დასავლეთმა თავისი თავი ამოწურა....
ეს ფრაზეოლოგია გვესმოდა მუდამ, იმ საოცნებო დროში, როცა არაფერი არ ვიცოდით, არაფერი არ მოდიოდა და მაინც ვიყავით ნეტარები.
და ახლა რა ხდება?
ახლა ხდება ის რომ სამი სიტყვა, მხოლოდ სამი და ამავდროულად ასე ყოვლისმომცველი გახდა სამყაროს განვითარების მამოძრავებელი მოტორი
ინფორმაცია
ინტერესები
კონკურენცია
(და ამ პროცესების ერთგვარი "ჩარჩო" და დამარეგულირებელი - ინსტიტუტები)
შუმპეტერი წერდა კრეატიულ დესტრუქციაზე ადრე, ძალიან ადრე.
მაგრამ ბებერი ჯო უკვე ათასჯერ დაატრიალეს საფლავში კრიზისის დროს და მას შემდეგაც - ოღონდ ეს არ არის მთავარი, ჯერ არ არის.
მთავარი ის არის, რომ დასავლეთი იშლება.
იშლება თვალსა და ხელს შუა, იშლება შოუებისა და აპლოდისმენტების თანხლებით, მუსიკით და პომპეზურობით.
ოღონდ დასავლეთი არა, როგორც რეალური კონსტრუქტი, ქვეყნების ერთობლიობა, საზღვრებით შემოსაძვრული ტერიტორიული ერთეულები, არამედ როგორც იდეა და როგორც სამოთხე (დედამიწაზე).
ამერიკული დემოკრატია და დამფუძნებელი მამების "იდეალური" პროდუქტი ისე ყანყალებს და ისეთი დისფუნქციურია, რომ ვიწრო-პოლიტიკურ, სტრატეგიულ თამაშებს შეიძლება გადაყვეს ყველაფერი.
ინფორმაციული ნაკადების ცირკულაციის ზრდამ - ყველა შიდა-პოლიტიკურ პროცესს ჩამოხსნა ფარდა.
მეტიც ამ დრამატულ ინფორმაციულმა მოძრაობამ - წაშალა ზღვარი შიდა და გარე პროცესებს შორის,
ევროზონა ვალებშია, გახლეჩილია, დეზორგანიზირებულია.
თავმოჭრილი ქათმებივით ცდილობენ ადგილობრივი პოლიტიკანები ჟონგლიორობას ნაციონალიზმსა და პანევროპეიზმს, ევროსა და დეზინტეგრაციას, ბრუსელსა და ლოკალურ დედაქალაქებს შორის.
მიტრანისა და ჰაასის ფუნქციონალური ინტეგრაციონიზმი მთავრდება.
ჩათლახი რეალისტები ხითხითებენ.
დასავლური სახელმწიფოები და მათი პოლიტიკური სისტემები ყანყალებენ, წკიპზე არიან.
ვეღარ ასრულებენ როლს - ინდივიდიუალური ინტერესების აგრეგირების ოპტიმალური მექანიზმის.
აღარ არსებობს "განვითარების დიდი და ოპტიმალური თეორიები", როგორიც არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები და დამოუკიდებელი სასამართლო ინსტიტუტები.
ყველაფერი ეს თავდაყირა დააყენა ჩინეთმა და სხვა ავტორუტარულმა აზიურმა ქვეყნებმა.
და ამ ყველაფრის მერე, გზაჯვარედინზე არს საქართველო.
რაც უფრო სამწუხაროა, ვეჭვობ რომ ქვეყნის უმაღლეს ხელისუფლებაში აცნობიერებდნენ სიტუაციის მთელ დარამატულობას და ეპოქის სულს.
და რაც ყველაზე სამწუხარო ( ან საბედნიეროა პრინციპში) - ამ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა გაგნებაში არ არის ამ ყველაფრის

მსგეფსი ხსნილია მოკლედ