გუბაზ სანიკიძე: “არიან მღვდლები, რომლებსაც მრევლის აღსარება ვანო მერაბიშვილთან მიაქვთ”
“ეროვნული ფორუმის” ერთ-ერთი ლიდერის გუბაზ სანიკიძის განცხადებით, “თუ კი ქართულ და სომხურ ეკლესიებს საქართველოში ერთნაირი სტატუსი ექმენათ, სომხები “გადაგვივლიან”.
ამის შესახებ სანიკიძემ გაზეთ “ქრონიკისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
“რელიგიური კონფესიების შესახებ კანონი მისაღები არ იყო. არ შეიძლება, სომხურ და ქართულ ეკლესიებს საქართველოში ერთი და იგივე სტატუსი ჰქონდეთ. სომხური ეკლესია საქართველოს გარეთ გაცილებით უფრო ძლიერია, ვიდრე ქართული ეკლესია და თუ მას შიგნით ისეთივე სტატუსი ექნება, ჩვენ სომხები გადაგვივლიან. სომხებს მეტი მრევლი ჰყავთ, მეტი ფული აქვთ და ნელ-ნელა დაიწყებენ ამ ქვეყნის გამოჭმას. როგორც მოექცა სომეხთა პატრიარქი საქართველოს პატრიარქს, ისე მოექცევა სომხური ეკლესია ქართულ ეკლესიას. თუნდაც არმენოფობად გამომაცხადონ, არ ვარ არმენოფობი. მადლობას ვუხდი იმ სომხურ საიტებს და გამოცემებს, რომლებმაც თავიანთი კათოლიკოსის ქმედების, იმის გამო, თუ როგორ ექცეოდა ის ილია მეორეს, განგაში ატეხეს. ასე ერთი ადამიანი მეორეს არ ექცევა, თუმცა მან ჩვენს პატრიარქს მისხალი ვერ დააკლო. სომხების ფასი და მათი დამსახურება ჩვენი ქვეყნის წინაშე მე რომ ვიცი, შეიძლება, საქართველოში არცერთმა პოლიტიკოსმა არ იცოდეს. დღეს სომხების და ქართველების უბედურება ისაა, რომ ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა არ გვაქვს, პოლიტიკურ ურთიერთობას ვგულისხმობ”, – ამბობს სანიკიძე.
მისივე თქმით, “ჩვენ ისეთ რეგიონში ვცხოვრობთ, სადაც სიცოცხლე სიკვდილის ტოლფასია და როგორც კი მოდუნდები, ვინმე კი არ შეგაწუხებს, პირდაპირ გაგანადგურებს, ამიტომ ქართული სახელმწფო და ეკლესია ერთმანეთს უნდა ეხმარებოდეს და არა ძირავდეს”.
“საქართველოში 2 ყველაზე გავლენიანი კაცი მიხეილ სააკაშვილი და ილია მეორე არიან. პირველი ქვეყანას ანგრევს და აქცევს, ამიტომ ილია მეორემ ადეკვატური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. არ შეიძლება, ქვეყანა ამ დღეში იყოს, ამ საქმეს მარტო მოწოდება აღარ შველის”, – განაცხადა სანიკიძემ.
ამასთან, მისივე აზრით, “მიღებულ კანონთან დაკავშირებით მრევლის პროტესტს გაგრძელება იმიტომ არ მოჰყვა, რომ არიან მღვდლები, რომლებსაც მრევლის აღსარება ვანო მერაბვიშვილთან მიაქვთ”.
“ჩემს მოძღვარზე არ ვსაუბრობ, ძალიან წესიერი მოძღვარი მყავს, მაგრამ არიან მოძღვრები, რომლებთანაც ადამიანები აღსარებას აბარებენ და უფლის მაგივრად, მათი აღსარება ვანოსთან მიდის. ვიღაცისთვის ღმერთზე უფრო ძლიერი ვანო მერაბიშვილია, ამიტომ ის არ არის მორწმუნე”, – აცხადებს გუბაზ სანიკიძე.
http://gtn.ge/?p=13464ლიცემერი: გრან პირუეტი გუბაზის შესრულებით

შენ, ჩემო გუბაზ, ნამეტანი პილპილ-წიწკა ყოფილხარ
უზერებო, მაინტერესებს თქვენი აზრი ამ საკითხის გარშემო(მიუკიბ-მოუკიბავად

) , რაც შეიძლება გულახდილი, თუ შეიძლება.
This post has been edited by licemer on 19 Jul 2011, 09:28
პოლიტიკოსი არ გახლავართ, მაგრამ ხანდახან მეც კარგი მამაძაღლი ვარ.
დაე, მე მოვკვდე ღია თვალებით...
მიგელ დე უნამუსო ლიც-დონ-გიჟ-ჟუანი.