საქართველოს ქალთა მოძრაობის "შორენა"-ს 13 აქტივისტმა, თბილისში, ზაფხულში წყლის გეგმიურ გათიშვებთან დაკავშირებით, ავლაბრის მოედანთზე მდებარე ფანტანში აქცია გამართა,- იუწყება „ინტერპრესნიუსი“.
გოგონები საცურაო ბიკინებში და თეთრ ტოპებში იყვნენ გამოწყობილები, სახეები შეღებილი ჰქონდათ ეროვნული დროშის ფერებში.
ფემინისტები მიიჩნევენ, რომ უცხოელები წლის გეგმიურ გათიშვებს არ არიან მიჩვეულები და თუ თბლისის ხელისუფლება არ შეწყვეტს მსგავს ქმედებებს, მაშინ მილიონ ტურისტს ფანტანში ბანაობისა გარდა, სხვა გამოსავალი არ რჩებათ.
გოგონები შადრევანში შემდეგი ლოზუნგების ფონზე ბანაობდნენ: "წყალი არ მოდის ონკანში - დაბანა გვიწევს ფანტანში!" და "მოუშვი ცხელი წყალი - სტუმრად მოდის ევროტურისტი". გარდა ამისა, მათ ეკავათ ბანერები ინგლისური წარწერით: "მშვდობით დაუბანელო საქართველო".
აქცია მშვიდ ვითარებაში გაიმართა. აქციის დასრულების შემდეგ აღნიშნულ ადგილზე მობილიზებული იყო 20-მდე პოლიციელი, სამართალდამცავთა განმარტებით, აქციის მონაწილების დაკავებას არ აპირებდნენ, რადგან "შორენა"-ს წარმომადგენლები, ამ შემთხვევაში, საზოგადოებრივ წესრიგს არ არღვევდნენ, განსხვავებით წინა აქციასგან, რომელიც პარლამენტთან გაიმართა და აღნიშნული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა საპენსიო რეფორმა გააპროტესტეს, მაშინ მათ პროტესტი პარლამენტის წინ ნახევრად შიშვლად გამოსვლით გამოხატეს.