უფლის სახელის, ეკლესიის დაცვისათვის გადამწყვეტ ბრძოლაში ქართველი ერი გაიმარჯვებსთუ რას გულისხმობს საქართველოში მოქმედი რელიგიებისათვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის შესახებ მიღებული კანონი, რამდენად დაირღვა დემოკრატიის პრინციპები ქვეყანაში და რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს მას, გვესაუბრება სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური, მამა პეტრე კვარაცხელია:
“პარლამენტის მიერ მიღებული კანონი, ფაქტობრივად ეკლესიისთვის არ არსებობს. ის აბსოლუტურად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ეკლესიის პრინციპებს. კანონის მიღება პატრიარქის ნება-სურვილის წინააღმდეგ მოხდა. ჩვენ, სამღვდელოებას ცალსახად, გაგვაჩნია ერთიანი, გულწრფელი აზრი და ამ კანონს არ ვაღიარებთ, რადგან ის ჩვენი ეკლესიისთვის შეურაცხმყოფელია. რაც საუკუნეების განმავლობაში ქართული სამოციქულო ეკლესიის წინააღმდეგ არ განხორციელებულა, ეს XXI საუკუნეში მოხდა და თითოეული ჩვენგანი ვართ დამნაშავე. კანონი არ უნდა განხორციელებულიყო და არც პარლამენტს უნდა მიეღო.
ვიდრე კანონს პრეზიდენტი მოაწერდა ხელს, უწმიდესის კურთხევა და ალბათ, თხოვნაც გახლდათ, მისთვის ვეტო დაედოთ. როგორც კი უწმიდესმა კანონის შესახებ იქადაგა, იმ წუთიდან გავრცელდა ინფორმაცია მისი ძალაში შესვლის შესახებ. მიღებული გადაწყვეტილება არა მარტო დიდი დანაშაული, არამედ დიდი ცოდვაცაა, რაც არა მხოლოდ ჩვენ, მომავალ თაობებსაც მოეკითხებათ.
კანონის თანახმად, ქართულ სამოციქულო ეკლესიას საქართველოში არსებული სხვა რელიგიური მიმდინარეობები გაუთანაბრდა. რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენი ეკლესია არ არის ავტორიტეტული, უპირატესი ჩვენს ქვეყანაში. შესაბამისად, ერი და ბერი ერთიანი, განუყოფელია ამ საკითხთან დაკავშირებით და თუ მაგრამ თუ ვინმეს ჰგონია რომ ეკლესია ხმას არ ამოიღებს და ჩვენ, საპატრიარქო ამაზე არ ფიქრობს, მწარედ ცდება. პატრიარქის ლოცვა-კურთხევითა და სიბრძნით, გადამწყვეტ ბრძოლაში ქართული სამოციქულო ეკლესია გაიმარჯვებს.”
მამა პეტრე, ხედავთ თუ არა რაიმე კავშირს, აღნიშული კანონის დაჩქარებით მიღებასა და სომხეთის პატრიარქის გარეგინ II –ის საქართველოში ვიზიტს შორის?
სომხეთის პატრიარქის ვიზიტი, თავისთავად, მიზნად ისახავდა მისი რელიგური პოლიტიკის გატარებას საქართველოში. როგორც მაშინ მედია საშუალებებით გავრცელდა, გარეგინ II სომხეთში განაწყენებული დაბრუნდა, რადგან მისი ყველა წინადადება უგულებელყოფილი იქნა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წინაშე. როგორც აღმოჩნდა, ქართველებს სომხებთან დამოკიდებულებაში წინ კიდევ დიდი ბრძოლა გველოდა. რელიგიური შუღლი, ომი მხოლოდ ერთი კვირის, წლისა თუ ერთი საუკუნის უკან არ დაწყებულა.
სომხეთი ყოველთვის ცდილობდა მისი გავლენის ქვეშ მოექცია ქართლის სამეფო, გაეხლიჩა რელიგიური პოლიტიკა ჩვენს ქვეყანაში. სომხებმა საუკუნეების მანძილზე განუხორციელებელი მიზნები, XXI საუკუნეში ჩვენი პოლიტიკოსების, სახელმწიფოს მესვეურების ჩარევით განახორციელეს.
ჩვენს ქვეყანაში სომხეთის პატრიარქის ვიზიტი მიზნად ისახვდა, იგი კმაყოფილი დაბრუნებულიყო სომხეთში. აქედან გამომდინარე დაიწყო ეს ძვრები, ცვლილებები. მაგრამ ისევე, როგორც არასოდეს ქართველი ერი ერთიანია. ქართველ ადამიანს შეიძლება ლუკმა-პური წაართვა, სახლ-კარი გადაუწვა და ხმა არ ამოიღოს, მაგრამ როდესაც საკითხი ეკლესიის დაცვას შეეხება, ქართველი ერი შეუპოვარია, უკომპრომისო. უფლის სახელის, ეკლესიის დაცვისათვის ის ყველა ომში მიიღებს მონაწილეობას, გადამწყვეტ ბრძოლაში კი ქრისტე ღმერთი ქართველ ერს არასოდეს დატოვებს მარტო. საქართველო, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვედრი ქევყანა ბრძოლის ველზე გამარჯვებული გამოვა.
