#52369979 · 17 Mar 2018, 14:51 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
antikaci ცოტა ხანს ვტაქსაობდი და რაც ვიცი იმას დავწერ: 1. მანქანა უნდა იყოს აუცილებლად ეკონომიური და გამძლე, ცოტა ტევადიც თუ იქნება მთლად უკეთესი. ეხლა ელექტრო მანქანებს აწვება სასტავი, ბევრი შემხვედრია. 2. რათქმაუნდა სუფთა უნდა იყოს გარედანაც და შიგნიდანაც და ცოტა ვიზუალურადაც ლამაზი. 3. ქუჩები უნდა იცოდე, ძირითადი მაინც. ტაქსისტები შემხვედრიან თბილისში რომ ვარკეთილიდან ნარიყალას ვერ მიაგნებს, ეგ ტეხავს. ქუჩების მიგნება კიდევ ჯიპიესით ან გუგლის რუკებითაც შეიძლება. 4. რკინის ნერვები გინდა უეჭველი. ჯერ მარტო თბილისის მოძრაობა რა არის და პლუს კიდევ ათასი სირი გიჯდება მანქანაში, ნერვები არ უნდა ააყოლო. 5. შენ თვითონ უნდა იყო მოწესრიგებული და კომფორტი უნდა შეუქმნა ვისაც საჭიროა. ასე შეიძლება მუდმივი კლიენტიც იშოვო.
--------------------
არასრულფასოვნების კომპლექსი იბადება მაშინ, როდესაც საკუთარ თავს ადარებ სხვებს. ასევე იმის განცდა, რომ ვინმეზე რამით მეტი ხარ, იბადება ანალოგიურ შემთხვევაში. ორივე გამოვლინება სიმახინჯეა. შენ ხარ სული, რომელიც უნიკალურია და გაუნმეორებელი, არავისზე მეტი ხარ და არავისზე ნაკლები.
|