ქალმა სინანული გარეთ გადმოფინა,
ღვინის აღვირახსნილ ფიქრებს დაემონა,
თურმე დალეული მთვრალი ქალბატონი,
ვიღაც უცხო კაცთან ვნებად დაქცეულა.
დილით ვეღარ უცქერს სისხლი ეყინება,
მასში ანგელოზი დემონს ეჭიდება,
სარკეს ჩაუარა მორცხვად თავდახრილმა,
ზედაც ვერ უყურებს თავი ეზიზღება.
ვიღაც მამაკაცი უხმოდ შესციცინებს,
გულში წუხანდელი ღამე აერევა,
წადი მეზიზღები ცივად მიახალა,
შენი ყურებისგან გული ამერევა.
კარი მიუხურა თვალებ ანთებულმა,
როგორც მომაკვდავი იქვე ჩაიკეცა,
ღმერთო მაპატიე ლოცვად დავიღვრები,
სახე მშვენიერი უცებ აილეწა.
ღამემ მოიტანა ჩუმი მელოდია,
ვიღაც გიტარასთან უხმოდ აღიღინდა,
მთვარემ შემოიკრა კაბა გამჭირვალე,
იგი ფეხაკრებით გადის კარებიდან.
ღამე მიიწურა ცივი მდუმარებით,
ლოგინს ოქროსფერი სხივი ეფინება,
ქალი გალეშილი ღამის გარყვნილებით,
წევს და უცხო კაცის მკერდზე ეძინება.
***
ის იყო ერთი არ უსმენდა არავის სიტყვას,
ეხურა ქუდი მიცურავდა დიდების ზღვაში,
მის ბავშურ თითებს ღვინის ბოთლით მდუმარედ ძინავს,
და მას არ უყვარს ყალბი ხელით დაკრული ტაში.
არ ქონდა სახლი სარდაფებში ცხოვრობდა მუდამ,
ის ნამთვრალევი ათენებდა უძირო ღამეს,
მაგრამ სტროფები თანშეზრდილი მუდამ დაქონდა,
და მუდამ ლექსას წერდა იგი საკუთარ სათქმელს.
იჯდა და წერდა,წერდა,წერდა საკუთარ თავზე
ქმნიდა ეპოქას სტროფს ედება ახალი სტროფი,
და ერთი გასმა მისი კალმის ყვითელ ფურცელზე,
გადიქცეოდა დიდ პოეტად უბრალო ლოთი.
მოწყდება ცრემლი მოგორავდა მის გაშლილ წვერზე,
ტკიოდა თითო დაწერილი თავისი სიტყვა,
შემდეგ ამაყად გამოცლიდა ბოლომდე სასმელს,
რადგან იცოდა რომ სათქმელი მის სტროფში ითქვა.
ისევ დგებოდა ვაზის წვენით გაბრუებული,
იცვამდა პალტოს და ადგება დაგრეხილ ბილიკს,
ის რჩება თავის სამყაროსთან ისევე მარტო,
და ასე მარტო კიდევ დიდხანს სიმთვრალით ივლის.
***
Fიქრი გამირბის მუზას ვერ ვიჭერ,
დარდი მაწამებს ძვირდასო შენი,
მინდა მოგიძღვნა ჩემი ლექსები,
მაგრამ ყველაფერს დუმილით გეტყვი.
უბრალოდ მოვალ შენს სასთუმალთან
და დაძინებულს გემთხვევი თმაზე,
შემდეგ სურნელით გაგიჟებული,
ვუკრავ როიალს დამსხვრეულ ხმაზე.
მე შენი სიზმრი ფერებსაც ვხატავ,
მაგრამ მხატვრობის არამაქ ნიჭი,
არვიცი დაკვრა და მაინც ვუკრავ,
ლექსის წერისაც წამერთვა ნიჭი.
ოღონ იწამე ჩემი წადილი,
ჩემი გულიდან სტროფებს ავგლიჯავ,
მოგაყრი ლექსებს ვითომ პოეტურს,
და ნეტარების მწვერვალს აგიყვან.
დაგხატავ ისე ვით მონალიზას,
დავინჩის ნიჭი მომეცა თითქოს,
დაგიკრავ ისე ვით ბეთჰოვენი,
ტრფობაში შოთაც რომ შემეცილოს.
გალაკტიონსაც წავართმევ კალამს,
მერის მაგივრად შენს სახელს დავწერ,
ჩამოვხსნი დროშებს მაღლა აწეულს
და მის მაგივრად შენს სურნელს გავფენ.
მთელი სამყარო მინდა გხედავდეს,
გრძნობდეს შენს სურნელს არამიწიერს,
მთელი სამყარო მინდა გეტრფოდეს,
შენკი ძვირფასო მე ერთს მელოდე.
როცა მოვკვდები და დამმარხავენ,
ჩემს საფლავს მინდა ასე ეწეროს,
სიყვარულისთვის ცხოვრობდა მუდამ
და სიყვარულიც მას შეეწიროს.
