მას ფაქტიურად აღარ ძალუძს იყიდოს sky -ის 60 პროცენტი .
ტელეფონების ჰაკერების გამო მისი გაზეთის ჟურნალისტების მიერ.
ეს დიდი სკანდალი როგორც იქნა გახდა განხილვის საგანი.
სასტიკი გადაცემა Question Time გავიდა წუხელ ეთერში ბი ბი სი -ზე.
http://www.bbc.co.uk/iplayer/episode/b012h...ime_07_07_2011/ეს არის ლინკი და იმედია მას საქართველოში ნახავთ.
ჩემი აზრით რუპერტ მერდოკს ბილიონები უნამუსო გზით აქვს ნაშოვნი.
ტელეფონის გატეხვა და ინფოს მოპარვა იგივე ყაჩაღობაა და მეტი არაფერი.
ამას ეამტება კიდევ უამრავი ინტრიგა ნიუს ვორლდსის მიერ დაწერილი. მოკლედ უყურეთ იფიქრეთ და შეადარეთ საქართველოს სიტუაციას.
დასკვნები თქვენთვის მომინდვია. ისე ვინც ნახავს ამ პროგრამას დაინახავს უდიდეს სიბინძურეს ყველგან. პოლიტიკაში, ჟურნალიზმში. და რამხელა გავლენა აქვს მას ვისაც აქვს ფული.
პ.ს მოდერს თუ შეუძლია სათაურში ორი სიტყვა დააშოროს ერთმანეთს. გმადლობთ.
* * *
ინგლისის ყველაზე ცნობილი გაზეთი იხურება
12:31 08.07.2011
ბრიტანული ტაბლოიდი News Of The World–ი არსებობას წყვეტს. News Corp -ის დირექტორის მოადგილის, ჯეიმს მერდოკის (რუპერ მერდოკის ვაჟის) განცხადებით, გაზეთის ბოლო ნომერი კვირას გამოვა. უძველესი გამომცემლობის დახურვის მიზეზი ვარსკვლავების სატელეფონო საუბრების უკანონო მოსმენების გამო ატეხილი სკანდალია.
2011 წ. გაზაფხულზე, მას მერე, რაც მის წინააღმდეგ სარჩელი ბრიტანელმა პრემიერმა, დევიდ კემერონმა და მსახიობმა ჯუდი ლუმ აღძრეს, რედაქციამ აღიარა, რომ საუბრების უკანონო სატელეფონო მოსმენებს მართლაც ახორციელებდა.
ხუთშაბათს, ბრიტანელმა მსახიობმა, ჰიუ გრანტმა, რომელიც მოსმენების მორიგი მსხვერპლი გახდა, რეკლამების დამკვეთებს მერდოკის გამომცემლობის, კერძოდ კი, News Of The World -თვის ბოიკოტის გამოცხადებისკენ მოუწოდა.
მედია იუწყება, რომ მერდოკის კომპანიასთან თანამშრომლობის გაწყვეტას Ford, Mitsubishi, Lloyds Banking Group და Virgin Holidays აპირებენ.
ტაბლოიდი News Of The World 1843 წელს დაარსდა. 2011 წელს, ინტერნეტ სერვისმა, Mondo Times -მა ის მსოფლიოში ყველაზე დიდი ტირაჟის მქონე, ინგლისურენოვან გაზეთად დაასახელა.
ეს პრესა.გე-ს გვერდიდან. უბრალოდ დავაკონკრეტებ. მხოლოდ ვარსკვლავები კია რ გახდნენ ტელეფონზე საუბრი სა ჰაკერების მსხვერპლი, არამედ ის ადამიანებიც რომელთაც შვილდები დაეღუპათ ავღანეთში და თვით ზოგიერთი მკვლელობის მსხვერპლნიც კი...
ამას დაემატა ის, რომ ჰიუ გრანტის ტელეპონი დაჰაკეს და კიდევ რამდენიმე ვარსკვლავის რათა მეტი ინფორმაცია მოეპარათ და გაზეთი კარგად გაეყიდათ.
ეს გაზეთი იყო კიდეც ყველაზე კარგად ყიდვადი ამდენი წელია.
კარგია რომ იხურება, მაგრამ ეს ალბად პრობლემის ბოლო არ იქნება. მერდოკს დიდი ძალაუფლება აქვს....
This post has been edited by sindbad-name on 8 Jul 2011, 15:20
მოსკოვს, სტამბოლს და ისპაანს, მას შიგან მთა და ბარამდი, ჩემის სახელის ძეგლები ყველგან დავასვი განამდი...