საქართველოში ამჟამად მიმდინარეობს უმაღლესი განათლების რადიკალური რეფორმა, რომლის ძირითადი მიმართულებები განსაზღვრულია ”უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით. რეფორმის არსიდან გამომდინარე თბილისის უნივერსიტეტი მოწოდებულია (მისი მისიაა) ჩამოაყალიბოს თანამედროვე საგანმანათლებლო გარემო და აღზარდოს დემოკრატიული ღირებულებებისადმი ერთგული და მაღალი მოქალაქეობრივი და ეროვნული თვითშეგნების მქონე კონკურენტუნარიანი სპეციალისტების ახალი თაობა.
შპს ”თბილისის უნივერსიტეტი” დაარსდა 1994 წელს. დაარსების დღიდან უნივერსიტეტს ხელმძღვანელობს ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი დავით ჯანგულაშვილი.
2006 წლიდან ”თბილისის უნივერსიტეტი” არის აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებელი. უნივერსიტეტში ბაკალავრიატის სტუდენტის სტატუსის მინიჭება ხდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე.
ერთიან ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციის მიზნით თბილისის უნივერსიტეტში მოქმედებს სამსაფეხურიანი საუნივერსიტეტო განათლების სისტემა: ბაკალავრიატი და მაგისტრატურა. საფეხურების შესაბამისად შემუშავებულია სათანადო საგანმანათლებლო პროგრამები და დანერგილია სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდი.
თბილისის უნივერსიტეტი უმაღლესი სასწავლო დაწესებულებაა, რომელიც ემსახურება უმაღლესი განათლების პროგრამების რეალიზებას შემდეგი ძირითადი სპეციალობების მიხედვით:
- სამართალმცოდნეობა;
- საფინანსო, საბანკო და სადაზღვევო საქმე;
- საბურალტრო-საგადასახადო საქმე;
- ბიზნესის ორგანიზაცია და მართვა;
- ინგლისური ენა და ლიტერატურა
თბილისის უნივერსიტეტი 2001 წლიდან სასწავლო დაწესებულებათა საერთაშორისო ასოციაციის წევრია, გაფორმდა ხელშეკრულებები უკრაინის შრომისა და სოციალურ ურთიერთობათა აკადემიებთან, პოლონეთის უმაღლეს ჰუმანიტარულ სკოლასთან, ესტონეთის სოციალურ მეცნიერებათა საერთაშორისო უნივერსიტეტთან, და რიგი სხვა ქვეყნების შესაბამის უმაღლეს სასწავლებლებთან.
ერთობლივ საქმიანობასთან დაკავშირებით ხელშეკრულებაში გათვალისწინებულია თანამშრომლობის მრავალმხრივი ფორმები:
• სასწავლო გეგმების, პროგრამების, სასწავლო - მეთოდური ლიტერატურის გაცვლა, მათი ერთობლივი დამუშავება პედაგოგთა გაცვლა ლექციების კურსის წასაკითხად სხვადასხვა დისციპლინაში წინასწარ შეთანხმებული გეგმების შესაბამისად და სხვა.
. მასწავლებელთა და სტუდენტთა ჯგუფების გაცვლა როგორც სწავლების, ასევე, ქართველი, პოლონელი, ესტონელი, უკრაინელი და სხვა ხალხების ისტორიის, კულტურის, ტრადიციების შესწავლისა და ურთიერთგაცნობის მიზნით;
• სემინარების ჩატარება ორმხრივ საინტერესო თემებზე არამხოლოდ სასწავლო, არამედ ზაფხულისა და ზამთრის არდადეგების პერიოდში. ურთიერთდახმარების აღმოჩენა ბიბლიოთეკების სასწავლო მეთოდური და სამეცნიერო ლიტერატურით დაკომპლექტებისათვის და ა. შ.
თბილისის უნივერსიტეტს გააჩნია მდიდარი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ფუნქციონირებს ლინგაფონის კაბინეტი და უახლესი მოდელის კომპიუტერებით დაკომპლექტებული კომპიუტერული კლასები, აუდიტორიებში დამონტაჟებულია ვიდეოკამერები სწავლების დონის შემოწმების მიზნით.