***
დავიღალე ბანალური ფრაზებით,
შემიყვარებ,გეყვარები,დამიცდი?
სახლში ვზივარ ჩემთვის და ყველაფერს განვიცდი,
თითქოს დღე არ მოძრაობს ერთი დღეა ყველა,
გუშინდელი ფრაზებით მეჩხუბება დედა,
გარეთ ისმის მეზობლის უსასრულო წყევლა
და არვიცი გავაფრებ თუ გავაფრინე ნეტა.
სახლთან ვიდექ ჩემთვის და ველოდი გოგოს,
ტაქსის ფული არ მქონდა ვისეირნეთ ბოლოს,
სახლში ფეხით წავედი მათხოვარი შემხვდა,
დამეხმარე შვილო ღმერთმა მოგცეს ღმერთმა.
როცა მომცემს ბებო წილში ზიხარ ნაღდად,
მაგრამ აი ეხლა ნერვებს მიშლი მაგრად,
ვერა ხედავ ბებო,ოფლში ვიწვი კაცი,
მოდი ერთი მიჯიგრე და მიკისრე ტაქსი,
დავინახე ძაღლი როგორ ლოკავს კატას,
როგორ ათრევს ბებო ორმოც კილო ჩანთას,
შვილიშვილი მიყვება და მიირთმევს ატამს,
დაწამლული ვირთხებივით ვეხეთქებით კედლებს,
მერე ვიღაც გვაკადრებს დაგვიძახებს დედლებს,
ჩვენც მეტი რა საქმე გვაქ მოვუკითხავთ დედებს,
ამუხრუჭებს ვიღაცა სახეს ურტყამს პედლებს,
ყველა თავის სტიქიას მიყვება და ეძებს,
თუ ქალაქში ამდენი გიჟი დარბის ერთად,
მაშინ საგიჟეთში ვინ არიან ეხლა,
მოდით იცი რას ვიზამ?
საგიჟეთში წავალ და ამაზე უარესი
არ დამხვდება ნაღდად.
***
ტირის დედამიწა ცოდვით დამძიმებულ
სულებს რომ დაათრევს გაჩენის წამიდან,
ტირის დედამიწა და სისხლით ირწყვება
გულამოგლეჯილი ცოდვილი ხალხისგან.
სახეზე მაშრება ბინძური ცრემლები,
ვერ ვუცქერ მე ამდენ სიკვდილის განაჩენს,
გაჩენის წამიდა სისხლში ხარ გასვრილი,
შენივე გაზრდილმა შვილებმა დაგახრჩეს.
ვერ ვუცქერ მე ამდენ ღალატს და სიცრუეს,
ძმებში ვეღარ ვარჩევ ფრიდონს და საფარბეგს
სუყველა შენ ზარდე შენივე უბეში,
იფეთქე სანამდე გამოზრდი დანარჩენს.
მიდი და გაზარდე ატასი ნერონი,
მშობელი დედები ისევ რომ დახოცონ,
იუდას მიეცი მეორე სიცოცხლე,
მთელი დედამიწა ვერცხლში რომ გაცვალოს.
ანკიდევ გაჩერდი ჩემო დედამიწა,
გაშეშდი შეწყვიტე ბრუნვები ამაო,
მიეცი ცოდვილებს სიკვდილის უფლება,
რომ მერე ცხედრები შენს კანში ჩამარხო.
***
ეხლა ვიღაცა სიყვარულს ეძებს,
ვიღაც პოულობს თავის ნახევარს,
ვიღაცას ძინავს ვიღაცა ტირის
ვიღაც ვალს იღებს თავის სარჩენათ.
ვიღაც უღიმის შვილს სარეცელთან,
და არ ბეზრდება მას შვილის ცქერა,
ხოლო ვიღაცა ქუჩაში დადის
და ენატრება მშობელი დედა,
ვიღაცა კვდება მას ვიღაც მარხავს,
ვიღაც ლექსს დაწერს აქვს ამის ნება
ყველას სხვადასხვა გვაწუხებს ფიქრი,
ყველას სხვადასხვა გვაწუხებს ვნება.
ვიღაცა მიდის, ვიღაცა მოდის
ეს სამყარო კი უცვლელი რჩება.
***
სიჩუმე მიქრის და ამ ქროლვის გრგვინავს კივილი,
ფიქრთა მორევში კალმახივით სხლტება ოცნება,
გილიოტინაზე ჩამოსხეპილ თავთან მტირალი,
ჯალათი ვნახო და მერეკი ოჰ საოცრება,
მეთვითონ მივალ ჯალათთან და ვთხოვ მომაკვდინოს
ოღონდ მიტიროს,სისხლმდინარი ოღონდ მიტიროს
* * *
თუ რამე შეცდომებია გრამატიკული ბოდიშს გიხდით, სატაურში უკვე ვიპოვე და ლექსებშიც იქნება

))