აღნიშნული კანონის მიღებით განსაუთრებით რომელი კონფესიები არიან დაინტერესებულნი და რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს მათი ინტერესების განხორციელებას მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ?
ამ კანონის ძალით ყველა კონფესიას, რომელიც საქართველშია რეგისტრირებული უფლება მიეცემათ იყვნენ თანასწორუფლებიანი მართლმადიდებლობასთან. ეს ყველაფერი სომხების ამბიციებიდან მომდინარეობს. მათ საუკუნეების განმავლობაში ჰქონდათ სურვილი, ესარგებლათ იმ უფლებებით, რაც ქართველ ერს აქვს საქართველოში. მათ შემდეგ უკვე სხვა კონფესიებიც მიემატა, რაც სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანს.
ერთ დღესაც, შეიძლება სომხები სამების საკათედრო ტაძრაში მოვიდნენ და გვითხრან, რომ ამ ეზოში სომხური ეკლესიაც შეუძლიათ ააშენონ. სომხური მხარე ძალიან ბევრ ქართულ ეკლესია-მონასტერზე გვედავება. მათ ქვემო ქართლში მნიშვნელოვანი ტაძრების მიმართ შეიძლება გაუჩნდეთ პრეტენზია და უბრალოდ წაგვართვან. საუბარია რელიგიურ შუღლზე, ეკლესიების წართმევაზე და სანამ ეს პრაქტიკაში განხორციელდება, ჩვენი არგუმენტირებული პოზიცია უნდა გამოვხატოთ და ხმა ავიმაღლოთ. ამაზე უარესი ჟამი ქართველი ერის ისტორიაში არ დამდგარა. გვყოლია ბევრი დამპყრობელი, მაგრამ ყველაზე დიდი ბრძოლა, ქართველებისთვის იდეოლოგიური ბრძოლაა. იდეოლოგიური ბრძოლის დროს, ქართველი ერი ყოველთვის ინარჩუნებს მართლმადიდებლობის სტატუსს და როგორც ბიძინა ჩოლოყაშვილი ამბობს,- არა რაი არს უტკბილეს ქრისტესთვის სიკვიდილისა. ვახტანგ გორგასალმა ქართველ ერს დაუტოვა ანდერძი: ეძიებდეთ ქრისტესათვის სიკვდილსა. სწორედ, ქრისტესთვის მაძიებელია დღეს ქართველი ერი, სამოციქულო ეკლესია და ვიმედოვნებ, ყველა ამოიღებს ხმას და შეეწინააღმდეგება იმას რაც, დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება.
მოხდა თუ არა ხელისუფლების მხრიდან დემოკრატიის პრინციპების დარღვევა? მოსახლეობის უმრავლებს აზრი არავის გაუთვალისწინებია..
თავისთავად, დაირღვა ეს პრინციპი. პირველ რიგში, იქიდან გამომდინარე რომ ეს ღვთისათვის სათნო არ არის და მეორეც, როდესაც სახელმწიფოს ცალსახად აქვს მიღებული გადაწყვეტილება და უგულებელყოფილია ქართული სამოციქულო ეკლესიის, პატრიარქის ინტერესები, მრევლის ინტერესები მითუმეტეს, რელიგიის ჭრილში. აქ მხოლოდ პიროვნების თავუსუფალ ნებასა და მისი აზრის დაჩაგვრაზე კი არა, ეკლესიის დაჩაგვრაზეა საუბარი. შესაბამისად, დარღვეულია დემოკრატიის პრინციპები. ეკლესიის მიზნებისა და ამოცანების უგულებელყოფა ძვირი დაუჯდება ჩვენს ქვეყანას ღვთის წინაშე. ვიმედოვნებთ, გამოჩნდება , სახელმწიფო სტრუქტურებში ვინმე ვინც დაგმობს ამ გადაწყვეტილებას. რაც მალე მოხდება ეს უკეთესია. რამეთუ, ერი არ გაჩერდება. დედა ღვთისმშობელი კი ქართველ ერს საბრძოლო ველზე არ გაწირავს და არ მიატოვებს.
წყარო:
http://www.ambioni.ge/mirebuli-kanoni-cven...euracxmyofelia/ჩემი აზრით რწმენას და ეკლესიას არ უნდა ეხებოდეს არავინ..
თქვენ როგორ ფიქრობთ?
რათქმაუნდა მორწმუნე ხალხის აზრი მაინტერესებს
და ათეისტებმა ძალიან გთხოვთ არ დაფოსტოთ.
This post has been edited by lapsha5 on 10 Jul 2011, 21:39