი, ამას აკეთებს სუპერ-ეგო, რომელიც შეიძლება ამოქმედდეს იმიტომ, რომ სხვა გიყურებს.
ის ფაქტი, რომ მე დამავიწყდა დღეს კბილის ექიმთან წასვლა, ეს არის არაცნობიერის გავლენა, რადგან ჩვენმა არაცნობიერმა აგვაცილა უსიამოვნო შეგძრნებები.
--------------------
კაცს დააწვენენ საგიჟეთში, რომელიც პერიოდულად იძახის: "გაგაწარმოვებ, გაგაწარმოვებო..."
მეორე გიჟი ეუბნება: "მე ვერ გამაწარმოვებ, e ხარისხად x ვარო".
ანეგდოტი მათემატიკოსებისათვის :))
|