ევროპული ცენტრი გთავაზობთ ახალგაზრდულ გაცვლით 10 დღიან პროგრამას (2011 წლის 19-31 აგვისტო, პორტუგალია-ესპანეთი).
ტრენინგის განმავლობაში ევროპის ქვეყნების გამოცდილი საერთაშორისო დონის ტრენერები წაიკითხავენ ლექციებს ფორმალური და არაფორმალური განათლების სფეროში, როგორიცაა:
** ევროპული მოქალაქეობა;
** ინტერკულტურული საღამოები;
** პიარ-განათლება;
** კონფლიქტის აღკვეთა და მშვიდობის მშენებლობა;
** სამოქალაქო და ადამიანის უფლების განათლება;
** პოლიტიკა;
** ეკონომიკა.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ეგიდით.
კურსები წაიკითხება ინგლისურ ენაზე. ტრენინგებს დაესწრებიან 18–დან 35 წლამდე ახალგაზრდები ევროპის და კავკასიის სხვადასხვა ქვეყნებიდან.
პროგრამის მთლიანი ღირებულებაა: 1200 ევრო.
აღნიშნული თანხა მოიცავს:
** ტრენინგების ღირებულებას და საერთაშორისო სერტიფიცირებას
** თვითმფრინავით მგზავრობას (თბილისი-ლისაბონი, მადრიდი-თბილისი)
** ქ.ლისაბონში საცხოვრებლის ხარჯებს, სამჯერად კვებას
** ქ.ლისაბონის ტურს
** ქ.ლისაბონიდან ქ.პორტომდე მგზავრობას
** ქ.პორტოს ტურს
** ქ.პორტოში სასტუმროს ხარჯებს
** ესპანეთი ქ.მადრიდის ტურს, "MUZEO DEL PRADO" ს დათვალიერებას
** ქ.მადრიდში სასტუმროს ხარჯებს
პროგრამის გავლის შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ საერთაშორისო სერთიფიკატი.
ევროპული ცენტრის გაცვლითი პროგრამების შესახებ ინფორმაცია იხილეთ:
http://www.pdcgeo.ge/test1/view.php?id=33დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, 2011 წლის 25 ივლისამდე გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ.ფოსტის მისამართზე: youthexchange@pdcgeo.ge
"ევროპული ცენტრის" ადმინისტრაცია
თბილისი, კოსტავას 67, მეორე სართული (საზოგადოებრივი მაუწყებლის "1 არხის" მოპირდაპირე მხარეს)
ტელ:, (+995 32) 2 238234, (+995 90) 334000
ვებ-გვერდი:
http://www.pdcgeo.ge