მადლობას ვუხდით ამერიკის, გერმანიისა და საფრანგეთის საელჩოებს, რომელთა დახმარებითაც აღნიშნული ქვეყნებიდან მიღებულია 1000-ზე მეტი სასწავლო, სამეცნიერო და მხატვრული ლიტერატურა, აუდიო და ვიდეოკასეტებით.
უნივერსიტეტი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალით, მათ შორის 11 სრული პროფესორი, 23 ასოცირებული პროფესორი, 2 ასისტენტ-პროფესორი. უნივერსიტეტში ფუნქციონირებს 2 ფაკულტეტი,
უნივერსიტეტის კოლექტივი ერთიანი და მონოლითურია, რაც ახალგაზრდა თაობის აღზრდის, მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადების აუცილებელი პირობაა. სტუდენტებისათვის უფასოa პირველადი სამედიცინო დახმარება, სასწავლო ლიტერატურა და კომპიუტერული კურსები.
უნივერსიტეტმა თავისი ძალებით თარგმნა და გამოსცა ისეთი მნიშვნელოვანი სახელმძღვანელოები, როგორიცაა ამერიკელი მეცნიერების - კემპელ რ. მაკკონელის და სტენლი ლ. ბრიუს ,,ეკონომიკსი” ორ ტომად, ”ეკონომიკური თეორიის საფუძვლები”, ”საბაზრო ურთიერთობების ჩამოყალიბების და განვითარების პრობლემები საქართველოში”, ”სახელმწიფოსა და სამართლის ისტორია”, ინგლისური ენის სახელმძღვანელო ყველა სპეციალისტებისათვის, თორმეტ ტომად, ”მენეჯმენტის პრობლემები” 5 ტომად, ”მსოფლიო ეკონომიკა” და მრავალი სხვა. აღნიშნული წიგნები უფასოდ ურიგდებათ უნივერსიტეტში ჩარიცხულ სტუდენტებს. 1998 წლიდან უნივერსიტეტში გამოდის გაზეთი - ”ახალგაზრდა თაობა”.
უნივერსიტეტის დაარსების დღიდან ყოველწლიურად ტარდება სტუდენტთა რესპუბლიკური სამეცნიერო კონფერენციები, სადაც მონაწილეობას ღებულობენ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივესიტეტის და სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები. მათი ნაშრომები იბეჭდება და ქვეყნდება სპეციალურ კრებულებში.
წარმატებით მუშაობს ლიტერატურული სალონი, სადაც პერიოდულად იწვევენ სასურველ სტუმრებს და სტუდენტები თავიანთ შემოქმედებას აცნობენ. ასევე ხშირად ატარებენ ცნობილი მწერლებისა და პოეტების შემოქმედებით საღამოს. განსაკუთრებული ხალისითა და ენთუზიაზმით სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები სტუდენტური დღეებისათვის ემზადებიან, სადაც მაქსიმალურად წარმოჩინდება ახალგაზრდების ნიჭი და შესაძლებლობები.
უნივერსიტეტში ფუნქციონირებს მდიდარი სასწავლო ბიბლიოთეკა, სადაც სტუდენტები ეცნობიან სხვადასხვა დარგის უახლეს გამოცემებს. თბილისის უნივერსიტეტმა 2003 წელს ქ. თბილისში, ვაზისუბნის დასახლებაში, საკუთარ შენობაში გახსნა კერძო საშუალო სკოლა. ამჟამად აღნიშნულ სკოლაში სწავლობს ორასზე მეტი მოსწავლე. სკოლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა ევროპული სტანდარტების დონეზეა კეთილმოწყობილი აუდიტორიებითა და კაბინეტ-ლაბორატორიებით, კომპიუტერული და ლინგაფონის კაბინეტებით, საზღვარგარეთ დაბეჭდილი თვალსაჩინო მასალებით, ავტონომიური გათბობით.
რა უნივერსიტეტია ეს იცით ვინმემ ???

ვერ ვნახე თემა ამ უნიზე
This post has been edited by lau_lau on 30 Sep 2011, 19:22