იცით ალბათ უმეტესობამ ამ
IntProtest გვერდის შესახებ და მანდ არსებულ სამართლიან მოთხოვნებსაც იცნობთ
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
1.შეამცირონ პროვაიდერებმა ინტერნეტის მომსახურების ფასები !
2.გაიზარდოს ინტერნეტის სიჩქარე !
3.გაუქმდეს გადასახადი ინსტალაციაზე !
4.დაუყოვნებლივ მოაგვარონ ერთხელ და საბოლოოდ ის ტექნიკური პრობლემები რომელიც მუდმივად იწვევს ინტერნეტის გათიშვას და განსაკუთრებით გლობალურ ქსელთან წვდომას !
5.გაუუქმდეს ეგრეთწოდებული "სერვისის შენარჩუნების" გადასახადი !
6. რეგიონებში და თბილიში არსებული ფასები და ინტერნეტის ხარისხი იყოს თანაბარი ! (იმ რეგიონებში სადაც არის დაფარვა ქსელის)
7. გაიზარდოს მომსახურების ხარისხი და ნებისმიერ პრობლემაზე პასუხი აგონ მომხმარებლის წინაშე !
8.დაიცვან საქართველოს კანონმდებლობა საავტორო უფლებების შესახებ და გააუქმონ თავიანთ საკუთრებაში არსებული პირატული ფაილების გამავრცელებელი საიტები !
9.უზრუნველყონ მაქსიმალურად ქსელის უსაფრთხოება !
ახლა რაც შეეხება თემის გახსნის მიზანს
მგონი დროა უკვე და აუცილებელიც კი არის , ტურისტულ ადგილებში მოხდეს სწრაფი და ხარისხიანი ინტერნეტის უზრონველყოფა ტურისტებისთვის ! განსაკუთრებით აუცილებელია ატვირთვის სიჩქარის გაზრდა , ატვირთვის სიჩქარის გაზრდა იმიტომ არის მნიშვნელოვანი რომ , ტურისტების დიდი ნაწილი აწვდის ოჯახის წევრებს ვიდეოსა და სურათებს და სხვა ინფორმაციას რაც მოგზაურობისას გადახდა ! ასევე აქვს ონლაინ კავშირი .
რაც უფრო ნაკლები დრო დაეხარჯება ტურისტებს ინფორმაციის გადაცემისთვის და რაც უფრო ხარისხიანი და სწრაფი იქნება ინტერნეტი , მით უკეთესია ყველა ტურისტისთვის !
ჩემის აზრით აუცილებელია მოხდეს უკაბელო სწრაფი, ხარისხიანი და იაფი ინტერნეტის მიწოდება ტურისტებისთვის, და ამისთვის ყველაფერი უნდა გააკეთოს როგორც სახელმწიფომ , ისე ინტერნეტ პროვაიდერებმა !
სწრაფი იმიტომ უნდა იყოს რომ ,უმეტეს ქვეყანაში სწრაფი ინტერნეტი არის ხელმისაწვდომი , ხარისხიანი იმიტომ უნდა იყოს რომ არ დაიტანჯოს ონლაინ კავშირისას და იაფიც იმიტომ უნდა იყოს რომ ყველგან იაფია არის ! 63 ქვეყნიდან საქართველო 43 -ე ადგილზეა !
ერთი სიტყვით ყველაფერი უნდა გაკეთდეს რომ ნებისმიერ ტურისტულ ადგილას იყოს ხელმისაწვდომი უკაბელო ინტერნეტი ანუ WI-FI და ასევე ტელეფონის ინტერნეტი !
რაც მთავარია ტურისტებს არ უნდა უწევდეთ რამოდენიმე დღის გამო 150 ლარიანი მოდემის ყიდვა რომლის სიჩქარეც არაფრად ვარგა და 5გბ კიდე არაფერია როდესაც ტურისტს უწევს ინფორმაციის გაგზავნა !
იმედია ყველა დამეთანხმებით რომ აუცილებელია ამ პრობლემის მოგვარება და ხმასაც თუ მიაწვდენთ ამ პრობლემის მომგვარებლებს , კარგ საქმეს გააკეთებთ !
This post has been edited by MONTY on 18 Jul 2011, 06:22